ბაშქოი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ბაშქოი |
May 23 2010, 22:07
პოსტი
#1
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 266 რეგისტრ.: 21-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: VAKE |
აბა დაწერეთ რა ხდება
|
|
|
|
![]() |
Jun 6 2010, 17:33
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
საკუთარ თავში მოგზაურობის შემდეგ
ყველაზე საინტერესო მოგზაურობა რუკაზე მოგზაურობაა კუსმოსურ რუკებზე არაფერი რომ არ ვთქვა (სხვა თემაა) საქართველოს რუკაზეც შეიძლება აღმოაჩინო შენში ჩასახლებული პრჟევალსკი ან მიკლუხო-მაკლაი მითუმეტეს არსებობს სატელიტური რუკების საიტი wikimapia.org სწორედ ამ საიტზე დაიწყო ჩვენი მოგზაურობა თრიალეთის ზეგნისაკენ კერძოდ ბარეთის ტბისკენ GOOGLE -ის საძიებო სისტემით ვიპოვნე ყველა ვებ გვერდი სადაც ასე თუ ისე ნახსენები იყო ბარეთის ტბა ან თქვენებურად "ბაშქოი" პიემებით გავესაუბრე რამდენიმე ამ ტბის "პიარშიკ" მეთევზეს და ყველამ ერთხმად დამიდასტურა რომ ბარეთის ტბა საქართველოში ბრაკონიერებისგან ერთ-ერთი ყველაზე დაცული ტბაა რომ თავად ტბის გეოგრაფიული მდებარეობა დაბალი სიღრმე და ხშირი მცენარეული საფარი ძალაუნებურად განიზიდავს ბრაკებს რომ ტბა კარჩხანად დუღს (ერთ-ერთმა საზანის დიდი რაოდენობით არსებობაც კი დამიდასტურა) და ყველამ ერთი აუცილებელი პირობა დაასახელა: ნავი ნავი გავჩითეთ ღამით დახუჭული ქუთუთოების ქვეშ შემოპარულმა გიგანტურმა კარჩხანებმა და სხვებმა მართალია ძილი დამიფრთხეს მაგრამ ღამის 4 საათზე უკვე ჩაცმული ვიყავი და ოთხივე ანკესი იღლიებს ქვეშ მყავდა ამოჩრილი იმღამინდელმა კოკისპირულმა წვიმამ კიდევ უფრო მეტი ინტრიგა შესძინა ჩვენს მოგზაურობას დავიძარით ჯერ წყნეთი-ბეთანია შემდეგ ახალი პანტიანი - ორბეთი მერე დიდი თონეთი - მანგლისი ჩავუხვიეთ ქვევით და ასფალტიანი გზაც დამთავრდა ბუნება? მგონი აღმოსავლეთ საქართველოში ბუნებას ასე არასდროს მოვუხიბლივარ მაშინ უკვე სერიოზულად ინანა იმან ვისაც ძალიან ვთხოვე შენი კარგი ფოტოაპარატი წამოიღე მეთქი არც ძილი გვახსოვდა და არც ტბაში "დაბმული" კარჩხანები გადავიარეთ მდინარე ალგეთი მდინარის ანკარა წყლის დანახვის შემდეგ ყველას ერთი აზრი გაუჩნდა: ხომ არ გავჩერდეთ აქ? ამაზე უკეთეს სათევზაო ადგილს სხვაგან სად ვიპოვნით-თქო. მაგრამ იმ დღეს თევზზე მთავარი მოგზაურობა იყო გავიარეთ გვირილად მობიბინე მთის ფერდობები დროებითი ფერმები გოხნარის ტბიდან გამომდინარე ღელისპირა წყაროს წყალი დავლიეთ და ისევ წინ მალევე გამოჩნდა სოფელი იმერა სოფლის სახლებს აშკარად ეტყობათ არაქართული წარმოშობა თუმცა სოფლის დათვალიერება სამომავლოდ გადავდეთ და ბარეთის ტბისკენ გადავუხვიეთ გადასახვევში დგას აბრა რუსული წარწერით "ბაშკოვო" ასე ეწოდება სოფელს რომელიც ტბის შორიახლოსაა სულ რაღაც ათიოდე წუთი და