მღრღნელები, დახასიათება  | 
	 
	 
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
| 
 | 
მღრღნელები, დახასიათება  | 
	 
	 
			
			  May 27 2010, 19:01
			
				 პოსტი
					#1
					
				
			 
		 | 
	|
| 
        	
				
        			 ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი  | 
       
			
			![]() მთიური ბრუცა – Spalax Leucodon ეკუთვნის ბრუცების ოჯახს აღწერილობა : უფრო პატარაა , ვიდრე გიგანტური და ჩვეულებრივი ბრუცები. სხეულის სიგრძე აღწევს 230 მმ –ს , ტერფისა 28 მმ , ზურგის მხარე შეფერილია მოვერცხლისფრო მუქად. გავრცელება : შუა ევროპის სამხრეთი , მოლდავეთი და მასთან მიმდებარე უკრაინის ნაწილი , მცირე აზია , ამიერკავკასია , საქართველოში ახალქალაქის , ასპინძისა და წალკის რაიონები. ცხოვრების ნირი : მთის ველების ტიპიური , სახლდება ჩვეულებრივ მთების ფერდობებზე. ხშირად გვხვდება თავთავიანი კულტურების , ჭარხლისა და კარტოფილის ნათესებში. იკვებება ფესვებით , ფესურებით , ბოლქვებით , ტუბერებით, ჭამს მცენარის მიწისზედა ნაწილებსაც. მრავლდება წელიადში ერთჯერ , მარტიდან – ივნისამდე , შობს 2 –4 ნაშიერს. სამეურნეო მნიშვნელობა: სოროების თხრისას აზიანებს მცენარეთა მიწის ქვეშა ნაწილებს , ხოლო ამ დროს მიწის ზედაპირზე წარმოქმნილი მიწის გროვები ხელს უშლიან თივის აღებასა და სხვა სამუშაოთა შესრულებას. აგროვებს საკვების დიდ მარაგს; მაგალითად , მიწისქვეშა საკუჭნაოში გვხვდება 10– 15 კგ მომარაგებული კარტოფილი და ჭარხალი. ეს იმის მაჩვენებელია , რომ ბრუცა მნიშვნელოვან ზარალს აყენებს სოფლის მეურნეობას . ბეწვის მდარე ხარისხის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. ![]() კავკასიური თაგვანა – Sicista caucasica ეკუთვნის თაგვანასებრთა ოჯახს. აღწერილობა: ძალიან მცირე ზომის მღრღნელია, სხეულის სიგრძე აღწევს 70 მმ–ს, კუდი სხეულზე გრძელია , მისი სიგრძე აღწევს 115 მმ–ს. ყურის სიგრძე 12 მმ , ტერფისა 18 მმ – მდე . კავკასიური თაგვანა მკვეთრად განსხვავდება ამავე გვარში შემავალი დანარჩენი სახეობებისაგან იმით , რომ ძურგის შეფერილობა ერთგვაროვანია ჩალისფერ–მურადან ყავისფერ–ჟანგისფერამდე , ამასთან ზურგზე მუქი ზოლი არა აქვს. გავრცელება: კავკასია. საქართველოში გვხვდება დიდი კავკასიონის დასავლეთ ნაწილში და მცირე კავკასიონზე. ბინადრობს მთების შუა და ზედა ზოლში , მცირერიცხოვანი სახეობაა.  | 
	
| 
			
			 | 
	|
![]()  | 
	
			
			  May 30 2010, 09:32
			
				 პოსტი
					#2
					
				
			 
