ტექსტის კითხვადობის საკითხი, როგორ ვაქციოთ ჩვეულებრი ტექსტი ადვილად ამოსაკითხი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ტექსტის კითხვადობის საკითხი, როგორ ვაქციოთ ჩვეულებრი ტექსტი ადვილად ამოსაკითხი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
მეგობრებო,
გადავწყვიტე ამ საკითხს დავუთმო დამოუკიდებელი თემა. ჩვენი ფორუმი არის ტექსტური და საილუსტრაციო მასალებით ურთიერთობის საშუალება. ხშირად რეპორტებისა და მოხსენებების წერისას ჩვენს მიერ დადებული მასალა საკმაოდ დიდი მოცულობის გამოდის. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს შორის ყველა მოიწადინებს და წევრის მიერ მოწოდებულ მასალას სრულად გადაიკითხავს. ეს ხშირად გაუგებრობებსაც იწვევს. თუმცა ტექსტის არასრული გაცნობის ბრალი მხოლოდ მკითხველს არ ედება, ხშირ შემთხვევაში ეს ავტორის ბრალიც არის. მერწმუნეთ და ენდეთ ჩემ პროფ-გამოცდილებას, 15-20 სიტყვიანი სტრიქონი ადვილად წასაკითხი და აღსაქმელი მართლაც არ არის. ამიტომაც უმორჩილესად გთხოვთ, იხმარეთ ე.წ. "ენთერის" ღილაკი, რომელიც მარჯვენა ხელის ნეკის ქვეშ იმყოფება 7-8 სიტყვაში ერთხელ. ეს გაზრდის თქვენს მიერ დაწერილი ტექსტის წაკითხვის და მკაფიოდ აღქმის ხარისხსაც. და ბოლოს, ლირიული გადახვევა- ვართ უნიკალური ერი, გვაქვს საკუთარი დამწერლობა. საგანს, რომლიც განვიხილე ეწოდება ტიპოგრაფიკა, მთელს მსოფლიოში მას ხელოვნებას ადარებენ ის ერები რომლების საერთო დამწერლობით სარგებლობენ, ჩვენ კი ღვთის წყალობით საკუთარი ანბანი გაგვაჩნია და მას სამწუხაროდ ძალიან უხეშად ვეპყრობით. აქვე პატარა, მაგრამ სასარგებლო რჩევაა ყოველდღიური ცხოვრებისათვის: "ვორდში" ძირითადი ტექსტის აკრეფვისას, იხმარეთ მხოლოდ ნუსხური და არა მთავრული. ტექსტის აკრეფვის პარამეტრებში (ფონტის ზომა) გამოიყენეთ 10-12პტ. სტრიქონებს შორის კი ინტერლინიაჟი 1,5. ასე თქვენი საბუთი გაცილებით ადვილი საკითხავი და არადამღლელი იქნება ![]() პატივისცემითა და საკეთესო სურვილებით თქვენი გიგა ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
ლეკი
პირველი ილუსტრაცია არის ვორდის პარამეტრების ჩვენება. ინსტრუმენტების პანელების გაყოლებაზეა და იშლება ინტერაქტიულად. აქ არის განხილული სტრიქონშორის მანძილის პარამეტრები: Single spacing - 1 ზომის 1,5 spacing - 1.5 ზომის double spacing - ორმაგი სადაც ზომაში ნაგულისხმევია ძIრითადი ტექსტის ფონტის ზომა. თუ ძირითადი ტექსტი აკრეფილია მე12 კეგლით სტიქონშორის მანძილი დასაშვებია, რომ იყოს 12, 18 და შესაბამისად 24 პუნქტი (ანუ კეგელი). მე2 ილუსტრციაში მინდოდა მეკითხა თუ სად აღმოაჩინა დავითუსამ ჩემს მიერ დაშვებული შეცდომა, ანუ სად ვეწინააღმდეგები საკუთარ თავსა და მოხსენიებულ კანონებს... ფორუმის სატექსტო ფანჯარაში კი ე.წ. ინტერლინიაჟი თუ "სტრიქონშორისი" მანძილი ავტომატურია, მაგრამ რაც სტრიქონის სიგრძეს შეეხება ეს უკვე პოსტის ავტორზეა დამოკიდებული. დავითუსას მიერ ნახსენები ჯაჯასებური მეთოდი რაციონალური მართლაც არ არის. თუ ყველა წევრი დაიწყებს სტრიქონების გამოტოვებას, დაუფიქრდი, რა რესურსი გვეყოფა?! ![]() საკუთარი მოცულობა. მე პირადათ სტრიქონის გამოტოვებით ავღნიშნავ აზრობრივი დატვირთვის მქონე ტექსტურ ბლოკებს. იმის გამო რომ არ გაგვაჩნია აბზაცის სიმბოლო. |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი ![]() |
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th May 2025 - 23:55 |