გამოჩნდა ლელიანით გარჩემორტყმული საკმაოდ მოზრდილი ტბა ვთქვი მოვედით პირველ რიგში შევჩერდით ჩვენი "გოხნარი"-ს მიერ მითითებულ არხთან (ეს არხი სამოცდაათიან წლებში გაიყვანეს ტბიდან რამაც წყალსატევის დონე რამდენიმე სანტიმეტრით დასწია) არხი წარმოადგენს ბალახით დაფარულ პატარა ღელეს იქ თევზაობა ამხელა გზაზე წამოსული ხალხისთვის ცოტა შეურაცმყოფელი იყო (ან როგორ უნდა გვეთევზავა?) ამიტომ გავაგრძელეთ გზა ტბის გარშემო რათა დაგვეძებნა ლელიანისგან გათავისუფლებული ადგილი ნავის შესაცურებლად და ნაპირიდან სათევზაოდ ირგვლივ ადამიანის ჭაჭანება არ იყო გაგიკვირდებათ და ტბის გარშემო არც ერთი ბოთლი სიგარეტის კოლოფი პოლიეთილენის პარკი არ შეგვინიშნავს ყველაფერი მიუთითებდა იმაზე რომ ჩვენ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე უკაცრიელ ტბაზე ვიმყოფებოდით. პირველი ცოცხალი არსება რაც შეავამჩნიეთ იყო ნაცრისფერი წერო იგივე Grus grus თუმცა მთავარი ნაცნობობა ჯერ კიდევ წინ იყო სათევზაო ადგილის ძიებაში ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ტბის პირას ყველამ აშკარად დავინახეთ მეთევზის თავი გადავწყვიტეთ მივსულიყავით მასთან და რჩევაც გვეკითხა თუმცა 15 მეტრითაც არ ვიყავით მიახლოვებული როდესაც "მეთევზემ" ფრთები გაშალა და ........ ერთხმად: "ბოზიშვილი ვიყო" აღმოგვხვდა უზარმაზარი არწივი...... მანქანა შორიახლოს გავაჩერეთ და წყალსატევისკენ დავეშვით არწივის ნახვამ მისტიურ განწყობაზე დაგვაყენა და ტბიდან მომავალ ყველა ხმას გულისყურით ვუსმენდით (ხმები კი იცოცხლე) ერთმა ისიც თქვა ამ ტბაში ლოხ ნესი რომ გაგვეძროს არავის გაუკვირდესო სანაპირო ლელიანისგან თავისუფალი იყო და სათევზაოდ საკმაოდ ნორმალურადაც გამოიყურებოდა (ნუ ყველაფერი ფარდობითია ამ ქვეყნად) ყოველი შემთხვევისათვის ნავის შესაცურებლად გამოდგებოდა ანკესის გაწყობამდე გადავწყვიტე დამეთვალიერებინა ადგილობრივი ენტომოფაუნა (მწერები) წყალში ბლომად იყვნენ ჩემთვის უცნობი უხერხემლოები და კიბოსნაირები კოღოებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია (მაგრამ არ იკბინებოდნენ) იქვე სანაპირო ქვაზე ვიპოვნე მოზრდილი წურბელა რომელიც სასწრაფოდ ჭიების ყუთში გავამწესე ახლა რაც შეეხება თავად ტბას პირველი წკიპურტი მისი მხრიდან მაშინ მივიღეთ როდესაც "პრიკორმკა" დავამზადეთ და მასში სანაპიროს ნიადაგის გარევაღა გვრჩებოდა ჩემდა გასაოცრად ტბაში ნიადაგის ფენა საერთოდ არ აღმოჩნდა ამის მთავარი მიზეზი კი ისაა რომ წყალსატევი ეგრეთწოდებულ სინკლინურ მულდეშია განლაგებული გასაგებად რომ ავხსნა სინკლინური მულდე გახლავთ გეოლოგიური ტერმინი რაც ერთი მთლიანი ქანის ოვალურ დაწევას ნიშნავს ტბის ფსკერი მთლიანად კლდეა ხოლო ტბის სიღრმე არამგონია რომელიმე ადგილას მეტრს აღემატებოდეს ასეთ ფსკერს არ გააჩნია ღრმულები ან რამე მსგავსი ის მთლიანად