გასროლის შიში - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

გასროლის შიში, გავრცელებული ფენომენი
Davitus
პოსტი May 19 2010, 21:50
პოსტი #1


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



"შიში გრეხი არაა... " ბევრისთვის ცნობილი ქუჩური ფრაზა, საკმაოდ ობიექტური შეფასების მატარებელია. ამ სტატიის სათაურის წაკითხვისას დარწმუნებული ვარ ბევრმა იფიქრა, რომ თემის შინაარსი ეხება მონადირე ძაღლებს, რომლებსაც ხშირად აქვთ თოფის სროლის დროს გავარდნილი ხმიანობის შიში... მაგრამ ეს ცალკე ტემაა, დღევანდელი სტატია ეხება შიშს, რომელიც საკმაოდ არცთუისე მცირერიცხოვან ადამაიანებს და მათ შორის პროფესიონალ მსროლელებს აქვთ იარაღიდან სროლის მომენტში, და შეიძლება ეს მათ არც კი იციან, რაც ძალიან ცუდია, რადგან სროლის საბოლოო შედეგზე საკმაოდ შთამბეჭდავად აისახება



რას წარმოადგენს გასროლის შიში, ეს არის ადამიანის ორგანიზმის თავდაცვითი საპასუხო რეაქცია ისეთ კომპლექსურ გამღიზიანებელზე როგორიც არის იარაღის უკუცემა, სროლის დროს წარმოქმნილი ძლიერი ხმა და ცეცხლის ალი... აქედან ყველაზე მნიშვნელოვან როლს სროლის დროს წარმოქმნილი ძლიერი ხმა თამაშობს.



ჩემი პირველი დაინტერესება და დაკვირვება ამ მნიშვნელოვანი და ხშირი მოვლენისა გამოიწვია ერთმა შემთხვევამ: სასროლად გავედით მეგობრები, ორივე მეგობარს ქონდა ნასროლი სანადირო თოფი, მაგრამ ერთ-ერთს არ ქონდა ნასროლი ე.წ. სუპერ მაგნუმის ვაზნები. პირველი მეგობრის ნასროლმა ჩემში არანაირი ემოცია არ გამოიწვია, ჩვეულებრივი დამიზება, სასხლეტის გამოკვრა, ძლიერი ხმა, სუპერ მაგნუმისთვის დამახასიათებელი ძლიერი უკუცემა... თითქოს ჩვეულებრივი ამბავია, მართალია მიზანს საკმაოდ აცდა მაგრამ ეს მსროლელის არაპროფესიონალიზმს დავაბრალე.
ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა მეორე მეგობრის გასროლის მცდელობამ, მომზადება, დამიზნების პროცესი, მცირედი დაძაბულობა, სასხლეტის გამოკვრა... და გასაიცარი ფაქტი დავინახე, რამდენიმე კუნთის სპასტიური შეკუმშვა, გრიმასების არაადეკვატური სპაზმი, სანახაობა იყო იმდენად შთამბეჭდავი რომ პირი ღია დამრჩა, მიუხედავად იმისა რომ გასროლა არ მოხდა, უკუცემის ისეთი ცრუ იმიტირება დავინახე აშკარად დავრწმუნდი, გასროლა რომ მომხდარიყო სამიზნეს 2 მეტრით აცდებოდა ალბათ... და ეს იყო ე.წ. "ატსეჩკის" დამსახურება
მაშინვე გამიჩნდა იდეა, მცირედი ექსპერიმენტი ჩამეტარებინა, თოფი გამოვართვი მსროლელს და ჩუმად ჩავდე გასროლილი ვაზნა, გადავეცი პირველ მსროლელს, რომელმაც პირველი აცილება ქარს დააბრალა... დამიზნება, სასხლეტის გამოკვრა და... დანახული კიდევ უფრო გამაოგნებელი... სასხლეტის გამოკვრისას თოფის ლულა იმდენად ამოძრავდა რომ სიცილი ვერ შევიკავე, თუმცა ჩემი დაკვირვება არ გამიმჟღავნებია, იმ დღეს მხოლოდ თოფის კრიტიკა მოვისმინე



სახლში მისვლისთანავე დავიწყე ინტერნეტში ამ ფენომენის ძებნა, ჩემდაგასაკვირად, მედიცინის ენციკოლოპედიებში სადაც უამრავი ფობეიებია აღწერილი, დაწყებული ცოდნის შიშით (Gnosiophobia) დამთავრებული ქაღალდის შიშით (Papyrophobia) ვერ აღმოვაჩინე გასროლის შიში, თუმცა ბევრი სტატია წავიკითხე ამ ფენომენის შესახებ და ჩემი გარკვეული შეხედულებაც ჩამომიყალიბდა.



გეშინიათ თუ არა გასროლის? ბევრმა დაუფიქრებლად შეიძლება თქვას რომ არ ეშინია, და პირიქით ერთი სული აქვს როდის გაისვრის იარაღს, მაგრამ ეს ასეც არ არის.

