მღრღნელები, დახასიათება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
მღრღნელები, დახასიათება |
May 27 2010, 19:01
პოსტი
#1
|
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
![]() მთიური ბრუცა – Spalax Leucodon ეკუთვნის ბრუცების ოჯახს აღწერილობა : უფრო პატარაა , ვიდრე გიგანტური და ჩვეულებრივი ბრუცები. სხეულის სიგრძე აღწევს 230 მმ –ს , ტერფისა 28 მმ , ზურგის მხარე შეფერილია მოვერცხლისფრო მუქად. გავრცელება : შუა ევროპის სამხრეთი , მოლდავეთი და მასთან მიმდებარე უკრაინის ნაწილი , მცირე აზია , ამიერკავკასია , საქართველოში ახალქალაქის , ასპინძისა და წალკის რაიონები. ცხოვრების ნირი : მთის ველების ტიპიური , სახლდება ჩვეულებრივ მთების ფერდობებზე. ხშირად გვხვდება თავთავიანი კულტურების , ჭარხლისა და კარტოფილის ნათესებში. იკვებება ფესვებით , ფესურებით , ბოლქვებით , ტუბერებით, ჭამს მცენარის მიწისზედა ნაწილებსაც. მრავლდება წელიადში ერთჯერ , მარტიდან – ივნისამდე , შობს 2 –4 ნაშიერს. სამეურნეო მნიშვნელობა: სოროების თხრისას აზიანებს მცენარეთა მიწის ქვეშა ნაწილებს , ხოლო ამ დროს მიწის ზედაპირზე წარმოქმნილი მიწის გროვები ხელს უშლიან თივის აღებასა და სხვა სამუშაოთა შესრულებას. აგროვებს საკვების დიდ მარაგს; მაგალითად , მიწისქვეშა საკუჭნაოში გვხვდება 10– 15 კგ მომარაგებული კარტოფილი და ჭარხალი. ეს იმის მაჩვენებელია , რომ ბრუცა მნიშვნელოვან ზარალს აყენებს სოფლის მეურნეობას . ბეწვის მდარე ხარისხის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. ![]() კავკასიური თაგვანა – Sicista caucasica ეკუთვნის თაგვანასებრთა ოჯახს. აღწერილობა: ძალიან მცირე ზომის მღრღნელია, სხეულის სიგრძე აღწევს 70 მმ–ს, კუდი სხეულზე გრძელია , მისი სიგრძე აღწევს 115 მმ–ს. ყურის სიგრძე 12 მმ , ტერფისა 18 მმ – მდე . კავკასიური თაგვანა მკვეთრად განსხვავდება ამავე გვარში შემავალი დანარჩენი სახეობებისაგან იმით , რომ ძურგის შეფერილობა ერთგვაროვანია ჩალისფერ–მურადან ყავისფერ–ჟანგისფერამდე , ამასთან ზურგზე მუქი ზოლი არა აქვს. გავრცელება: კავკასია. საქართველოში გვხვდება დიდი კავკასიონის დასავლეთ ნაწილში და მცირე კავკასიონზე. ბინადრობს მთების შუა და ზედა ზოლში , მცირერიცხოვანი სახეობაა. |
|
|
|
![]() |
May 30 2010, 23:10
პოსტი
#2
|
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
![]() ამიერკავკასიური ზაზუნა ანუ ოქროსფრი ზაზუნა - Mesocricetus brandti ეკუთვნის ზაზუნისებრთა ოჯახს . აღწერილობა : ამ ოჯახის წარმომადგენლებთან შედარებით უფრო მცირე ზომისაა . სხეულის სიგრძე აღწევს 180 მმ – ს , კუდის 39 მმ –ს , უკანა ტერფის 26 მმ –ს , ყურის 24 მმ –ს , ზურგის მხარეზე შეფერილობა მოყვითალო – მურაა , მუცელი მომურო – რუხი . წინა ფეხებს შორის არის შავი ლაქა . გავრცელება : ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთი , ბულგარეთი , რუმინეთი , მცირე აზია , ჩრდილო – დასავლეთ ირანი , კავკასია . საქართველოს რტერიტორიაზე გვხვდება ჯავახეთის ზეგანზე , ქართლსა და კახეთში , შირაქის ზეგანზე . ვრცელდება ზღვის დონიდან 2800 მ სიმაღლემდე . ცხოვრების ნირი : ადგილსამყოფელები