"ტოზ" - 34 ( ТОЗ - 34) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
"ტოზ" - 34 ( ТОЗ - 34) |
![]()
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
სანადირო გლუვლულიანი თოფი ლულების ვერტიკალური განლაგგებით, დაპროექტებულია კონსტრუქტორ კოროვიაკოვის მიერ 1965 წელს მაგრამ წარმოება დაიყო მხოლოდ 1969 წლიდან, მანადე გამოდიოდა ერთეულ ეგზემპლარებად.
![]() კალიბრი ძირითადად12 და 28 მაგრამ მცირე რაოდენობით ასევე 20 და 32.თოფის წონა პლასტმასის ამორტიზატორიტ(ე.წ. "პიჩით" )3,200კგ, რეზინის ამორტიზატორით კი 3,300. 28კალიბრის თოფის შემთხვევაში წონა 3,100კგ- მდე. ცევიო(ტიპჟირი) არ იხსნება, მიმაგრებულია ლულებზე სახრახნისებით. ![]() თოფს გააჩნია ჩახმახების შეყენების მაშვენებლები ![]() სამიზნე თამასა ჩვეულებრივი ან გამაგრილებელი ჭრილებით .კონდახი ძირითადად წიფლის და არყის ხის, იშვიათად კაკლის, კონდახის ტიპი პისტოლეტური იშვიათად ინგლისური. (რაც ჩემი აზრიტ ძალიან ელეგანტურია კონკრეტულად ამ თოფზე) ![]() 12 კალიბრის ლულების სიგრძე 720-750მმ, 28 კალიბრისთვის კი 660 - 675მმ, სავაზნე 70მმ. სავაზნე და ლულები ქრომირებული, საშუალო მაქსიმალური წნევა 663კგწ/სმ კვადრატზე (700მდე). 28 კალიბრის თოფს იგივე სიმაღლის კალაპოტი და ლულები აქვს(ანუ ლულებიც უფრო მსხვილი ) რაც უაზროდ ამძიმებს თოფს, მაგრამ ამვდროულად საშუალებას გვაძლევს, 28კალიბრის თოფიდან გავისროლოთ გაძლიერებული მუხტისა და ჭურვის მქონე ვაზნები(მაგნუმის მსგავსად) თვალსაჩინოებისათვის დენთის მასა 2 გრამი დენთ "სოკოლის" შემთხვევაში. ლულის შიდა დიამეტრი 18,5მმ. ლულის შევიწროება როგორც ასეთი 0,5 - 1,00მმ მდე, მაგრამ რეაულრად შეიძლება შეგვხვდეს 0,5 დან 1,3მმ-მდე!! სასხლეტ დამცემი მექანიზმი(სდმ) ჩახმახები ნემსებისგან ცალკეა დამზადებული, საბრძოლო ზამბარა "უადგილო" დაუხვეწავი მდებარეიბისაა რაც მის რესურსზე მოქმედებს უარყოფითად. ძირითადად თოფზე ყენდება ექსტაქტორი მაგრამ არის ეჟექტორიანი ვარიანტიც ინდექსით ტოზ 34E, ხოლო 34EP რეზინის ამორტიზატორით. ტოზ- 34 ის ბაზაზე გაკეთებულია სპორტული თოფი TO3- 57K მრგვალი სტენდისთვისლულების სიგრძე 680მმ, ლულის ბოლოში გაგანიერებით, პერფორირებული ცევიოთი. სასანგრე სტენდისთვის კი ინდექსით TO3- 57-T , ლულების სიგრძე 750მმ, ჩოკური შევიწროება ჩოკები 1,00მმ - 1,30მმ. მასა 3,600 დან 3,800 მდე ![]() ტოზ - 34 -ის ბაზაზე შეიქმნა და გამოდიოდა კომბინირებული თოფი ტოზ 34-5,6/20 ზედა მრგვალი ანთების ვაზნაზე (22LR) ქვედა ლულა კი 20კალიბრის, მიზანი იყო სარეწაო ნადირობები.. და თოფი ტოზ -34-5,6/28 წონა მაქსიმუმ 2800გრ. ტოზ 34 ის ბაზაზე შეიქმნა შტუცერი ტოზ 55"ზუბრი" (დომბა) "ტოზის" სიამაყე!. თავიდანვე გათვლილი იყო მსხვილ ნადირზე სანადიროდ, მასში გამოიყენეს რუსეთში ერთად ერთი მსხვილი კალიბრი 9# 53(9,3) მაგრამ თოფი მზადდებოდა საცალო ეგზემპლარებად