მღრღნელები, დახასიათება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
მღრღნელები, დახასიათება |
May 27 2010, 19:01
პოსტი
#1
|
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
![]() მთიური ბრუცა – Spalax Leucodon ეკუთვნის ბრუცების ოჯახს აღწერილობა : უფრო პატარაა , ვიდრე გიგანტური და ჩვეულებრივი ბრუცები. სხეულის სიგრძე აღწევს 230 მმ –ს , ტერფისა 28 მმ , ზურგის მხარე შეფერილია მოვერცხლისფრო მუქად. გავრცელება : შუა ევროპის სამხრეთი , მოლდავეთი და მასთან მიმდებარე უკრაინის ნაწილი , მცირე აზია , ამიერკავკასია , საქართველოში ახალქალაქის , ასპინძისა და წალკის რაიონები. ცხოვრების ნირი : მთის ველების ტიპიური , სახლდება ჩვეულებრივ მთების ფერდობებზე. ხშირად გვხვდება თავთავიანი კულტურების , ჭარხლისა და კარტოფილის ნათესებში. იკვებება ფესვებით , ფესურებით , ბოლქვებით , ტუბერებით, ჭამს მცენარის მიწისზედა ნაწილებსაც. მრავლდება წელიადში ერთჯერ , მარტიდან – ივნისამდე , შობს 2 –4 ნაშიერს. სამეურნეო მნიშვნელობა: სოროების თხრისას აზიანებს მცენარეთა მიწის ქვეშა ნაწილებს , ხოლო ამ დროს მიწის ზედაპირზე წარმოქმნილი მიწის გროვები ხელს უშლიან თივის აღებასა და სხვა სამუშაოთა შესრულებას. აგროვებს საკვების დიდ მარაგს; მაგალითად , მიწისქვეშა საკუჭნაოში გვხვდება 10– 15 კგ მომარაგებული კარტოფილი და ჭარხალი. ეს იმის მაჩვენებელია , რომ ბრუცა მნიშვნელოვან ზარალს აყენებს სოფლის მეურნეობას . ბეწვის მდარე ხარისხის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. ![]() კავკასიური თაგვანა – Sicista caucasica ეკუთვნის თაგვანასებრთა ოჯახს. აღწერილობა: ძალიან მცირე ზომის მღრღნელია, სხეულის სიგრძე აღწევს 70 მმ–ს, კუდი სხეულზე გრძელია , მისი სიგრძე აღწევს 115 მმ–ს. ყურის სიგრძე 12 მმ , ტერფისა 18 მმ – მდე . კავკასიური თაგვანა მკვეთრად განსხვავდება ამავე გვარში შემავალი დანარჩენი სახეობებისაგან იმით , რომ ძურგის შეფერილობა ერთგვაროვანია ჩალისფერ–მურადან ყავისფერ–ჟანგისფერამდე , ამასთან ზურგზე მუქი ზოლი არა აქვს. გავრცელება: კავკასია. საქართველოში გვხვდება დიდი კავკასიონის დასავლეთ ნაწილში და მცირე კავკასიონზე. ბინადრობს მთების შუა და ზედა ზოლში , მცირერიცხოვანი სახეობაა. |
|
|
|
![]() |
Jun 11 2010, 18:28
პოსტი
#2
|
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
![]() ქარცი მემინდვრია - Clethrionomys glareolus ეკუთვნის მემინდვრიების ოჯახს. აღწერილობა: მცირე ზომის მემინდვრიაა . სხეულის სიგრძე 112 მმ-მდეა , კუდის 60 მმ-მდეა . ზურგი სხვადასხვა ელფერით ყავისფერ-ჟანგისფერია ; მუცელი ბაცი რუხია. კუდი მკაფიოდ ორფეროვანია: მისი ზედა მხარე მუქია , ქვედა მხარე მოთეთრო , მოკლე ბეწვითაა დაფარული დამ ის ქვეშ ჩანს ქერცლოვანი კანი. ფეხები შავია . გავრცელება: ევროპა , აზია , კავკასია , საქარველოში გავრცელებულია გურია-აჭარის ქედზე , ზღვის დონიდან 1600 მ სიმაღლემდე . ცხოვრების ნირი : ბინადრობს ფოთლოვან და წიწვიან ტყეებში , მაღალი ბალახით დაფარულ ველობებზე . შემოდგომით და ზამთრობით გვხვდება თივის ბულულებში და ნაგებობებში. იკვებება უმთავრესად ბალახოვანი მცენარეების მწვანე ნაწილებით და თესლებით ; ჭამს აგრეთვე ხეების ქერქს , კვირტებს , სოკოებს , ლიქენებს . ბუდეს იკეთებს მოკლე ვრცელ სოროში , რომელსაც რამდენიმე გამოსასვლელი ხვრელი აქვს . მრავლდება წელიწადში 3-4-ჯერ ; თითოეულ ჯერზე იბადება 2-5 ნაშიერი . სამეურნეო მნიშვნელობა : აზიანებს ტყის ახალგაზრდა ნარგავებს , ტყის ჯიშთა სანერგეებს , ხეხილის ბაღებს , პროდუქტების მარაგს . |
|
|
|
ზახარა მღრღნელები May 27 2010, 19:01
ზახარა რუხი ვირთაგვა – Rattus n... May 27 2010, 23:07
ზახარა ჩია თაგვი – Micromus minutus
... May 28 2010, 19:29
ზახარა მცირეაზიური ტყის თ... May 30 2010, 09:32
ზახარა ამიერკავკასიური ზ... May 30 2010, 23:10
ზახარა მცირეაზიური მექვი... Jun 11 2010, 07:45
ზახარა კავკასიური თოვლა მ... Jun 12 2010, 08:32
ზახარა პრომეთესეული მემი... Jun 12 2010, 18:52
ზახარა წითელქუდა მექვიში... Jun 13 2010, 13:50
ზახარა რობერტისეული ანუ მ... Jun 15 2010, 07:38
ზახარა საზოგადოებრივი მე... Jun 16 2010, 20:58
ზახარა ალპური თოვლა მემინ... Jun 18 2010, 18:20![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th November 2025 - 09:50 |