ტექსტის კითხვადობის საკითხი, როგორ ვაქციოთ ჩვეულებრი ტექსტი ადვილად ამოსაკითხი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ტექსტის კითხვადობის საკითხი, როგორ ვაქციოთ ჩვეულებრი ტექსტი ადვილად ამოსაკითხი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
მეგობრებო,
გადავწყვიტე ამ საკითხს დავუთმო დამოუკიდებელი თემა. ჩვენი ფორუმი არის ტექსტური და საილუსტრაციო მასალებით ურთიერთობის საშუალება. ხშირად რეპორტებისა და მოხსენებების წერისას ჩვენს მიერ დადებული მასალა საკმაოდ დიდი მოცულობის გამოდის. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს შორის ყველა მოიწადინებს და წევრის მიერ მოწოდებულ მასალას სრულად გადაიკითხავს. ეს ხშირად გაუგებრობებსაც იწვევს. თუმცა ტექსტის არასრული გაცნობის ბრალი მხოლოდ მკითხველს არ ედება, ხშირ შემთხვევაში ეს ავტორის ბრალიც არის. მერწმუნეთ და ენდეთ ჩემ პროფ-გამოცდილებას, 15-20 სიტყვიანი სტრიქონი ადვილად წასაკითხი და აღსაქმელი მართლაც არ არის. ამიტომაც უმორჩილესად გთხოვთ, იხმარეთ ე.წ. "ენთერის" ღილაკი, რომელიც მარჯვენა ხელის ნეკის ქვეშ იმყოფება 7-8 სიტყვაში ერთხელ. ეს გაზრდის თქვენს მიერ დაწერილი ტექსტის წაკითხვის და მკაფიოდ აღქმის ხარისხსაც. და ბოლოს, ლირიული გადახვევა- ვართ უნიკალური ერი, გვაქვს საკუთარი დამწერლობა. საგანს, რომლიც განვიხილე ეწოდება ტიპოგრაფიკა, მთელს მსოფლიოში მას ხელოვნებას ადარებენ ის ერები რომლების საერთო დამწერლობით სარგებლობენ, ჩვენ კი ღვთის წყალობით საკუთარი ანბანი გაგვაჩნია და მას სამწუხაროდ ძალიან უხეშად ვეპყრობით. აქვე პატარა, მაგრამ სასარგებლო რჩევაა ყოველდღიური ცხოვრებისათვის: "ვორდში" ძირითადი ტექსტის აკრეფვისას, იხმარეთ მხოლოდ ნუსხური და არა მთავრული. ტექსტის აკრეფვის პარამეტრებში (ფონტის ზომა) გამოიყენეთ 10-12პტ. სტრიქონებს შორის კი ინტერლინიაჟი 1,5. ასე თქვენი საბუთი გაცილებით ადვილი საკითხავი და არადამღლელი იქნება ![]() პატივისცემითა და საკეთესო სურვილებით თქვენი გიგა ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
Davitus
რა არჩანს აბა მითხარი? რაც შეეხება სტრიქონშორის მანძილებს ეტყობა ყურადღებით არ კითხულობ, მე ვორდის მაგალითზე ვახსენე ამ პარამეტრების გამოყენების აუცილებლობა და არა ფორუმზე პოსტებზე! ახლა ჩემი ლაკონური პასუხი შენს ე.წ. შენიშვნაზე და ჩემ "არაკომპეტენტურობაზე" ტიპოგრაფიკისა თუ დიზაინის საკითხში. აიღე ნებისმიერი უცხოური თუ ადგილობრივი ყოველდღიური ან ყოველთვიური ჟურნალ-გაზეთი. ყურადღება მიაქციე გვერდის ფორმატს, გაჯერებულობას, სვეტების სიგანეს და სტრიქონშორის მანძილს... აგრეთვე ინტერნეტ-ბრაუზერს გააჩნია ფუნქცია Ctrl+, Ctrl- Ctrl 0 რაც გამოსახულებას ზრდის, ამცირებს ან დაჰყავს თავდაპირვალ ზომაზე. ახლა ჩემი კითხვა: როგორ აღიქმება პროგრამულად ყოველი გამოტოვებული სტრიქონი? მე გაგიზიარეთ კანონი, რომელისაც მე პირადათ ვიცავ ყოველი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით. თუ რამე შეკითხვა გაგიჩნდა - მომართე PM-ში და საერთოდ რა მიმართვის ფორმაა P.S-ში? |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st May 2025 - 06:43 |