მღრღნელები, დახასიათება  | 
	 
	 
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
| 
 | 
მღრღნელები, დახასიათება  | 
	 
	 
			
			  May 27 2010, 19:01
			
				 პოსტი
					#1
					
				
			 
		 | 
	|
| 
        	
				
        			 ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი  | 
       
			
			![]() მთიური ბრუცა – Spalax Leucodon ეკუთვნის ბრუცების ოჯახს აღწერილობა : უფრო პატარაა , ვიდრე გიგანტური და ჩვეულებრივი ბრუცები. სხეულის სიგრძე აღწევს 230 მმ –ს , ტერფისა 28 მმ , ზურგის მხარე შეფერილია მოვერცხლისფრო მუქად. გავრცელება : შუა ევროპის სამხრეთი , მოლდავეთი და მასთან მიმდებარე უკრაინის ნაწილი , მცირე აზია , ამიერკავკასია , საქართველოში ახალქალაქის , ასპინძისა და წალკის რაიონები. ცხოვრების ნირი : მთის ველების ტიპიური , სახლდება ჩვეულებრივ მთების ფერდობებზე. ხშირად გვხვდება თავთავიანი კულტურების , ჭარხლისა და კარტოფილის ნათესებში. იკვებება ფესვებით , ფესურებით , ბოლქვებით , ტუბერებით, ჭამს მცენარის მიწისზედა ნაწილებსაც. მრავლდება წელიადში ერთჯერ , მარტიდან – ივნისამდე , შობს 2 –4 ნაშიერს. სამეურნეო მნიშვნელობა: სოროების თხრისას აზიანებს მცენარეთა მიწის ქვეშა ნაწილებს , ხოლო ამ დროს მიწის ზედაპირზე წარმოქმნილი მიწის გროვები ხელს უშლიან თივის აღებასა და სხვა სამუშაოთა შესრულებას. აგროვებს საკვების დიდ მარაგს; მაგალითად , მიწისქვეშა საკუჭნაოში გვხვდება 10– 15 კგ მომარაგებული კარტოფილი და ჭარხალი. ეს იმის მაჩვენებელია , რომ ბრუცა მნიშვნელოვან ზარალს აყენებს სოფლის მეურნეობას . ბეწვის მდარე ხარისხის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. ![]() კავკასიური თაგვანა – Sicista caucasica ეკუთვნის თაგვანასებრთა ოჯახს. აღწერილობა: ძალიან მცირე ზომის მღრღნელია, სხეულის სიგრძე აღწევს 70 მმ–ს, კუდი სხეულზე გრძელია , მისი სიგრძე აღწევს 115 მმ–ს. ყურის სიგრძე 12 მმ , ტერფისა 18 მმ – მდე . კავკასიური თაგვანა მკვეთრად განსხვავდება ამავე გვარში შემავალი დანარჩენი სახეობებისაგან იმით , რომ ძურგის შეფერილობა ერთგვაროვანია ჩალისფერ–მურადან ყავისფერ–ჟანგისფერამდე , ამასთან ზურგზე მუქი ზოლი არა აქვს. გავრცელება: კავკასია. საქართველოში გვხვდება დიდი კავკასიონის დასავლეთ ნაწილში და მცირე კავკასიონზე. ბინადრობს მთების შუა და ზედა ზოლში , მცირერიცხოვანი სახეობაა.  | 
	
| 
			
			 | 
	|
![]()  | 
	
			
			  Jun 13 2010, 13:50
			
				 პოსტი
					#2
					
				
			 
		 | 
	|
| 
        	
				
        			 ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი  | 
       
			
			![]() წითელქუდა მექვიშია – Meriones libycus ეკუთვნის მექვიშიების ოჯახს. აღწერილობა : სხეულის სიგრძე 170მმ-მდე , კუდის 172მმ , უკანა ფეხის ტერფის – 37მმ , ყურის 21 მმ . ზურგის მხარე მუქი რუხია მოყვითალო ელფერით , მუცლის მხარე მორუხო-თეთრია , კუდი მოყვითალო-ქარცია, ბოლოში მოყავისფრო-შავი ფუნჯი აქვს. მკერდზე არის მოყვითალო ლაქა. გავრცელება : ჩრდილოეთი აფრიკა , არაბეთის ნახევარკუნძული , პალესტინა , სირია , ირანი , ავღანეთი , შუა აზია , ყაზახეთი , აღმოსავლეთი ამიერკავკასია – მტკვარ-არეზის დაბლობი კასპიის ზღვიდან თითქმის თბილისამდე . საქართველოში სამგორის და ელდარის ველები . ცხოვრების ნირი : ბინადრობს ვაკეებისა და მთის წინების ველებსა და ნახევარუდაბნოებში , სასოფლო-სამეურნეო მცენარეების (მრავალწლიანი ბალახების , მარცვლოვნების და სხვ.) , საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობებში . იკვებება მცენარეებით , განსაკუთრებით მარცვლოვანებით . საზამთროდ იმარაგებს საკვებს – ველურ და სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა ნაყოფებისა და თესლებს . თხრის რთულ სოროებს , სადაც ბევრია მიწისქვეშა სასვლელები , ბუდისა და საკუჭნაო საკნები და გამოსასვლელი ხვრელები(2-4-დან 15-20 ხვრელამდე) . სოროების თხრის დროს მიწის ზედაპირზე წარმოიქმნება მიწის გროვები , რომელთა დიამეტრი 1 მეტრს აღწევს . ზაფხულობით აქტიურია უფრო ღამ-ღამობით , ზამთარში კი დღისით . მრავლდება წლის თბილ პერიოდში . წელიწადში ასწრებს 3-ჯერ გამრავლებას ; თითო ჯერზე შობს 6-7 ნაშიერს . მაკეობის ხანგრძლივობა 22-24 დღეა . გამრავლების უნარი უვითარდება 3 თვის ასაკში . სამეურნეო მნიშვნელობა : აზიანებს თავთავიანი კულტურების და მრავალწლიანი საკვები ბალახების ნათესებს . მიწისქვეშა სასვლელების თხრის დროს ამონაყარი მიწის გროვებით აუარესებს სათიბ-საძოვრებს . მთელი რიგი ინფექციური დაავადებების , განსაკუთრებით შავი ჭირის მტარებელია და გამავრცელებელი .  | 
	
| 
			
			 | 
	|
 ზახარა   მღრღნელები   May 27 2010, 19:01
 
 ზახარა   რუხი ვირთაგვა – Rattus n...   May 27 2010, 23:07
 
 ზახარა   ჩია თაგვი –  Micromus minutus
 ...   May 28 2010, 19:29
 
 ზახარა   მცირეაზიური ტყის თ...   May 30 2010, 09:32
 
 ზახარა   ამიერკავკასიური ზ...   May 30 2010, 23:10
 
 ზახარა   მცირეაზიური მექვი...   Jun 11 2010, 07:45
 
 ზახარა   ქარცი მემინდვრია - C...   Jun 11 2010, 18:28
 
 ზახარა   კავკასიური თოვლა მ...   Jun 12 2010, 08:32
 
 ზახარა   პრომეთესეული მემი...   Jun 12 2010, 18:52
 
 ზახარა   რობერტისეული ანუ მ...   Jun 15 2010, 07:38
 
 ზახარა   საზოგადოებრივი მე...   Jun 16 2010, 20:58
 
 ზახარა   ალპური თოვლა მემინ...   Jun 18 2010, 18:20![]() ![]()  | 
	
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th November 2025 - 15:06 |