და რიგით მონადირეებთან იშვიათად აღწევდა ![]() წარმოების პირველ წლებში გამოდიოდა ვაზნაზე 9,3# 74, დამკვეთის მიხედვით შეიძლებოდა ნებისმიერი წყვილი ლულა გამოეყოლებინათ, "ზუბრს" აქვს მოდიფიკაციებიTO3- 55-1 კლასიკური შტუცერი, ორივე ლულა 9# 53, ლულების სიგრძე 600მმ საერთო სიგრზე 1050მმ წონა 3,800კგ TO3- 55-2 ზედა ლულა 12/70, ქვედა9#53 ლულების იგრძე 675,საერთო სიგრზე 1125 მმ, წონა 3,800 TO3- 55-3 ორივე ლულა 12/70, წონა3,400, ლულების სიგრძე 710მმ, საერთო სიგრძე 1170მმ ტოზ 34 სამი თაობისთვის განუყრელი მეგობარია, ის დიდი სიმპატიით სარგებლოს უამრავ მონედირეში, მის ბალისტიკას კი რუსულ რიგით თოფებში ცოტა თუ უწევს კონკურენციას.... :) ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ტოზ-34 ერთ- ერთი ყველაზე მსუბუქი გლუვლულიანი სანადირო თოფია რუსულ თოფებში ნორმალური ბალანსით და კარგად დამუშავებული კონდახით საფანტის ძლიერი მიტანის მაჩვენებლით, მინუსი მექანიზმია! მშვილდისებური ზამბარები მალე ტყდება და თუ გადატენილი იარაღი დაგრჩათ ჯდება,(იღლება) არის ამ მოდელის რამდენიმე მოდიფიკაცია! ტოზ-34, ტოზ 34-P (კონდახზე პიტჩი აქვს რეზინის) ტოზ-34-EP იჟექტორიანი რეზინის პიტჩით) კალიბრები 12, 20, 28, 32. 32 კალიბრის ეს მოდელი ძალიან ცოტაა დამზადებული და თითქმის არ გვხვდება საქართველოში. ტოზ-34 ტი კოროვიაკოვის პროექტის მიხედვით იწარმოება 1963 წლიდან, პირველ მოდელებს დასაშლელად უნდა გამოქაჩო პირველი სასხლეტი და შემდეგ გადახსნა ბოლომდე რო ლულა გააცალკევო კონდახისაგან და მცველი აქ არაავტომატური ზემოდან დამატებითი ღილაკით ანუ ჯერ ღილაკს ვაწვებით ზემოდან და შემდეგ მცველს ვაწვებით წინ რო გასროლა გავაკეთოთ. ამ სისტემამ არ გაამართლა და შემდეგ მოდელებში დააყენეს მარჯვენა მხრიდან ღილაკი (ფლაჟოკი) რომლის მობრუნების შემდეგაც თოფის ბოლომდე გადახსნის შემდეგ ლულები ცალკევდება კონდახისაგან! აღსანიშნავია ისიც რომ ეს მოდელი არაკლასიკურად იშლება ანუ ორ ნაწილად იშელბა, ლულა და კონდახი! ტიბჟირი (ცივიო) ლულაზევეა მიმაგრებული პატარა ხრახნებით და არ სძვრება. ამ მოდელს არა აქვს კიდევ ერთი დეტალი ღერძი რომელიც გაყრილია ხოლმე კალაპოტის წინა ნაწილში სიგანეზე კალაპოტის ორივე კედლის გავლით და სადაც ლულის კაუჭი ჯდება და რაც უზრუნველყობს ლულის მოძრაობას გადახსნისას! ამის ნაცვლად კალაპოტის წინა ნაწილში კალაპოტის გვედებზე აქვს ჭრილები რომლის შესაბამისი ამობურცულობებიც ლულაზეა დატოვებული სავაზნის გვერდებზე ნახევარ წრიული ფორმით და ამ მეთოდით ჯდება ლულები კალაპოტში. ლულები კარგად დამუშავებული აქვს ქრომირებული, სიგრძე 620-მმ დან 720-მმ დე ჩოკური შევიწროვებები 0,5. 1,3. 0,3. 1,0 თოფის საერთო მასა 3,3 კგ. სასხლეტის დასხლეტვის მაჩვენებელია 1,5-2,5 კგ ზეწოლით.
![]() ![]() |
|
|
![]() ![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 19:55 |