მღრღნელები, დახასიათება  | 
	 
	 
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
| 
 | 
მღრღნელები, დახასიათება  | 
	 
	 
			
			  May 27 2010, 19:01
			
				 პოსტი
					#1
					
				
			 
		 | 
	|
| 
        	
				
        			 ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი  | 
       
			
			![]() მთიური ბრუცა – Spalax Leucodon ეკუთვნის ბრუცების ოჯახს აღწერილობა : უფრო პატარაა , ვიდრე გიგანტური და ჩვეულებრივი ბრუცები. სხეულის სიგრძე აღწევს 230 მმ –ს , ტერფისა 28 მმ , ზურგის მხარე შეფერილია მოვერცხლისფრო მუქად. გავრცელება : შუა ევროპის სამხრეთი , მოლდავეთი და მასთან მიმდებარე უკრაინის ნაწილი , მცირე აზია , ამიერკავკასია , საქართველოში ახალქალაქის , ასპინძისა და წალკის რაიონები. ცხოვრების ნირი : მთის ველების ტიპიური , სახლდება ჩვეულებრივ მთების ფერდობებზე. ხშირად გვხვდება თავთავიანი კულტურების , ჭარხლისა და კარტოფილის ნათესებში. იკვებება ფესვებით , ფესურებით , ბოლქვებით , ტუბერებით, ჭამს მცენარის მიწისზედა ნაწილებსაც. მრავლდება წელიადში ერთჯერ , მარტიდან – ივნისამდე , შობს 2 –4 ნაშიერს. სამეურნეო მნიშვნელობა: სოროების თხრისას აზიანებს მცენარეთა მიწის ქვეშა ნაწილებს , ხოლო ამ დროს მიწის ზედაპირზე წარმოქმნილი მიწის გროვები ხელს უშლიან თივის აღებასა და სხვა სამუშაოთა შესრულებას. აგროვებს საკვების დიდ მარაგს; მაგალითად , მიწისქვეშა საკუჭნაოში გვხვდება 10– 15 კგ მომარაგებული კარტოფილი და ჭარხალი. ეს იმის მაჩვენებელია , რომ ბრუცა მნიშვნელოვან ზარალს აყენებს სოფლის მეურნეობას . ბეწვის მდარე ხარისხის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. ![]() კავკასიური თაგვანა – Sicista caucasica ეკუთვნის თაგვანასებრთა ოჯახს. აღწერილობა: ძალიან მცირე ზომის მღრღნელია, სხეულის სიგრძე აღწევს 70 მმ–ს, კუდი სხეულზე გრძელია , მისი სიგრძე აღწევს 115 მმ–ს. ყურის სიგრძე 12 მმ , ტერფისა 18 მმ – მდე . კავკასიური თაგვანა მკვეთრად განსხვავდება ამავე გვარში შემავალი დანარჩენი სახეობებისაგან იმით , რომ ძურგის შეფერილობა ერთგვაროვანია ჩალისფერ–მურადან ყავისფერ–ჟანგისფერამდე , ამასთან ზურგზე მუქი ზოლი არა აქვს. გავრცელება: კავკასია. საქართველოში გვხვდება დიდი კავკასიონის დასავლეთ ნაწილში და მცირე კავკასიონზე. ბინადრობს მთების შუა და ზედა ზოლში , მცირერიცხოვანი სახეობაა.  | 
	
| 
			
			 | 
	|
![]()  | 
	
			
			  May 27 2010, 23:07
			
				 პოსტი
					#2
					
				
			 
