ტექსტის კითხვადობის საკითხი, როგორ ვაქციოთ ჩვეულებრი ტექსტი ადვილად ამოსაკითხი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ტექსტის კითხვადობის საკითხი, როგორ ვაქციოთ ჩვეულებრი ტექსტი ადვილად ამოსაკითხი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
მეგობრებო,
გადავწყვიტე ამ საკითხს დავუთმო დამოუკიდებელი თემა. ჩვენი ფორუმი არის ტექსტური და საილუსტრაციო მასალებით ურთიერთობის საშუალება. ხშირად რეპორტებისა და მოხსენებების წერისას ჩვენს მიერ დადებული მასალა საკმაოდ დიდი მოცულობის გამოდის. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს შორის ყველა მოიწადინებს და წევრის მიერ მოწოდებულ მასალას სრულად გადაიკითხავს. ეს ხშირად გაუგებრობებსაც იწვევს. თუმცა ტექსტის არასრული გაცნობის ბრალი მხოლოდ მკითხველს არ ედება, ხშირ შემთხვევაში ეს ავტორის ბრალიც არის. მერწმუნეთ და ენდეთ ჩემ პროფ-გამოცდილებას, 15-20 სიტყვიანი სტრიქონი ადვილად წასაკითხი და აღსაქმელი მართლაც არ არის. ამიტომაც უმორჩილესად გთხოვთ, იხმარეთ ე.წ. "ენთერის" ღილაკი, რომელიც მარჯვენა ხელის ნეკის ქვეშ იმყოფება 7-8 სიტყვაში ერთხელ. ეს გაზრდის თქვენს მიერ დაწერილი ტექსტის წაკითხვის და მკაფიოდ აღქმის ხარისხსაც. და ბოლოს, ლირიული გადახვევა- ვართ უნიკალური ერი, გვაქვს საკუთარი დამწერლობა. საგანს, რომლიც განვიხილე ეწოდება ტიპოგრაფიკა, მთელს მსოფლიოში მას ხელოვნებას ადარებენ ის ერები რომლების საერთო დამწერლობით სარგებლობენ, ჩვენ კი ღვთის წყალობით საკუთარი ანბანი გაგვაჩნია და მას სამწუხაროდ ძალიან უხეშად ვეპყრობით. აქვე პატარა, მაგრამ სასარგებლო რჩევაა ყოველდღიური ცხოვრებისათვის: "ვორდში" ძირითადი ტექსტის აკრეფვისას, იხმარეთ მხოლოდ ნუსხური და არა მთავრული. ტექსტის აკრეფვის პარამეტრებში (ფონტის ზომა) გამოიყენეთ 10-12პტ. სტრიქონებს შორის კი ინტერლინიაჟი 1,5. ასე თქვენი საბუთი გაცილებით ადვილი საკითხავი და არადამღლელი იქნება ![]() პატივისცემითა და საკეთესო სურვილებით თქვენი გიგა ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
შალვა
მადლობა გაგებისათვის! ![]() §1. რაც უფრო მცირე კეგელის შრიფტს ვიყენებთ პოლიგრაფიაში, მით უფრო დაუშვებელია ამ შრიფტის ე.წ. "ბოლდ" გარნიტურის გამოყენება. §2. სასთაურო ანუ ასომთავრული შრიფტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სათაურებში და ლოზუნგებში მაქსიმუმ 5-6 სიტყვის მოცულობისა. §3. მსხვილი, დიდი ზომის და მთავრული შრიფტი სულაც არ ნიშნავს მაღალ კითხვადობისა და აღქმის ხარისხს. §4. შრიფტის მექანიკური გაწელვა ან დაბრტყელება უკიდურესად ცუდათ მოქმედებს შრიფტის აღქმადობაზე. §5. ნუსხური შრიფტის აღქმის სიჩქარე გაცილებით მაღალია მთავრულზე. §6. ერთ სახვით ზედაპირზე (პლაკატი, ბილბორდზე, ყდაზე) 2-ზე მეტი დეკორატიული შრიფტის გამოყენება მეტყველებს გამომცემლის უვიცობაზე! §7. ერთ სახვით ზედაპირზე 2-ზე მეტი სამუშაო შრიფტის სახეობის გამოყენებაც არ არის მიზანშეწონილი. არსებობს კიდევ სიმბოლოთა შორის მანძილის მცნება, ე.წ. კერნინგი და საკერნინგო წყვილები, მაგრამ ამას ვერც ფორუმზე და ვერც არაგრაფიკულ პროგრამაში ვერ გამოვიყენებთ. კერნინგი არის ასოებსშორის მანძილის რაციონალურ გამოყენებას (შედგმა). მაგ.: აზ, ლზ, ეზ, იზ, ხზ და მრავალი სხვა... ლათინურში კი : LT, AV, AY, LW, LO, AW, FJ და ასე შემდეგ. ამას ფორუმი ავტომატურად აკეთებს. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st May 2025 - 04:20 |