		 | 
	|
| 
        	
				
        			 ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი  | 
       
			
			![]() მცირეაზიური ტყის თაგვი - Apodemus mystacinus თაგვისებრთა ოჯახის წარმომადგენელია . აღწერილობა : სხეულის სიგრძე აღწევს 131 მმ , კუდის 138 მმ , უკანა ფეხის ტერფის 29 მმ . ბეწვის შეფერილობა მკვეთრად განსხვავდება სხვა სახეობებისაგან : ის მუქი რუხია და მოქარცისფრო ელფერი არა აქვს . მუცელი თეთრი . გავრცელება : არეალი საკმაოდ შეზღუდულია : ბალკანეთის ნახევარკუნძული , მცირე აზია. სქაქართველოში : დასავლეთ საქართველო (აფხაზეთი , სამეგროლოს ქედი , გურია , აჭარის ქედი და სხვ.) ცხოვრების ნირი : ტყის ზონის ბინადარია , სახლდება ბუჩქნარითა და ნაღალი ბალახით დაფარულ მშრალ კირქვიან ფერდობებზე . ენგურის ხეობაში გვხვდება ბზით დაფარულ მთის კალთებზე . ძირითად საკვებს შეადგენს ნაირგვარი მცენარეების თესლები . სოროებს არ თხრის , სახლდება ბუნებრივ თავშესაფრებში , ქვის ქვეშ , კლდის ნაპრალში , ხის ფუღუროში , ქვის ღობე – ყორეში და სხვ. მაკე მდედრები გვხვდებიან მაის – ოქტომბერში . ემბრიონების რაოდენობა აღწევს 6 –ს . სახეობის ბიოლოგია საერთოდ არასაკმარისად არის ცნობილი . ![]() ტყის თაგვი - Apodemus sylavaticus ეკუთვნის თაგვისებრთა ოჯახხს. აღწერილობა : სხეულის სიგრძე 120 მმ – ს აღწევს , კუდის 127 მმ , ყურის 19 მმ , უკანა ფეხის ტერფის სიგრძეა 25 მმ , შეფერილობაში ჭარბობს მოყვითალო – ქარცისფერი . ზურგის გასწვრივ შავი ზოლი არ აქვს , წინა კიდურებს შორის რიგ შემთხვევაში არის მოგრძო ყვითელი ლაქა , მუცელი უფრო ხშირად თეთრია. გავრცელება : ევროპა , ჩრდოლოეთ აფრიკა , დასავლეთ და სამხრეთ აზია , საქართველოში ბინადრობს თითქმის ყველგან , ზღვის დონიდან 3000მ სიმაღლემდე . ცხოვრების ნირი : ადგილსამყოფელი მრავალგვარია : ტყეები , ბუჩქნარები , სუბალპური და ალპური მდელოები , სასოფლო – სამეურნეო მცენარეების ნათესები , ქარსაცავი ზოლები , ცოცხალი ღობეები ; აღწევს ველის ზონაშიც , ხშირად გვხვდება საცხოვრებელ სა სამეურნეო ნაგებობებში . მის საკვებს შეადგენს მერქნიანი ჯიშების თესლები და წვნიანი ნაყოფები , კაკლის ხისა და თხილის ნაყოფები , მზესუმზირისა და სხვა სასოფლო – სამეურნეო მცენარეების თესლები . თავშესაფარად გამოიყენება ხეების ფუღუროები , ქვაყრილები , ადგილები ხეთა ფესვებისა და წაქცეული ხეების ქვეშ , ღობეყორე და სხვ . ღია ადგილებში თხრის მარტივ სოროებს ან სახლდება სხვა ცხოველების , ჩვეულებრივად მინდვრიების სოროებში . წლის განმავლობაში მრავლდება 4 –5 ჯერ ; თითო ჯერჯზე შობს 12 –მდე , საშუალოდ კი 5 – 6 ნაშიერს . გამრავლების უნარი უნვითარდება 3 თვის ასაკში . სამეურნეო მნიშვნელობა : მერქნიანი ჯიშების თესლების განადგურებით ხელს უშლის ტყის განახლებას . აზიანებს ახალგაზრდა ხეებს – სანერგეებში და ხელოვნური ტყის ნარგავებში . ზარალს აყენებს მარცვლოვანი და სხვა სასოფლო – სამეურნეო კულტურების მოსავალს . ამის გარდა , რიგი ინფექციური დაავადებების მტარებელია და გამავრცელებელი.  | 
	
| 
			
			 | 
	|
 ზახარა   მღრღნელები   May 27 2010, 19:01
 
 ზახარა   რუხი ვირთაგვა – Rattus n...   May 27 2010, 23:07
 
 ზახარა   ჩია თაგვი –  Micromus minutus
 ...   May 28 2010, 19:29
 
 ზახარა   ამიერკავკასიური ზ...   May 30 2010, 23:10
 
 ზახარა   მცირეაზიური მექვი...   Jun 11 2010, 07:45
 
 ზახარა   ქარცი მემინდვრია - C...   Jun 11 2010, 18:28
 
 ზახარა   კავკასიური თოვლა მ...   Jun 12 2010, 08:32
 
 ზახარა   პრომეთესეული მემი...   Jun 12 2010, 18:52
 
 ზახარა   წითელქუდა მექვიში...   Jun 13 2010, 13:50
 
 ზახარა   რობერტისეული ანუ მ...   Jun 15 2010, 07:38
 
 ზახარა   საზოგადოებრივი მე...   Jun 16 2010, 20:58
 
 ზახარა   ალპური თოვლა მემინ...   Jun 18 2010, 18:20![]() ![]()  | 
	
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th November 2025 - 15:06 |