James Purdey & Sons - ლეგენდა, რომელიც არ კვდება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
James Purdey & Sons - ლეგენდა, რომელიც არ კვდება |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მინდა ორიოდე სიტყვით მოგითხროთ ამ ლეგენდარული გლუვლულიანის და მისი შემქმნელის შესახებ.
პერდე ეს არის სანადირო თოფის წარმოების ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საფირმო ნიშანი, რომელიც იქცა უმაღლესი ხარისხის ეტალონად მთელს მსოფლიოში და რომლისთვისაც დრო არ არსებობს მსგავსად ეგვიპტური პირამიდებისა! ამგვარი ხოტბის გარეშე არ შემეძლო საუბრის დაწყება ამ ბრწყინვალე იარაღზე. პერდეს მანუფაქტურა შეიქმნა ლონდონში 1814 წელს ანუ როგორც პერდეს ოფიციალურ საიტზე წერენ, ერთი წლით ადრე ვატერლოომდე... არის ამ შენიშვნაშიც რაღაც აღმაფრთოვანებელი... მისი დამაარსებელი ჯეიმს პერდე უფროსი (James Purdey) სპეციალობით მეიარაღე, უფრო კონკრეტულად კი მეკონდახე გახლდათ და მუშაობდა იმ დროისათვის მთელს ბრიტანეთში განთქმულ მეიარაღის ჯოზეფ მენტონის (Joseph Manton) სახელოსნოში. მალე ჯეიმსის სახელოსნომ მისი დამფუძნებლის და მთავარი მეიარაღის ნიჭის წყალობით უპირატესობა მოიპოვა მენტონის სახელოსნოზე და უკვე 1838 წელს დედოფალმა ვიქტორიამ შეიძინა პერდეს წყვილი პისტოლეტი, რაც თავისთავად უდიდეს აღიარებას ნიშნავდა. 1858 წელს მამისგან კომპანია გადმოიბარა შვილმა - ჯეიმს პერდე უმცროსმა. ამ უკანასკნელის სიცოცხლის განმავლობაში პერდემ კარდინალური ცვლილებები განიცადა, კერძოდ მისი ხელმძღვანელობით სწრაფად ვითარდებოდა და სრულყოფილებას განიცდიდა თოფებისა და შაშხანების როგორც გარეგნული იერსახე, ისე მექანიზმი. 1880 წლისათვის პერდემ გამოიგონა და წარმოებაში ჩაუშვა უჩახმახო, თვითგამხსნელი თოფები. დაახლოებით ამ პერიოდში იქმნება ამომგდები სისტემა, ე.წ. "ეჟექტორი"... 1900 წელს ატოლ პერდემ (Athol Purdey) მამისგან მემკვიდრეობით მიიღო კომპანიის ხელმძღვანელობა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში (1914-1918) ატოლის ვაჟებმა (ჯეიმსი და ტომი) მძიმე ჭრილობები მიიღეს საფრანგეთის ფრონტზე და მხოლოდ 20-იან წლებში შეუერთდნენ ფირმას, ხოლო საბოლოოდ 1929 წელს გადაიბარეს მამისგან იგი. საგულისხმოა რომ 1913 წელს პერდემ ვუდვარდის პატენტი (Woodward Patent) შეიძინა რომლითაც მას ნება ეძლეოდა გამოეშვა ბოკფლინტი. აღნიშნული პატენტის გამოყენება პერდემ 1949 წელს დაიწყო კომპანია "ვუდვარდისა და შვილების" (Woodward&Sons) ნებართვით. 1946 წელს პერდეს კომპანია გაიყიდა. იგი გადავიდა რიჩარდ ბიუმონტის (Richard Beaumont) ხელმძღვანელობაში, რომელიც 1970 წლამდე ედგა სათავეში კომპანიას. მიუხედავად ამისა, 1994 წლამდე პერდე მაინც რჩებოდა ამ გვარის წარმომადგენელთა საოჯახო კომპანიად. მოგვიანებით ბიუმონტი თავი გაანება კომპანიის ხელმძღვანელობას და იგი გადავიდა რიჩმონტის ჯგუფის (Richemont Group) ხელში. 2007 წლიდან პერდეს სათავეში უდგას ნიგელ ბიუმონტი (Nigel Beaumont), რომელმაც ამ თანამდებობაზე შეცვალა რიჩარდ პერდე. დღეისათვის პერდე უშვებს 12, 16, 20, 28 და .410 ყალიბის გლუვლულიან სანადირო თოფებს როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური შედუღების ლულებით, აგრეთვე ე.წ. შტუცერებსა და Bolt Action შაშხანებს შემდეგ ყალიბებში: 375, .470, .500, .577 და .600 ასე რომ, პერდე კვლავაც განაგრძობს თავის საქმიანობას - ტრადიციულად მხოლოდ ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობს და ისევ რჩება პლანეტის ხუთივე დასახლებულ კონტინენტზე მცხოვრები მონადირეების ოცნების იარაღად... ![]() გამოყენებულია მასალები პერდეს ოფიციალური სტატიიდან: www.purdey.com აგრეთვე საძიებო სისტემიდან google P.S. გარწმუნებთ ტექსტის მხატვრული გაფორმება მხოლოდ მე მეკუთვნის! ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ხომ ვთქვი წარმომადგენლობა არ იქნება თქო(ყოველ შემთხვევაში ვიცოდი რომ თოფები არ გაიყიდებიდა)
![]() ![]() ![]() ყოჩაღ აქტიურობისთვის მონადირე |
|
|
![]() ![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 22:37 |