ერთ დონეზეა მოსწორებული შემდეგი წკიპურტი რომელიც ტბამ გვითავაზა იყო ის რომ ნავით გასვლის შემდეგ წყალსატევის მთელი ზედაპირი მცენარეებით დაფარული აღმოჩნდა ის შორეული ადგილებიც კი რომლებიც ნაპირიდან თითქოს სუფთა ჩანდა სიღრმე მეტრს არსად არ აჭარბებდა ახლა თევზაობა: პირველი კარჩხანა იქვე ნაპირიდან დავიჭირეთ ის იყო პატარა თუმცა წურწკურით სდიოდა ქვირითი შემდეგი კარჩხანა უკვე მე ამოვიყვანე ისევ ნაპირიდან წონა 300 გრამამდე მას მოყვა ერთი 200 გრამიანიც და შემდეგ სრული მდუმარება ნავით თევზაობა ოდნავ შედეგიანი იყო დავიჭირეთ 2 კილომდე თუმცა პატარები შუადღისთვის ეგ პატარები ნაპირსაც მოაწყდნენ და 3 კილომდე მანდაც დავიჭირეთ მოკლედ თევზაობა დიდი ვერაფერი (შეიძლება ქვირითობის ბრალიც იყო) თუმცა როდესაც კარჩხანის დასაჭერად მიდიხარ მაინცდამაინც სათევზაო წარმატებებზე არ უნდა გქონდეს აქცენტი გაკეთებული ჩვენთან ერთად თევზაობდა 12 (დავითვალე) არწივი ისინი ჩვენსგან რაღაც 20-25 მეტრში დაფრინავდნენ (საერთოდ არ ეშინოდათ) მერე იყო არაყი და საბუნებისმეტყველო სადღეგრძელოები ვაღიარეთ რომ წამოსვლა ღირდა თუნდაც არწივების ხათრით თუნდაც იმის ხათრით რომ საღამოს ხუთი საათი ისე შესრულდა კაციშვილი არ შეგვინიშნავს ახლომახლო მოკლედ ამ ტბაში შეუძლებელია ყოფილიყო კარჩხანის გარდა სხვა თევზი ლეგენდები კობრისნაირებზე მხოლოდ ლეგენდებია ისინი ვერ იარსებებენ ისეთ წყალსატევში რომლის ფსკერზეც არაა ნიადაგი კარჩხანა კი ბლომადაა (ალბათ) თუმცა ისინი პურს და სიმინდს პირს არ აკარებენ და მხოლოდ ხორცეულს გეახლებიან (ამ მარხვაშიც კი (ბოლოს როდესაც ჭია დაგვიმთავრდა ძეხვის ნაჭრებზე ვიჭერდით) ერთადერთი ნაკლი ამ მოგზაურობისა ის იყო რომ ფოტოაპარატი არ წაგვიღია |
|
|
|
goxnari ბაშქოი May 23 2010, 22:07
CECEIRON ??????????????????????????????????????????????????... May 24 2010, 07:54
ლეკი goxnari
ეს ტბის სახელწო... May 24 2010, 08:21
goxnari კი ტბის არის,,სოფელ ... May 24 2010, 13:41
goxnari RE: ბაშქოი May 26 2010, 15:05
ჩელე goxnari
რამდენი კილომე... May 26 2010, 15:50
goxnari სადღაც 90 კმ-ია და ნე... May 26 2010, 16:12
geogio კი ნებისმიერი მანქ... May 27 2010, 09:20
DATKA goxnari
geogio
მანდ არასდრ... May 27 2010, 11:12
goxnari ციტატა(DATKA @ May 27 2010, 12... May 27 2010, 12:57
geogio არა მგონი ხე არ შემ... May 27 2010, 14:37
goxnari საღოლ ცხვირ ჩაგეთვ... May 27 2010, 22:04
geogio გაიხარე May 28 2010, 10:17
goxnari ბიჭო სადღაც ერთ კვ... May 29 2010, 18:09
geogio ხო ამინდი თუ კაი იქ... May 31 2010, 09:11
T A M P L I E R ხალხნო თევზაობის დ... May 31 2010, 09:15
goxnari ციტატა(T A M P L I E R @ May 31 2... Jun 1 2010, 01:22
T A M P L I E R goxnari
გაიხარ Jun 1 2010, 10:00
(dila)adriano ამაღამ დავისვენებ ... Jun 3 2010, 22:01
