მღრღნელები, დახასიათება  | 
	 
	 
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
| 
 | 
მღრღნელები, დახასიათება  | 
	 
	 
			
			  May 27 2010, 19:01
			
				 პოსტი
					#1
					
				
			 
		 | 
	|
| 
        	
				
        			 ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი  | 
       
			
			![]() მთიური ბრუცა – Spalax Leucodon ეკუთვნის ბრუცების ოჯახს აღწერილობა : უფრო პატარაა , ვიდრე გიგანტური და ჩვეულებრივი ბრუცები. სხეულის სიგრძე აღწევს 230 მმ –ს , ტერფისა 28 მმ , ზურგის მხარე შეფერილია მოვერცხლისფრო მუქად. გავრცელება : შუა ევროპის სამხრეთი , მოლდავეთი და მასთან მიმდებარე უკრაინის ნაწილი , მცირე აზია , ამიერკავკასია , საქართველოში ახალქალაქის , ასპინძისა და წალკის რაიონები. ცხოვრების ნირი : მთის ველების ტიპიური , სახლდება ჩვეულებრივ მთების ფერდობებზე. ხშირად გვხვდება თავთავიანი კულტურების , ჭარხლისა და კარტოფილის ნათესებში. იკვებება ფესვებით , ფესურებით , ბოლქვებით , ტუბერებით, ჭამს მცენარის მიწისზედა ნაწილებსაც. მრავლდება წელიადში ერთჯერ , მარტიდან – ივნისამდე , შობს 2 –4 ნაშიერს. სამეურნეო მნიშვნელობა: სოროების თხრისას აზიანებს მცენარეთა მიწის ქვეშა ნაწილებს , ხოლო ამ დროს მიწის ზედაპირზე წარმოქმნილი მიწის გროვები ხელს უშლიან თივის აღებასა და სხვა სამუშაოთა შესრულებას. აგროვებს საკვების დიდ მარაგს; მაგალითად , მიწისქვეშა საკუჭნაოში გვხვდება 10– 15 კგ მომარაგებული კარტოფილი და ჭარხალი. ეს იმის მაჩვენებელია , რომ ბრუცა მნიშვნელოვან ზარალს აყენებს სოფლის მეურნეობას . ბეწვის მდარე ხარისხის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. ![]() კავკასიური თაგვანა – Sicista caucasica ეკუთვნის თაგვანასებრთა ოჯახს. აღწერილობა: ძალიან მცირე ზომის მღრღნელია, სხეულის სიგრძე აღწევს 70 მმ–ს, კუდი სხეულზე გრძელია , მისი სიგრძე აღწევს 115 მმ–ს. ყურის სიგრძე 12 მმ , ტერფისა 18 მმ – მდე . კავკასიური თაგვანა მკვეთრად განსხვავდება ამავე გვარში შემავალი დანარჩენი სახეობებისაგან იმით , რომ ძურგის შეფერილობა ერთგვაროვანია ჩალისფერ–მურადან ყავისფერ–ჟანგისფერამდე , ამასთან ზურგზე მუქი ზოლი არა აქვს. გავრცელება: კავკასია. საქართველოში გვხვდება დიდი კავკასიონის დასავლეთ ნაწილში და მცირე კავკასიონზე. ბინადრობს მთების შუა და ზედა ზოლში , მცირერიცხოვანი სახეობაა.  | 
	
| 
			
			 | 
	|
![]()  | 
	
			
			  May 28 2010, 19:29
			
				 პოსტი
					#2
					
				
			 
