ტექსტის კითხვადობის საკითხი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ტექსტის კითხვადობის საკითხი, როგორ ვაქციოთ ჩვეულებრი ტექსტი ადვილად ამოსაკითხი
919
პოსტი May 20 2010, 12:15
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



მეგობრებო,

გადავწყვიტე ამ საკითხს დავუთმო დამოუკიდებელი თემა.
ჩვენი ფორუმი არის ტექსტური და საილუსტრაციო მასალებით
ურთიერთობის საშუალება. ხშირად რეპორტებისა და მოხსენებების
წერისას ჩვენს მიერ დადებული მასალა საკმაოდ დიდი მოცულობის
გამოდის. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს შორის ყველა მოიწადინებს და
წევრის მიერ მოწოდებულ მასალას სრულად გადაიკითხავს.
ეს ხშირად გაუგებრობებსაც იწვევს. თუმცა ტექსტის არასრული გაცნობის
ბრალი მხოლოდ მკითხველს არ ედება, ხშირ შემთხვევაში ეს ავტორის
ბრალიც არის.
მერწმუნეთ და ენდეთ ჩემ პროფ-გამოცდილებას, 15-20 სიტყვიანი
სტრიქონი ადვილად წასაკითხი და აღსაქმელი მართლაც არ არის.


ამიტომაც უმორჩილესად გთხოვთ, იხმარეთ ე.წ. "ენთერის" ღილაკი,
რომელიც მარჯვენა ხელის ნეკის ქვეშ იმყოფება 7-8 სიტყვაში ერთხელ.
ეს გაზრდის თქვენს მიერ დაწერილი ტექსტის წაკითხვის და
მკაფიოდ აღქმის ხარისხსაც.


და ბოლოს, ლირიული გადახვევა- ვართ უნიკალური ერი, გვაქვს
საკუთარი დამწერლობა. საგანს, რომლიც განვიხილე ეწოდება ტიპოგრაფიკა,
მთელს მსოფლიოში მას ხელოვნებას ადარებენ ის ერები რომლების საერთო
დამწერლობით სარგებლობენ, ჩვენ კი ღვთის წყალობით საკუთარი ანბანი
გაგვაჩნია და მას სამწუხაროდ ძალიან უხეშად ვეპყრობით.

აქვე პატარა, მაგრამ სასარგებლო რჩევაა ყოველდღიური ცხოვრებისათვის:
"ვორდში" ძირითადი ტექსტის აკრეფვისას, იხმარეთ მხოლოდ ნუსხური
და არა მთავრული. ტექსტის აკრეფვის პარამეტრებში (ფონტის ზომა)
გამოიყენეთ 10-12პტ. სტრიქონებს შორის კი ინტერლინიაჟი 1,5. ასე თქვენი
საბუთი გაცილებით ადვილი საკითხავი და არადამღლელი იქნება newsmile05.gif

პატივისცემითა და საკეთესო სურვილებით
თქვენი გიგა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
Davitus
პოსტი May 22 2010, 10:48
პოსტი #2


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(Gigs13 @ 21st May 2010 - 14:55) *
Davitus

რა არჩანს აბა მითხარი?
რაც შეეხება სტრიქონშორის მანძილებს ეტყობა ყურადღებით არ კითხულობ,
მე ვორდის მაგალითზე ვახსენე ამ პარამეტრების გამოყენების აუცილებლობა
და არა ფორუმზე პოსტებზე!

ახლა ჩემი ლაკონური პასუხი შენს ე.წ. შენიშვნაზე და ჩემ "არაკომპეტენტურობაზე"
ტიპოგრაფიკისა თუ დიზაინის საკითხში. აიღე ნებისმიერი უცხოური თუ ადგილობრივი
ყოველდღიური ან ყოველთვიური ჟურნალ-გაზეთი.
ყურადღება მიაქციე გვერდის ფორმატს, გაჯერებულობას, სვეტების სიგანეს
და სტრიქონშორის მანძილს...
აგრეთვე ინტერნეტ-ბრაუზერს გააჩნია ფუნქცია Ctrl+, Ctrl- Ctrl 0
რაც გამოსახულებას ზრდის, ამცირებს ან დაჰყავს თავდაპირვალ ზომაზე.

ახლა ჩემი კითხვა: როგორ აღიქმება პროგრამულად ყოველი გამოტოვებული სტრიქონი?

მე გაგიზიარეთ კანონი, რომელისაც მე პირადათ ვიცავ ყოველი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით.



ვაღიარებ რომ მიმართვის ფორმა არ გამომივიდა კარგად, ჩემო გიგა წერილობით ტექსტს ხომ იცი რომ ინტონაციებს და ბევრ ეფექტს ვერ დაურთავ, არაკომპეტენტურობაში ნამდვილად ვერ დაგდებ ბრალს, იმიტომ რომ მაგ მხრივ ჩემზე და ბევრ აქ მყოფზე კომპეტენტური ხარ,

უბრალოდ, პირადად მე რომელი ფორმაც უფრო მანიჭებს სიამოვნნებას და ადვილად კითხვადს ხდის დიდი მასის ტექსტს, იმ ფორმას დავუჭირე მხარი, ვაღიარებ რომ უხეშად დაწერილი გამოვიდა, და შენს მიმართ მაგს საკითხის პროფესიონალიზმში ერთი წამიტაც არ მეპარება ეჭვი

კიდევ ერთხელ ვაღიარებ რომ არასწორი რაკურსით დავსვი ჩემი შენიშვნა-მოსაზრება newsmile05.gif

ხომ იცი ახლა რაფერ პატივს გცემ და სულ რომ არასწორი ვიყო ეგეთ პოსტს არ გაკადრებ ქვეშენიჭირიმე newsmile045.gif

ochom-dagchipos.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- 919   ტექსტის კითხვადობის საკითხი   May 20 2010, 12:15
- - ნოსო   RE: ტექსტის კითხვადობის საკითხი   May 20 2010, 12:27
- - ლეკი   RE: ტექსტის კითხვადობის საკითხი   May 20 2010, 12:34
- - Davitus   919 ისე, მე ყოველთვი...   May 21 2010, 00:03
- - 919   Davitus რა არჩანს აბა მ...   May 21 2010, 13:55
- - შალვა   გიგა კარგი რამე ვი...   May 21 2010, 14:23
- - 919   შალვა მადლობა გაგ...   May 21 2010, 15:03
- - 919   Davitus ნათელი ილუსტრა...   May 21 2010, 15:48
|- - ლეკი   ციტატა(919 @ May 21 2010, 16...   May 21 2010, 17:37
- - 919   ლეკი პირველი ილუს...   May 21 2010, 18:36
|- - ლეკი   ციტატა(919 @ May 21 2010, 19...   May 21 2010, 19:03
- - Davitus   ციტატა(Gigs13 @ 21st May 2010 ...   May 22 2010, 10:48
- - 919   Davitus მიღებულია ჩემო...   May 22 2010, 11:56
- - გოგა   Davitus რათ ვეკამათები...   May 22 2010, 19:40
- - 919   გოგა უკვე გავარკვ...   May 22 2010, 23:17
- - T A M P L I E R   გოგა ჯერ ერთი რო ა...   May 24 2010, 10:14
- - გოგა   T A M P L I E R წაუკიტხავი ...   May 24 2010, 17:17


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st May 2025 - 04:27