		 | 
	|
| 
        	
				
        			 ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი  | 
       
			
			![]() რუხი ვირთაგვა – Rattus nervegicus ეკუთვნის თაგვების ოჯახს. აღერილობა : სხეულის სიგრძე აღწევს 270 მმ–ს , კუდის 190 მმ, ყურის 22მმ , ტერფის 47მმ, სხეულის წონა 522 გ –მდე. შეფერილობა ზურგის რუხი – მურაა მოქარცო ელფერით , მუცლის რუხი, გვხვდება გარდამავალი შეფერილობის მქონე ეგზემპლარებიც. გავრცელება : სინანთროპული ფორმაა , გავრცელებულია დედამიწაზე თითქმის ყველგან, მაგრამ არ გვხვდება უკიდურეს ჩრდილოეთზე , უკიდურეს სამხრეთზე, ტუნდრაში, ტაიგაში, ნახევარუდაბნოებსა და უდაბნოებში. საქართველოში არის თითქმის ყველგან, მაგრამ დასახლების სიმჭიდროვე უფრო მეტია დასავლეთ საქართველოში. ცხოვრების ნირი : ადამიანის საცხოვრებელი ბინებისა და სამეურნეო ნაგებობების ბინადარია , მაგრამ ჩვენში გვხვდება აგრეთვე ბუნებრივ პირობებშიც: ბაღებში , სიმინდის ნათესებში , მდინარეებისა და არხების ნაპირებზე, ცოცხალი რობეების გასწვრივ. ჭამს მრავალნაირ საკვებს : მარცვალს , ნაირგვარ ხილს , ბოსტნეულს , სიმინდის ჭყინტ ტაროებს; იკვებება აგრეთვე ამფიბიებით , ფრინველთა ბარტყებით და წიწილებით , მოლუსკებით და სხვ... სამეურნეო მნიშვნელობა : ანადგურებს საკვები პროდუქტების მარაგს , აფუჭებს ავეჯსა და სხვა საოჯახო ნივთებს, აზიანებს სასოფლო – სამეურნეო მცენარეებს , ჭამს წიწილებს. სხვადასხვა დაავადებათა მტარებელია და გამავრცელებელი. ![]() ![]() შავი ვირთაგვა – Rattus rattus თაგვისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. აღწერილობა : სხეულის სიგრძე 225 მმ –მდეა , კუდის 247 მმ , ყურის 28 მმ, ტერფის 41მმ. შეფერილობა ზურგის მხარეზე შავიდან რუხ–მურამდე ცვალებადობს , მუცლის მხარეზე მუქი – რუხი ფერიდან მოყვითალო თეთრამდე. გავრცელება : სპორადულად გავცელებულია დედამიწაზე ყველგან . საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან , მეტწილად ბონებრივ პირობებში. საქართველოში ორი ქვესახეობაა : R.r alexandrinus და R.r. rattus. ცხოვრების ნირი : ისეთივეა , როგორც რუხი ვირთაგვისა , მაგრამ ეს სახეობა უკანასკნელისაგან განსხვავდება ნაკლები ნაყოფიერებით : ერთჯერზე შობს 2–8 ნაშიერს. სამეურნეო მნიშვნელობა : ანადგურებს და აფუჭებს საკვები პროდუქტების მარაგს , აზიანებს საოჯახო ნივთებს. ნაგებობების გარეთ ზიანს აყენებს ხეხილის ბაღებსა და ბოსტნებს. ინფექციურ დაავადებათა გამავრცელებელია და მტარებელი. ![]() სახლის თაგვი – Mus musculus ეკუთვნის თაგვისებრთა ოჯახს . სახეობას ახასიათებს დიდი გეოგრაფიული ცვალებადობა. ყოფილ საბჭოთა კავშირში არსებობს 5 ქვესახეობა . საქართველოში , ტიპიური სახეობის გარდა , არის კიდევ ქვესახეობა ველის თაგვი – M.m tataricus. აღწერილობა : სხეულის სიგრძე აღწევს 111 მმ–ს , კუდის 105 მმ , ყურის 17მმ , ტერფის აე აღემატება 19 მმ . შეფერილობა ძლერ ცვალებადია თითქმის შავ ფერიდან მოჩალისფრო რუხ ფერამდე , ზურგის მხარეზე და შავი ფერიდან სუფთა თეთრ ფერამდე მუცლის მხარეზე. გავრცელება : ბინადრობს დედამიწაზე თითქმის ყველგან , უკიდურესი ჩრდილოეთისა და უდაბნოების გარდა . საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან 2400 მეტრის სიმაღლემდე ზღვის დონიდან. ცხოვრების ნირი : ტიპიური სინანთროპული ცხოველია . ბინადრობს საცხოვრებელ ბინებში , სარდაფებში , ბოსლებში , და სხვა ნაგებობებში . ხშირად გვხვდება ბუნებაში : ხორბლის , ჭარხლის , კარტოფილის ნათესებში , სადაც თხრის სოროებს ან იკავებს მემინდვრიების მიერ მიტოვებულ სოროებს . იკვებება როგორც მცენარეული , ისე ცხოველური საკვებით ; უპირატესობას აძლევს თესლებსა და ნაყოფებს . იმარაგებს სოროებში საკვებს. ადამიანის საცხოვრებელ ბინებში მრავლდება მთელი წლის განმავლობაში და ასწრებს 4–5 ნაყარის მოცემას , რომელთაგან თითოეულში 5–10 ნაშიერია. სქესობრივ სიწიფეს აღწევს 2 თვის ასაკში. ღია ბუნების პირობებში ინტენსიური გამრავლება ემთხვევა წლის თბილ პერიოდს გაზაფხულსა და შემოდგომას , ხოლო ზამთარში გამრავლება დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება. სამეურნეო მნიშვნელობა : პროდუქტების მარაგის განადგურებითა და სასოფლო–სამეურნეო მცენარეების დაზიანებით ზარალს აყენებს სახალხო მეურნეობას . ინფექციურ დაავადებათა გამავრცელებელია და მტარებელი.  | 
	
| 
			
			 | 
	|
 ზახარა   მღრღნელები   May 27 2010, 19:01
 
 ზახარა   ჩია თაგვი –  Micromus minutus
 ...   May 28 2010, 19:29
 
 ზახარა   მცირეაზიური ტყის თ...   May 30 2010, 09:32
 
 ზახარა   ამიერკავკასიური ზ...   May 30 2010, 23:10
 
 ზახარა   მცირეაზიური მექვი...   Jun 11 2010, 07:45
 
 ზახარა   ქარცი მემინდვრია - C...   Jun 11 2010, 18:28
 
 ზახარა   კავკასიური თოვლა მ...   Jun 12 2010, 08:32
 
 ზახარა   პრომეთესეული მემი...   Jun 12 2010, 18:52
 
 ზახარა   წითელქუდა მექვიში...   Jun 13 2010, 13:50
 
 ზახარა   რობერტისეული ანუ მ...   Jun 15 2010, 07:38
 
 ზახარა   საზოგადოებრივი მე...   Jun 16 2010, 20:58
 
 ზახარა   ალპური თოვლა მემინ...   Jun 18 2010, 18:20![]() ![]()  | 
	
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th November 2025 - 15:06 |