		 | 
	|
| 
        	
				
        			 ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი  | 
       
			
			![]() ჩია თაგვი – Micromus minutus ეკუთვნის თაგვისებრთა ოჯახს. აღწერილობა : მცირე ზომის თაგვია . სხეულის სიგრძე აღწევს 70 მმ –ს , კუდის სიგრძე სხეულის სიგრძის ტოლია ან , ჩვეულებრივად რამდენადმე ნაკლებია , ყურები მოკლეა . ყურების ნიჟარის შიგნითა ზედაპირზე კანის ნაკეცია , რომელსაც შეუძლია დახუროს სმენის ხვრელი. უკანა ფეხების ტერფის სიგრძე აღწევს 16 მმ –ს . ბეწვის შეფერილობა ცვალებადია , ზურგის მხარეზე ის ჩვეულებრივად მოყვითალო – მურაა , ხოლო მუცელზე თეთრი. გავრცელება : ევროპა , აზია , ამიერკავკასიაში : შავი ზღვის სანაპირო საქართველოს რესპუბლიკის ჩრდილოეთი საზღვრიდან სამხრეთით – სოხუმამდე და კასპიის ზღვის სანაპირო აზერბაიჯანის ტერიტორიის ფარგლებში. ცხოვრების ნირი : ღია ლანდშაფტების ბინადარია; ბინადრობს მაღალი ბალახითა და ბუჩქებით დაფარულ მინდვრებში. ხშირად გვხვდება დამუშავებულ მინდვრებში , მაღალი ბალახით დაფარულ მიჯნებსა და გზის პირებზე . იკვებება მრავალნაირი მცენარეების თესლებითა და მწვანე ნაწილებით , სასოფლო – სამეურნეო მარცვლოვანი და პარკოსანი მცენარეების ნაყოფითა და თესლებით . მრავლდება წლის თბილ დროს და ასწრებს წელიწადში 4 ნაყარის მოცემას . თითოეულ ნაყარში რვამდე ნაშიერია . მაკეობა 18 –20 დღეს გრძელდება . სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 1,5 თვის ასაკში. სამეურნეო მნიშვნელობა : აზიანებს მარცვლოვანი და პარკოსანი მცენარეების ნათესებს , განსაკუთრებიტ მასობრივი გამრავლების წლებში. ![]() მინდვრის თაგვი - Apodemus agrarius ეკუთვნის თაგვისებრთა ოჯახს. აღწერილობა : სხვა თაგვებისაგან მკვეთრად განსხვავდება იმით , რომ ზურგზე შავი ან ყავისფერი – შავი ზოლი გასდევს . სხეულის სიგრძე 125 მმ –ს აღწევს , კუდის 90 მმ , ყურის 13 მმ , უკანა ფეხების ტერფისა 22 მმ . ბეწვის უხეშია ,მისი შეფერილობა სხეულის ზედა მხარეზე მოქარცისფრო – მურაა , მუცელზე თეთრი . წინა კიდურთა შორის ლაქა არ გააჩნია ; ამით ეს სახეობა განსხვავდება გვარის სხვა სახეობებისაგან . გავრცელება : ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში , ჩინეთის ჩრდილოეთ – აღმოსავლეთ ნაწილში , კორეის ნახევარკუნძულზე . ევროპული ნაწილი , (ტაიგის და ტუნდრის გარდა ) , შუა და ქვემო ურალი , ჩრდილო კავკასია , ჩრდილო და აღმოსავლეთ ყაზახეთი , შორეული აღმოსავლეთი . საქართველოში შავი ზღვის სანაპირო სოხუმიდან ჩრდილოეთით. ცხოვრების ნირი : ტყისა და ტყე – ველის ტიპიური ბინადარია , თუმცა ველის ზონაშიც გვხვდება . სახლდება ჩვეულებრივად ბუჩქნარებში , სხვადასხვა მცენარეთა (მაგალითად მანდარინის) პლანტაციებში , მარცვლოვანთა ნათესებში . აღნიშნულია საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობებში შეღწევის შემთხვევები . იკვებება ძირითად მარცვლოვან და სხვა მცენარეთა ვეგეტატიური ნაწილებითა და თესლებით , კენკრით , ხილით ; შემჩნეულია რომ ჭამს მწერებსაც . წელიწადში იძლევა 4 –5 ნაყარს ; ერთ ჯერზე შობს 3–7 ნაშიერს . მაკეობის ხანგრძლივობა 22 დღემდეა . სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3თვის ასაკში . ცხოვრობს ნიადაგში გათხრილ მარტივ სოროში , რომელსაც 3 –4 გამოსასვლელი ხვრელი აქვს . სამეურნეო მნიშვნელობა : საგრძნობლად აზიანებს სასოფლო – სამეურნეო მცენარეების ნათესებს , ხეხილის ბაღებს , ქარსაცავ ნარგავებს და ტყის ჯიშთა სანერგეებს.  | 
	
| 
			
			 | 
	|
 ზახარა   მღრღნელები   May 27 2010, 19:01
 
 ზახარა   რუხი ვირთაგვა – Rattus n...   May 27 2010, 23:07
 
 ზახარა   მცირეაზიური ტყის თ...   May 30 2010, 09:32
 
 ზახარა   ამიერკავკასიური ზ...   May 30 2010, 23:10
 
 ზახარა   მცირეაზიური მექვი...   Jun 11 2010, 07:45
 
 ზახარა   ქარცი მემინდვრია - C...   Jun 11 2010, 18:28
 
 ზახარა   კავკასიური თოვლა მ...   Jun 12 2010, 08:32
 
 ზახარა   პრომეთესეული მემი...   Jun 12 2010, 18:52
 
 ზახარა   წითელქუდა მექვიში...   Jun 13 2010, 13:50
 
 ზახარა   რობერტისეული ანუ მ...   Jun 15 2010, 07:38
 
 ზახარა   საზოგადოებრივი მე...   Jun 16 2010, 20:58
 
 ზახარა   ალპური თოვლა მემინ...   Jun 18 2010, 18:20![]() ![]()  | 
	
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th November 2025 - 15:06 |