შოტლანდიური სეტერი (გორდონი), გორდონი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
შოტლანდიური სეტერი (გორდონი), გორდონი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ჩვენს ძმას ლევანი მესხიძეს ვულოცავ ულამაზესი და საქართველოში იშვიათი ჯიშის ლეკვის აყვანას...
უმაღლესი კლასის მონადირე ძაღლი გაზრდილიყოს ძამია. ესეც "პიკო" ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 47 რეგისტრ.: 20-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ბათუმი ![]() |
მაგ სისხლიდან ,რაც ამჟამად მე მყავს, სულ სამჯერ დავრთე,მე წელიწადში ერთხელ ვრთავ, ექვს-შვიდ ლეკვზე მეტს არ ვუტოვებ, ჩემი ამ ძაღლების შვილები,სამი ლეკვი ყავენ თბილისში,ერთი წაიყვანენ უკრაინაში,ორი ყავენ ფოთში,ერთი ხობში,ორი ქუთაისში დანარჩენები ბათუმში ვყავს. რაც შეეხება მაგ ლეკვის სურათს მაქ არის ოთხი თვის არავითარი ფეხი არ ტკივა, პროსტა ზღვის პირას ბულვარში ვასეირნებდი და მტრედს გაუკეთა სტოიკა და ცალი ფეხი მოკეცილი აქვს და იმ მომენტში გადავუღე სურათი. მაგ ძაღლებამდე ,კიდევ ოთხი გორდონი მყავდა რომლის შვლებიც ძირითადათ ამჟამად ბათუმში ყავენ.
სწორად გამიგეთ ,ადრე მართალი რომ გითხრათ გამოფენებზე და საველეზე ჩემი ძაღლები ყოველთვის დამყავდა,საველეზე ძირითადათ წალკაში,ხოლო გარეგნულ შეფასებაზე კი ბათუმში,რამდენჯერ ვიკითხე ჩემს მეგობრებისაგან თუ როგორი გამოფენა ჩატარდა თბილისში გასულ წლეებში, ყველამ ცუდათ მიპასუხა,ისეთი არაფერიო . ადრე მე ჩამოყვანილი მყავდა ჩემი მამალი გორდონი თბილისში, გამოფენაზე და რინგზე გორდონებიდან მარტო მე ვიყავი,მსაჯმაც ვერაფერი ვერ თქვა და წამოვედი,იმის მერე მე თბილისში არ ვყოფილვარ გამოფენაზე ,თუ გავიგე რომ თბილისში მაღალი კლასის გამოფენა ტარდება და მითუმეტეს ახალი გორდონები იქნება სიამოვნებით ჩამოვალ,მოვიგებ თუ წავაგებ მაინც. ![]() ![]() ![]() ამ სურათზე არის ჩემი დედალი ძაღლის ფრენკას მშობლები და თვითონ ლეკვობაში,მისი პატრონი ლენინგრადში მუშაობს კინოლოგიურ კავშირში და არის ჟურნალ-გაზეთის ფოტოოპერატორი, ეს სურათები მისი გადაღებულია და მან გამომიგზავნა. ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 00:50 |