დაკავშირებულია სერომორფულ ლანდშაფტებთან , ველის მარცვლოვან მცენარეულობასთან . გაურბის ტენიან ადგილებს . ხშირად სახლდება დამუშავებულ ნაკვეთებზე . იკვებება ძირითადად მარცვლოვანი მცენარეებით , მათ შორის კულტურული მცენარეების (ხორბლის , ქერის) თესლებით ; ჭამს აგრეთვე მცენარეთა მწვანე ნაწილებს და ტუბერებს . საკვებს აგროვებს ლოყის პარკებში და იმარაგებს სოროში . სოროებს თხრის საკმაოდ ღრმას – სიღრმით 2 მეტრამდე . სორო შედგება ჰორიზონტული სასვლელისა და მისგან გამავალი რამდენიმე ვერტიკალური განშტოებისაგან , სადაც მოწყობილია ბუდე და საკუჭნაოები . სორო იხსნება 1 –4 გამოსასვლელი ხვრელით . მრავლდება წლის თბილ დროს , წლის განმავლობაში რამდენჯერ ; თითო ჯერზე შობს 20 –მდე ნაშიერს . გვიან შემოდგომაზე ძამტრის ძილქუშს ეძლევა და ადრე გაზაფხულზე იღვიძებს. სამეურნეო მნიშვნელობა : საგრძნობლად აზიანს თავთავიანი კულტურების ნათესებს , ვინაიდან საკვებად დიდი რაოდენობით იმარაგებს მარცვალს . მდარე ხარისხის გამო ბეწვს სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს . საშიში ინფექციური დაავადებების და უპირველეს ყოვლისა , შავი ჭირის აღმძვრელის მატარებელია. ![]() მცირე რუხი ზაზუნა - Crecetulus migratorius ეკუთვნის ზაზუნისებრთა ოჯახს. აღწერილობა : სხეულის სიგრძე აღწევს 120 მმ –ს , კუდის 43 მმ –ს , უკანა ფეხის ტერფის 20 მმ –ს , ყურის 20 მმ –ს . ზურგის მხარეზე შეფერილობა თანაბრად მუქი რუხია , მუცელი თეთრი . გავრცელება : ევროპა , მცირე აზია , კავკასია , ირანი , ჩინეთი , მონღოლეთი , დასავლეთ ციმბირი , ყაზახეთი , შუა აზია . საქართველოში გვხვდება არსიანის და სურამის ქედების აღმოსავლეთით . ცხოვრების ნირი : ღია ქსერომორფული ლანდშაფტების – ველების , ნახევარუდანოებისა და უდაბნოების , მთის ველების , მთების მშრალი კალთების ბინადარია . სახლდება აგრეთვე სასოფლო – სამეურნეო მცენარეებიშ ნათესებშიც . იკვებება მცენარეთა მწვანე ნაწილებით და თესლებით , აგრეთვე მწერებითა და მოლუსკებით . აქტიურია მთელი წლის განმავლობაში და ზამთრის ძილქუშს არ ეძლევა . მრავლდება რამდენჯერ წელიწადში . თითო ჯერზე შობს 10 –მდე ნაშიერს . თხრის მარტივ სოროს , სადაც იმარაგებს საკვებს . ზოგჯერ სახლდება სხვა ცხოველთა სოროში . სამეურნეო მნიშვნელობა : სასოფლო – სამეურნეო მცენარეთა ნათესებში დასახლების დროს დიდ ზიანს აყენებს მოსავალს. |
|
|
|
ზახარა მღრღნელები May 27 2010, 19:01
ზახარა რუხი ვირთაგვა – Rattus n... May 27 2010, 23:07
ზახარა ჩია თაგვი – Micromus minutus
... May 28 2010, 19:29
ზახარა მცირეაზიური ტყის თ... May 30 2010, 09:32
ზახარა მცირეაზიური მექვი... Jun 11 2010, 07:45
ზახარა ქარცი მემინდვრია - C... Jun 11 2010, 18:28
ზახარა კავკასიური თოვლა მ... Jun 12 2010, 08:32
ზახარა პრომეთესეული მემი... Jun 12 2010, 18:52
ზახარა წითელქუდა მექვიში... Jun 13 2010, 13:50
ზახარა რობერტისეული ანუ მ... Jun 15 2010, 07:38
ზახარა საზოგადოებრივი მე... Jun 16 2010, 20:58
ზახარა ალპური თოვლა მემინ... Jun 18 2010, 18:20![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th November 2025 - 06:16 |