უხა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

luk233
პოსტი May 25 2010, 21:18
პოსტი #1


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 17
რეგისტრ.: 22-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



იქნებ ვინმემ აქ მყოფთაგან კარგი უხის რეცეპტი მითხრათ და რომელი თევზით არის უმჯობესი. ერთხელ ბათუმში ვჭამე უკრაინულ სამზარეულოში და იმის გემო დღესაც მახსოვს ლიმონი რომ ქონდა ეგ მახსოვს newsmile029.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
919
პოსტი May 25 2010, 23:34
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



ოოოოოო!!!!

რა თემა, რა თემა?!
რაც შეეხება კარგ უხას, უხის პირველი საიდუმლო არის რაოდენობა...
თევზის ნაირასეობის რაოდენობა! რაც უფრო მეტი თევზია მით უფრო
გემრიელია უხა.

დავიწყოთ გლეხური უხით, რომელიც მე ძლიან მიყვარს: ამ ტიპის უხისათვის
ვიყენებ მსხვილი თევზის თავებს, მაგალითად: ორაგული, ბელუგა, ლოქო,
ზღვის ქორჭილა, ქარიყლაპია და ფარგა.

დაიმახსოვრეთ პირველი წესი: თევზის გამოშიგნვისთანავე ძირიანად ვაშორებთ
ლაყუჩებს, ეს არის თევზის ორგანოებიდან ყველაზე მალეფუჭებადი
და ტოქსიკური ნაწილი!
ვიღებთ 2 ბოლქვ ხახვს, 2-3 სტაფილოს, და 3-4 ცალ 4-ად გაჭრილ
კარტოფილს, ნებისმიერ მწვანილს რომელსაც მზარეული ანიჭებს უპირატესობას ...
თევზის თავებსა და კუდებს ვათავსევთ სუფთა წყლით გავსებულ ქვაბში, რომელსაც
ვადგამთ საშუალო ცეცხლზე. 10-15 წუთში ვამატებთ კარტოფილს, სტაფილოს,
მარილს, ხახვს, დაფნის ფოთოლს. წამოდუღების შემდეგ კი ვამატებთ
სურნელოვან პილპილს.
კერძი მზად არის კარტოფილის მოხარშვის თანავე.
შეძლების და გვარად, დაამატეთ კაპერცები, ეს კენკრისებრი ზეთისხილისფერი
ნაყოფია და აქვს მომჟავო გემო. კაპერცები იყიდება გუდვილში დაკონსერვებულ
შუშის ქილებში - Capern აი ასეთი წარწერით. ეს დანამატი უხდება ძალიან ბევრ
წვნიან კერძს. ხო ლიმონიც და ლაიმიც მაგარი საჭირო პროდუქტია!

სიმართლე რომ ვთქვათ უხა ის კერძია, რომელიც იტანს იმპროვიზაციას.
ურიგო არ არის რგოლებად დაჭრილი ზეთის ხილის ჩამატება სხვა და სხვა წვნიების
ჩაყოლებით. აგრეთვე დასაშვებია წვრილად დაჭრილი დამარილებული ქაფშიის ჩამატებაც.

"ბარსაკაია უხა" მზადდება ზუთხისებრთა წარმომადგენლებისგან. ბოსტნეული
კომპონენტები წვრილად იჭრება და ბოლო ეტეპზე აბრეშუმის ქისაში დებენ 2-3
სუფრის კოვზ შავ ხიზილალას!!! მე არასოდეს მიჭამია. ამას იმისათვის აკეთებდნენ,
რომ უხა ცრემლივით გამჭირვალე ყოფილ იყო... ამ ხიზილალას მერე
გლეხებს უგდებდნენ!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
luk233
პოსტი May 26 2010, 16:03
პოსტი #3


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 17
რეგისტრ.: 22-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(919 @ May 26 2010, 00:34) *
ოოოოოო!!!!

რა თემა, რა თემა?!
რაც შეეხება კარგ უხას, უხის პირველი საიდუმლო არის რაოდენობა...
თევზის ნაირასეობის რაოდენობა! რაც უფრო მეტი თევზია მით უფრო
გემრიელია უხა.

დავიწყოთ გლეხური უხით, რომელიც მე ძლიან მიყვარს: ამ ტიპის უხისათვის
ვიყენებ მსხვილი თევზის თავებს, მაგალითად: ორაგული, ბელუგა, ლოქო,
ზღვის ქორჭილა, ქარიყლაპია და ფარგა.

დაიმახსოვრეთ პირველი წესი: თევზის გამოშიგნვისთანავე ძირიანად ვაშორებთ
ლაყუჩებს, ეს არის თევზის ორგანოებიდან ყველაზე მალეფუჭებადი
და ტოქსიკური ნაწილი!
ვიღებთ 2 ბოლქვ ხახვს, 2-3 სტაფილოს, და 3-4 ცალ 4-ად გაჭრილ
კარტოფილს, ნებისმიერ მწვანილს რომელსაც მზარეული ანიჭებს უპირატესობას ...
თევზის თავებსა და კუდებს ვათავსევთ სუფთა წყლით გავსებულ ქვაბში, რომელსაც
ვადგამთ საშუალო ცეცხლზე. 10-15 წუთში ვამატებთ კარტოფილს, სტაფილოს,
მარილს, ხახვს, დაფნის ფოთოლს. წამოდუღების შემდეგ კი ვამატებთ
სურნელოვან პილპილს.
კერძი მზად არის კარტოფილის მოხარშვის თანავე.
შეძლების და გვარად, დაამატეთ კაპერცები, ეს კენკრისებრი ზეთისხილისფერი
ნაყოფია და აქვს მომჟავო გემო. კაპერცები იყიდება გუდვილში დაკონსერვებულ
შუშის ქილებში - Capern აი ასეთი წარწერით. ეს დანამატი უხდება ძალიან ბევრ
წვნიან კერძს. ხო ლიმონიც და ლაიმიც მაგარი საჭირო პროდუქტია!

სიმართლე რომ ვთქვათ უხა ის კერძია, რომელიც იტანს იმპროვიზაციას.
ურიგო არ არის რგოლებად დაჭრილი ზეთის ხილის ჩამატება სხვა და სხვა წვნიების
ჩაყოლებით. აგრეთვე დასაშვებია წვრილად დაჭრილი დამარილებული ქაფშიის ჩამატებაც.

"ბარსაკაია უხა" მზადდება ზუთხისებრთა წარმომადგენლებისგან. ბოსტნეული
კომპონენტები წვრილად იჭრება და ბოლო ეტეპზე აბრეშუმის ქისაში დებენ 2-3
სუფრის კოვზ შავ ხიზილალას!!! მე არასოდეს მიჭამია. ამას იმისათვის აკეთებდნენ,
რომ უხა ცრემლივით გამჭირვალე ყოფილ იყო... ამ ხიზილალას მერე
გლეხებს უგდებდნენ!!!







მართლა კაი იქნება ნერწყვები წამომივიდა ამას ნაღდად გავაკეთებ ამ დღეებში small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th June 2025 - 08:40