რელოდინგი, ყველაფერი დასატენი მოწყობილობების შესახებ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
რელოდინგი, ყველაფერი დასატენი მოწყობილობების შესახებ |
Jun 16 2009, 18:18
პოსტი
#1
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
Hornady 366 Auto Progressive Loader
ეს გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სანადირო ვაზნის დასატენი მოწყობილობა (პრესი), რომელსაც ფართოდ იყენებენ პირველ რიგში მის სამშობლოში აშშ-ში და შემდეგ მთელს მსოფლიოში. მას იყენებენ როგორც მონადირეები, ისე სპორტსმენები. აღნიშნული დანადგარი მზადდება ნებრასკას შტატში, გრანდ აილენდში. კომპანია ჰორნადის დამაარსებელია ჯოის ჰორნადი, რომელიც თავად იყო განთქმული მსროლელი და მონადირე. მან გადაწყვიტა შეექმნა უკეთესი ტყვია, ვიდრე იმ დროს არსებულები იყო და ამ მიმართულებით დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით მან დააფუძნა კომპანია, რომელიც ტყვიების გარდა უშვებდა სხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის ვაზნის დასატენ პრესებს. ჰორნადის პრესმა მალე გაითქვა სახელი სპორტსმენებსა და მონადირეებს შორის და დღეს დღეობით ერთ-ერთი ლიდერია ამ სფეროში. ჰორნადი უშვებს პრესებს, როგორც გლუვლულიანი ისე ხრახნილლულიანი თოფებისა და შაშხანების ვაზნებისთვის. ამჯერად ჩვენ ვეხებით გლუვლულიანი თოფების ვაზნის პრესს Hornady 366 Auto Progressive Loader-ს. ეს არის ე.წ. მრავალსაფეხურიანი პრესი, რომელიც ერთდროულად ამზადებს რამდენიმე (8) ვაზნას. პრინციპი ასეთია: მონადირე პრესის ბერკეტის ერთი ჩამოწევით ახდენს ერთდროულად სხვადასხვა ვაზნაზე სხვადასხვა ოპერაციას: მაშინ როდესაც ერთ ვაზნას მოერგება ფისტონი, მეორეში ამ დროს ეყრება დენთი, მესამეში საფანტი და ა.შ. არსებობს Hornady 366 Auto Progressive Loader-ის მოდიფიკაცია Gas Assisted 366 AP LOADER, ამ უკანასკნელს ბერკეტზე აქვს განთავსებული სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მუშაობს და ადამიანის მხრიდან ბერკეტზე ზეწოლას არ საჭიროებს. ამ შემთხვევაში, რათქმაუნდა, ვაზნები უფრო სწრაფად იტენება. არსებობს Hornady 366 Auto Progressive Loader-ის დამტენები შემდეგ კალიბრებზე: 12, 20, 28 და .410 ხოლო Gas Assisted 366 AP LOADER - 12 და 20 კალ. ფასი: Hornady 366 Auto Progressive Loader 670 $ ოფიციალურ საიტზე. ფასი: Gas Assisted 366 AP LOADER 853 $ ოფიციალურ საიტზე. თუმცა აშშ-ის სხვადასხვა ინტერნეტ-მაღაზიებში შესაძლებელია პრესი უფრო დაბალ ფასებშიც ნახოთ. https://www.hornady.com/shop/?ps_session=73...9b489eb60dd8509 |
|
|
Jun 12 2010, 17:35
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 19 რეგისტრ.: 21-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ხო ვაპირებდი ყიდვას ერთს ქონდა მარა ფული ვეგარ ვიშოვე და დავრჩი მშრალზე. მაგ საქმისთვის წვრილკალიბრიანის ყიდვა მინდოდა მგონი ამ საქმისთვის მსხვილს წვრილი კალიbრი ჯობია ხომ ასეა? ესეიგი ბარსის ყიდვა მინდოდა მაგრამ მაყუთის ამბავი გამეჩითა ცუდად 1600 დოლარი ღირს და ... . ასე რომ რამე კაი იარაღს ვეძებ წვრილკალიაბრიანს ამ საქმისთვის და იქნებ სხვა მირჩიოთ რამე და თან ასე რომ განიცადეთ ცუდათ არ დატენოო და რამე არ მოიწიოო მაშასადამე თქვენი ნარჩევი იარაღის ტყვიისთვის დატენვის დეტალებშიც დამეხმარეთ თან ისეთი მირჩიეთ კარგი ბალისტიკა რომ ქონდეს მიზანში კარგად რომ მიდიოდეს და იმედია იმდენი არ ეღირება რამდენიც ის ბარსი . მეკიდე მაგდენი არამაქვს :s
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th June 2024 - 04:20 |