goxnari ციტატა((dila)adriano @ Ju... Jun 4 2010, 13:16
(dila)adriano ციტატა(goxnari @ Jun 4 2010, 14... Jun 5 2010, 22:54
ivana101 ციტატა((dila)adriano @ Ju... Jun 6 2010, 01:33
goxnari ძაან მაგარი სტატია... Jun 8 2010, 21:46
goxnari შენიშვნა: ეგ ლიპა ... Jun 10 2010, 20:19
ivana101 ივანოვკაზე მე ვარ ... Jun 10 2010, 21:55
goxnari ციტატა(ivana101 @ Jun 10 2010, 22... Jun 11 2010, 00:37
ivana101 ციტატა(goxnari @ Jun 11 2010, 01... Jun 11 2010, 10:17
Maverick goxnari
დადე აბა გუუგლი... Jun 11 2010, 08:15
goxnari ციტატა(Maverick @ Jun 11 2010, 09... Jun 11 2010, 14:18
Davitus (dila)adriano
გაიხარე ასე... Jun 11 2010, 08:36
Maverick ivana101
სად არის ეგ ტბა?... Jun 11 2010, 10:45
ivana101 ციტატა(Maverick @ Jun 11 2010, 11... Jun 11 2010, 12:48
T A M P L I E R goxnari
ციტატა(goxnari @ 11th Ju... Jun 11 2010, 10:51
ivana101 მანდ წამსვლელებმა ... Jun 11 2010, 19:51
goxnari ციტატა(ivana101 @ Jun 11 2010, 20... Jun 13 2010, 15:23
BEK_M ბოგდანოვკაში რო ტბ... Jun 13 2010, 16:53
goxnari ციტატა(BEK_M @ Jun 13 2010, 17... Jun 13 2010, 20:56
ivana101 ციტატა(BEK_M @ Jun 13 2010, 17... Jun 15 2010, 21:45
goxnari ციტატა(ivana101 @ Jun 15 2010, 22... Jul 19 2010, 19:59
(dila)adriano 2004-2005 წლებში ვმუშაობ... Jun 14 2010, 10:52
goxnari ვააა მაგარი იყო,შე... Jun 14 2010, 13:09
T A M P L I E R ებიჭო გახსენით თუ ... Jun 14 2010, 15:36
goxnari დღეს მივდივარ არხზ... Jul 30 2010, 12:23
goxnari კაროჩე სრული ბარდა... Aug 4 2010, 13:17
goxnari პატარა ინფო:
ბარეთ... Aug 10 2010, 19:35
(dila)adriano ციტატა(goxnari @ Aug 10 2010, 20... Aug 30 2010, 01:02
ვიტო (dila)adriano
ციტატა((dila)ad... Aug 30 2010, 17:29
goxnari (dila)adriano
საღოლ კაი სტ... Aug 31 2010, 17:29
goxnari მაისი მოვა და გავა... Apr 13 2011, 21:41
goxnari 13-ში მივდივარ და წე... Apr 30 2011, 14:37
goxnari ვიყავი მარა არ გაა... May 15 2011, 10:55
DATKA ამ ტბის შესახებ და... Jul 31 2011, 22:16
taribanski2 სანამ წალკაში შეხვ... Oct 18 2011, 22:42
Davitus taribanski2
ბაშკოვი არა, ... Oct 18 2011, 23:07
goxnari გაუმარჯოს სასტავს
... Nov 11 2011, 13:11
T A M P L I E R აგვისტოში კარჩხან... Nov 11 2011, 13:43
goxnari ზომები ყველანაირი,... Nov 11 2011, 14:14
DATKA ციტატა(nika @ 11th November 2011 ... Nov 12 2011, 21:29
goxnari რატომ გაცინებ?!რა... Nov 14 2011, 01:14
DATKA წალკიდან გამოვიარ... Jun 4 2012, 21:09
goxnari 3 სანტიმეტრი ტეხავ... Jun 7 2012, 21:22
fisherr ბაშქოი კარგი ტბაა ... Aug 31 2015, 11:29![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd November 2025 - 00:03 |