უხა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
უხა |
May 25 2010, 21:18
პოსტი
#1
|
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 17 რეგისტრ.: 22-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
იქნებ ვინმემ აქ მყოფთაგან კარგი უხის რეცეპტი მითხრათ და რომელი თევზით არის უმჯობესი. ერთხელ ბათუმში ვჭამე უკრაინულ სამზარეულოში და იმის გემო დღესაც მახსოვს ლიმონი რომ ქონდა ეგ მახსოვს
|
|
|
|
![]() |
May 25 2010, 23:34
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga |
ოოოოოო!!!!
რა თემა, რა თემა?! რაც შეეხება კარგ უხას, უხის პირველი საიდუმლო არის რაოდენობა... თევზის ნაირასეობის რაოდენობა! რაც უფრო მეტი თევზია მით უფრო გემრიელია უხა. დავიწყოთ გლეხური უხით, რომელიც მე ძლიან მიყვარს: ამ ტიპის უხისათვის ვიყენებ მსხვილი თევზის თავებს, მაგალითად: ორაგული, ბელუგა, ლოქო, ზღვის ქორჭილა, ქარიყლაპია და ფარგა. დაიმახსოვრეთ პირველი წესი: თევზის გამოშიგნვისთანავე ძირიანად ვაშორებთ ლაყუჩებს, ეს არის თევზის ორგანოებიდან ყველაზე მალეფუჭებადი და ტოქსიკური ნაწილი! ვიღებთ 2 ბოლქვ ხახვს, 2-3 სტაფილოს, და 3-4 ცალ 4-ად გაჭრილ კარტოფილს, ნებისმიერ მწვანილს რომელსაც მზარეული ანიჭებს უპირატესობას ... თევზის თავებსა და კუდებს ვათავსევთ სუფთა წყლით გავსებულ ქვაბში, რომელსაც ვადგამთ საშუალო ცეცხლზე. 10-15 წუთში ვამატებთ კარტოფილს, სტაფილოს, მარილს, ხახვს, დაფნის ფოთოლს. წამოდუღების შემდეგ კი ვამატებთ სურნელოვან პილპილს. კერძი მზად არის კარტოფილის მოხარშვის თანავე. შეძლების და გვარად, დაამატეთ კაპერცები, ეს კენკრისებრი ზეთისხილისფერი ნაყოფია და აქვს მომჟავო გემო. კაპერცები იყიდება გუდვილში დაკონსერვებულ შუშის ქილებში - Capern აი ასეთი წარწერით. ეს დანამატი უხდება ძალიან ბევრ წვნიან კერძს. ხო ლიმონიც და ლაიმიც მაგარი საჭირო პროდუქტია! სიმართლე რომ ვთქვათ უხა ის კერძია, რომელიც იტანს იმპროვიზაციას. ურიგო არ არის რგოლებად დაჭრილი ზეთის ხილის ჩამატება სხვა და სხვა წვნიების ჩაყოლებით. აგრეთვე დასაშვებია წვრილად დაჭრილი დამარილებული ქაფშიის ჩამატებაც. "ბარსაკაია უხა" მზადდება ზუთხისებრთა წარმომადგენლებისგან. ბოსტნეული კომპონენტები წვრილად იჭრება და ბოლო ეტეპზე აბრეშუმის ქისაში დებენ 2-3 სუფრის კოვზ შავ ხიზილალას!!! მე არასოდეს მიჭამია. ამას იმისათვის აკეთებდნენ, რომ უხა ცრემლივით გამჭირვალე ყოფილ იყო... ამ ხიზილალას მერე გლეხებს უგდებდნენ!!! |
|
|
|
luk233 უხა May 25 2010, 21:18
Davitus თემა გადატანილია შ... May 25 2010, 21:38
luk233 ციტატა(919 @ May 26 2010, 00... May 26 2010, 16:03
Davitus 919
საღოლ, მომინდა გ... May 26 2010, 02:51
იკო1981 კაი უხა მართლა კაი... May 26 2010, 10:26
chubo კარასით თუ მზადდებ... Oct 7 2010, 01:44
ჭალიმგელა უხაზე თემა არსებობ... Oct 7 2010, 07:59
ვიტო ჭალიმგელა
სად არი... Oct 7 2010, 10:18
Power_VANO ვიტო
ჭალიმგელა მგ... Oct 24 2010, 21:33
ჭალიმგელა Power_VANO
არა ცალკე უხის... Oct 24 2010, 23:16![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2025 - 02:55 |