რას წარმოადგენს გასროლის დროს არსებული შიში? მე ამას აღვწერდი როგორც გაუთვითცნობიერებული, დაძაბული, უნებლიე სპაზმური შეტევით სასხლეტის გამოკვრა, რაც გასროლის დროს არ ჩანს, მაგრამ რომ ჩავწეროთ ვიდეოზე და შენელებული კადრებით დავაკვირდეთ, აშკარად დავინახავტ ტიპიურ სიმპტომებს, რაც გამოიხატება: სახი მიმიკების და გრიმასების მყისიერი ცვლილება, თავის არაადეკვატური მოძაობა სალოყის ან უკუცემის საპირისპიროდ მიმართული, ზოგ შემთხვევაში თვალების რეფლექსური დახუჭვა



ეს სიმპტომები ხშირია ახალბედებშიც, (რომლებსაც არ უსვრიათ იარაღი და დაუფარავი შიში აქვთ) და გამოცდილ მსროლელებშიც, რომლებიც მათთვის აქამდე უცნობ, ახალი კალიბრის იარაღს ისვრიან ან უფრო ძლიერი მუხტის ვაზნებს იყენებენ. ყველაზე საყურადღებო, კი არის უკვე პროფესიონალ მსროლელებში ჩვევად გადაქცეული გასროლის შიშით გამოწვეული სპაზმები, რომელიც შეიძლება შეუიარაღებელი თვალით ვერ შევამჩნიოთ, სამაგიეროდ გასროლის ხარისხზე მაინც მოქმედებს

როგორ უნდა გავიგოთ, გვაქვს თუ არა მსგავსი ქვეცნობიერი შიში, ამისათვის გვჭირდება პარტნიორის დახმარება, სროლის დროს პარტნიორმა ჩუმად უნდა ჩადოს უკვე გასროლილი ვაზნები, სხვადასხვა მონაცვლეობით: მაგალითად 2 ვარგისი ვაზნა, 1 გასროლილი, 3 ვარგისი, 2 გასროლილი, და ა.შ.



შეგვიძლია, პარტნიორის გარეშე, ”ვაზნების მოხარშვის” წესით, ვარჯიში-ტესტირება. ცნობილია რომ ვაზნები ადუღებულ წყალში ჩაყრით, კარგავენ დეტონაციის თვისებას, (ადუღებულ წყალში ხარშვისას არ გავარდება არასდროს) საკმარისია 10 წუთი ვადუღოთ, რომ მივიღებთ ”ფალშ ვაზნებს” რომლებიც არ გამოირჩევა თავიანთი ”თანამოძმეებისგან” სასროლი ვაზნების რაოდენობაში ავურევთ პროპორციით 1/3 და ვიწყებთ სროლას, თან ვაკვირდებით ჩაკვრების სიმძაფრეს

ან მხოლოდ რევოლვერის ტიპის ცეცხლსასროლი თუ გვაქვს, შეგვიძლია რამდენიმე ადგილის გამოტოვებიტ ვაზნის ჩალაგება, შემდეგ ბარაბნის დატრიალება, და გასროლა, შეიძლება ჩვენ თვითონ ვერ შევამჩნიოთ ცრუ გასროლის დროს წარმოქმნილი რეაქცია, მაგრამ დამკვირვებელს ეს არ გამოეპარება


პირადად მეც განვიცდიდი მსგავს "დაავადებას" არამარტო ცეცხსასროლზე, არამედ ზამბარდგუშიან პნევმატიკაზეც კი, საკმაოდ დამეხმარა PCP (წინასწარ დატენვადი პნევმატიკა) ტიპის პნევმატური შაშხანიდან სროლაში ვარჯიში, რადგან ამ ტიპის შაშხანას ხმა და უკუცემა პრაკტიკულად არ გააჩნია



ამ შიშის დასაძლევად, უამრავი მეთოდები არსებობს, ზემოტხსენებული ვაზნების მოხარშვა, მათ შორის მონაცვლეობითი სროლა ფუჭი ვაზნებით და საბრძოლო ვაზნებით, ისე რომ წინასწარ არ ვიცით რას ვისვრით. აგრეთვე დროებით გადასვლა დაბალმუხტიან იარაღზე, შემდეგ ისევ მაღალ მუხტიანი იარაღის თუ ვაზნების ჩანაცვლება და.შ.


