ფრინველების დახასიათება, სანადირო ფრინველები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ფრინველების დახასიათება, სანადირო ფრინველები |
May 27 2009, 20:51
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,031 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ამ თემაში ნუ მოვიკოჭლებთ აბა თქვენ იცით
![]() კავკასიური როჭო (Lyrurus mlokosiewiczi), ფრინველი როჭოსებრთა ოჯახისა. გავრცელებულია მთავარი კავკასიონის ქედსა და მცირე კავკასიონის ალპურ ველებზე ზღვის დონიდან 1500-3000 მ-მდე. ზამთარში ტყეს აფარებს თავს. მამალი კავკასიური როჭო შავია, კიდურა საჭის ბუმბული ქვემოთ აქვს მოხრილი. დედალი ჭრელია. ბუდეს მიწაზე იკეთებს. დებს 2-10 კვერცხს. იკვებება თესლით, კენკრით, ხილით, ნორჩი ყლორტებითა და ფოთლებით, ჭიებით, ლოკოკინებით. კავკასიური როჭო ჩვენი ფაუნის ძვირფასი წარმომადგენელია და მას ყველგან იცავენ. შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში". |
|
|
|
![]() |
Jun 19 2009, 19:33
პოსტი
#2
|
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
![]() ჩიბუხა (ბეკასი) ჩიბუხა გადამფრენ სასარგებლო ფრინველთა იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ნაწილობრივ ზამთრობენ. ადრე გაზაფხულზე ჩიბუხა ბრუნდება თავის სამშობლოში (ჩრდილოეთის ქვეყნებში), სახლდება ჭანჭრობში, ჭაობიან ჩირგვნარებში, ლერწამსა და სხვა მსგავს ადგილებში. აქ მამლები სატიხტაო ფრენას იწყებენ, რომელიც დიდხანს გრძელდება. ნორმალურად ჩიბუხა ღამის ცხოვრებას ეწევა, ხოლო ტიხტაობის დროს მისი ნახვა მთელი დღის მანძილზე შეიძლება. ჩიბუხა 4 კვერცხს დებს. ბარტყების გამოჩეკას 21 დღე სჭირდება. ბარტყების გამოზრდაში მამალი არავითარ მონაწილეობას არ ღებულობს და ტიხტაობის დამთავრების შემდეგ მალე შორდება დედალს. ჩიბუხას საკვებია: ჭიები, მწერები, მათი კვერცხები და ნაწილობრივ მცენარეთა კვირტებიც. საინტერესოა ჩიბუხას მიერ ნიადაგიდან საკვების მოპოვების ხერხი: იგი თავის გრძელ ნისკარტს მთლიანად არჭობს ნიადაგში და ნისკარტის წვერზე არსებულ მეტად შემგრძნობი ნერვული დაბოლოების დახმარებით ადვილად გრძნობს მიწაში მყოფ ცოცხალ არსებას (ჭიაყელას, მატლსა და სხვ.) რომელიც ნისკარტით ამოაქვს ნიადაგიდან. ჩიბუხა თავისი სწრაფი ფრენის გამო მეტად ძნელი მოსაპოვებელია და ამისათვის მასზე ნადირობა დიდ სპორტულ ინტერესს იწვევს. მის მოსაპოვებლად ხმარობენ 10-12 ნომერ საფანტს. ინფორმაცია აღებულია წიგნიდან 'მონადირის ცნობარი' გამომცემლობა ;საბჭოთა საქართველო; თბილისი- 1969 |
|
|
|
ლევანა90 ფრინველების დახასიათება May 27 2009, 20:51
დიტო ბოლოსადგისა იხვი
... Jun 3 2009, 16:50
ახოტნიკ მელოტა
საშუალო სიდ... Jun 17 2009, 10:47
ახოტნიკ ქედანი :
ქედნი მტრე... Jun 17 2009, 12:58
ზახარა ჭოვილო (დუპელი)
გა... Jun 18 2009, 23:09
მონადირე აი, მარტივად შეძლე... Jul 16 2009, 12:33
ზაზა აქ დავდებ იმ ფრინვ... Aug 12 2009, 14:16
ზაზა ჩიბუხა
ჩიბუხელა
... Aug 12 2009, 14:43
aragveli ფრინველთა მაქსიმა... Sep 9 2009, 12:50
ზახარა mtiuli_1
http://www.ochopintre.ge/forum/index.php... Jan 4 2016, 15:32![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th December 2025 - 14:50 |