მგლები - პრობლემა #1 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მგლები - პრობლემა #1 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მეგობრებო,
ყველასთვის ცნობილია მგლების შემოსევების შესახებ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მთელი ზამთრის განმავლობაში, რასაც ასე თუ ისე ეძებნებოდა ლოგიკური ახსნა (დიდთოვლობა, ყინვები, საკვების სიმცირე+ომის ფაქტორი), მაგრამ ახლა უკვე ზაფხულის პერიოდში დაწყებულ "მგლურ რეიდებს" არ ვიცი რა ახსნა მოეძებნება. მე მაინტერესებს, იღებს თუ არა რაიმე ზომებს გარემოს დაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით და თუ იღებს, რაში მდგომარეობს ეს ზომები. და კიდევ - ჩვენ თუ შეგვიძლია დახმარება მოსახლეობისთვის? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ეგ ყველაფერი გასაგებია და მისასალმებელიც, მაგრამ ჩვენ მგონი არასწორად ვუდგებით საკითხს...იმ ქვეთავში(ბრაკონიერი) გარემოს დაცვის წარმომადგენელმა მოგვწერა, რომ მაგათ ევალებათ მგლის დაცვა და არა მოსპობა. ვინაიდან აშკარად მომრავლდა მტაცებელი....მგონი უკვე მუშაობენ ექსრერტები(და არა გდი) როდესაც ექსპერტების დასკვნა დაიდება...მერე მიიღებენ კანონს პარლამენტში და იმ კანონის აღსრულება დაევალება გარემოს დაცვას....ჩვენი დღევანდელი კანკნმდებლობა(მაგ კუთხით) პრაქტიკულად იგივეა რაც კომუნისტების დროს იყო(ჯერ არ შეუცვლიათ) ასე რომ..კარგი იქნება თუ ვინმე შემოგვეხმიანება იმ ექსპერტებიდან და გაგვარკვევს თუ რა მდგომარეობაა ამჟამად, თუ ხედვებსაც გაგვიზიარებს თუ რატომ არის შესანარჩუნებელი ესა თუ ის სახეობა...მთლად გადასარევი...თუ ისე მოხდა, რომ აქ არავინ შემოგვეხმიანა, ჩენ შევეხმიანოთ...(ვინმეს როგორ არ ეყოლება ნაცნობი) როდესაც მაგაში გავერკვევით, მერე უფრო სწორად შევხედავთ ვითარებას...
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th September 2025 - 05:45 |