MP-251 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
MP-251 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 179 რეგისტრ.: 23-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
შევიძინე MP-251, თოფი არის 3 წყვილი ლულით:
1) 12 კალ. ვერტიკალური, 1.0 და 0.5 ჩოკებით, მაგნუმი 12/76, თოფის წონა 3.2 კგ, ლულის სიგრძე 725 მმ. 2) ზედა ლულა 12 კალ. ცილინდრი, მაგნუმი, ქვედა 308 win (7.62*51), ლულის სიგრძე 60 სმ. წონა 3.5 კგ. 3) წყვილი 308 win ლულებით, სიგრძე 600 მმ. წონა 3.5 კგ. გუშინ გავტესტე 2 ლულა: 1) 35 მ. N7 საფანტით. გაშლა 0.5 ჩოკით 77% (750*750 მმ. სამიზნე) ჭრა ნორმა (4 ცალი საფანტი ჩავიდა ნასროლ ფიჭვის ფიცარში) გაშლა 1.0 ჩოკით 79% , ჭრა ნორმაზე მეტი (5 ცალი საფანტი - ნასროლში). 2) 40 მ. 308win მოხვდა სამიზნის ცენტრში, საფანტი N7, გაიშალა თანაბრად ცენტრის გარშემო 50 მ. 308win - ცენტრში, 9 კარტეჩი გაშალა 52*60 სმ. მის გარშემო. მაინტერესებს მე-3 ლულების სროლის თანხვედრა 100 მ. და 200 მ. თუ ეს ტესტიც გავიარეთ (ნებართვის აღების შემდეგ) ვიქნები ძალიან კმაყოფილი. სურათები ტელეფონში მაქვს და ამიტომ ვერ ვტვირთავ, ორშაბათს ელემენტებს გამოვუცვლი აპარატს და თოფის სურათებს დავდებ. მინდა ვინმე, ჩემზე გამოცდილი წამომყვეს შემდეგ ტესტზე (8 სამუშაო დღის შემდეგ - ნებართვა რომ მექნება) ![]() ნარეზიან ლულებს აქვს თავისი ოპტიკის დასაყენებელი სურათი ინტერნეტიდანაა და მე-3 კომბინაციაა (2 -308win) თოფი შექმნილია ij-27 ის ბაზაზე |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 179 რეგისტრ.: 23-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
დიდი მადლობა მოლოცვისათვის.
უნივერსალური თოფის კონცეფციის არ მჯერა (მით უმეტეს რუსების გაკეთებულის) უბრალოდ ნორმალური კომბინაციაა ფასი-ხარისხი (მივეცი ჩემი იჟ-27 2 წყვილი ლულით, და დავუმატე 1000 $), რატომღაც მიმაჩნია, რომ არ წამიგია: 1) რეალურად ესეც იჟ-27 ბაზაზეა და თანაც მაგნუმი, ანუ 12/76 12/70 ნაცვლად შესაბამისად რესურსი ჩვეულებრივი საფანტის სროლის შემთხვევაში მეტია, ისვრის უკეთესად ვიდრე ჩემი იჟ-27 (ხაზს ვუსვავ ჩემი). 2) ლულების მეორე წყვილის (ზედა ცილინდრი 12 კალ. ქვედა 308win) გატესტვამ მაჩვენა, რომ არის სროლის თანხვედრა, ანუ ნადირზე (მეურნეობაში რა თქმა უნდა) 9-იანი კარტეჩი + 308win = მეტ სიმშვიდეს 3) თუ მესამე წყვილმაც ივარგა, ანუ 2-ვე 308win ერთ წერტილში დაარტყა, მაშინ ჩავთვლი, რომ მაგრად გამიმართლა, ვინაიდან წესიერი შტუცერის (თუგინდ სკაუტური) ფასები რაც არის, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ), ეს კი არც დამენანება და მაგვარ ფუნქციას შეასრულებს. ისე დამაინტერესა და რუსულ საიტებზე დავიწყე ძებნა ანალოგიური თოფის მაგვარი კომბინაციით და მხოლოდ ერთ განცხადებას წავაწყდი: ვიღაცა ყიდის იქ 50000 რუბლად, იმავე საიტზე იჟ-54 და საბჭოთა იჟ-27 12000 რუბლები ღირს. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th June 2025 - 13:23 |