შედეგების მიღწევა არ არის რთული და საკმაოდ მალე მიიღწევა, ეს ფენომენი ხშირად უვითარდებათ იმატაც ვინც საკმაოდ ბევრს ისვრის, მაგალიტად იგივე "სტენდავიკებს". ცნობილი ფაქტია რომ ამ დროს ისინი ვარჯიშობენ სპეციალიზირებულ სასხლეტიანი თოფებით, სადაც გასროლა ხდება სასხლეტზე ხელის აშვებით, ასეთი ცანაცვლებითი ვარჯიშები მათ ეხმარება ამ ჩამოყალიბებული ქვეცნობიერი შიშის აღმოფქხ**აში, რაც საუკეათესოდ აისახება სროლის ხარისხში

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
Davitus
პოსტი Jun 13 2010, 17:01
პოსტი #2


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



SPEC

კიბატონო, ასეთი მეთოდიც მეტნაკლებად წარმატებულია, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ნემსას გაწკაპუნებით რომ მთავრდება მაინც ვერ იძლევა გადასარევ შედეგს, მე უფრო PCP მგონია მაგ შემთხვევაში იდეალური მისადაგება, წინასწარ დატენვად პნევმატიკის იარაღს, უკუცემა საერთოდ არა აქვს,

( "გეკო"ს ოდნავ მაინც აქვს), მაგრამ სამიზნის განადგურება საკმაო მანძილზე შეუძლია, როცა ისვრი უკუცემის გარეშე და შედეგსაც ხედავ, როგორ ეფექტურად ნადგურდება სამიზნე ფსიქოლოგიურად ბევრად უფრო ძლიერი მოტივაციაა ვიდრე უბრალოდ ნემსას ჩხაკუნი და საკუტარი ტავისთვის შთაგონება რომ გატენილი ვაზნით ისვრი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
jagermeister
პოსტი Jun 13 2010, 19:47
პოსტი #3


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 464
რეგისტრ.: 19-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(Davitus @ Jun 13 2010, 18:01) *
SPEC

კიბატონო, ასეთი მეთოდიც მეტნაკლებად წარმატებულია, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ნემსას გაწკაპუნებით რომ მთავრდება მაინც ვერ იძლევა გადასარევ შედეგს, მე უფრო PCP მგონია მაგ შემთხვევაში იდეალური მისადაგება, წინასწარ დატენვად პნევმატიკის იარაღს, უკუცემა საერთოდ არა აქვს,

( "გეკო"ს ოდნავ მაინც აქვს), მაგრამ სამიზნის განადგურება საკმაო მანძილზე შეუძლია, როცა ისვრი უკუცემის გარეშე და შედეგსაც ხედავ, როგორ ეფექტურად ნადგურდება სამიზნე ფსიქოლოგიურად ბევრად უფრო ძლიერი მოტივაციაა ვიდრე უბრალოდ ნემსას ჩხაკუნი და საკუტარი ტავისთვის შთაგონება რომ გატენილი ვაზნით ისვრი

vetanxmebi.gif
მაგრამ spec-ის მოყვანილი მაგილითი სასხლეტთან ურთიერთობისთვის კაი სავარჯიშოა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Davitus   გასროლის შიში   May 19 2010, 21:50
- - შადი შამოდი   საინტერესო მოსაზრ...   May 19 2010, 22:14
- - gogita.m   გასაგებია მაგრამ ა...   May 19 2010, 22:19
- - sabo73   Davitus აღფრთოვანებულ...   May 19 2010, 22:24
- - შუკა   მაგ მოვლენას ჩაკვ...   May 19 2010, 22:44
- - ჰერცოგი997   საღოლ კარგადა დაკვ...   May 19 2010, 23:21
- - Davitus   ციტატა(gogitam @ 19th May 2010 ...   May 20 2010, 01:11
- - Maverick   Davitus გეთანხმები ეს შ...   May 20 2010, 08:13
- - იკა კაპანაძე   პატარობისას ყველა ...   May 20 2010, 08:49
- - ნოსო   ქათამზე ერთერთ უშე...   May 20 2010, 10:08
- - Bonehill   მე ეგეთი რამე მომი...   May 20 2010, 10:23
- - hunter777   კარგია დავითუს მეც...   May 20 2010, 11:06
- - იკო1981   ჩემთვისაც ნაცნობი...   May 20 2010, 11:41
- - ლეკი   Davitus საღოლ დავით!! ...   May 20 2010, 11:46
- - გოგა   Davitus კარგათ ჩამოყალ...   May 20 2010, 19:06
- - Davitus   გოგა ყურადღებით წ...   May 20 2010, 23:56
|- - jagermeister   Davitus ძაან საინტერეს...   May 21 2010, 10:43
- - შალვა   Т-55_დან უნდა გქონდეს...   May 21 2010, 14:36
- - გოგა   ციტატა(Davitus @ 21st May 2010 ...   May 21 2010, 19:17
|- - ლეკი   ციტატა(გოგა @ May 21 2010...   May 21 2010, 19:37
- - robiko   ძალიან საინტერესო ...   May 29 2010, 22:13
- - SPEC   ასეთ "ვარჯიშს" ვ...   Jun 13 2010, 14:56
- - Davitus   SPEC კიბატონო, ასეთი ...   Jun 13 2010, 17:01
- - jagermeister   ციტატა(Davitus @ Jun 13 2010, 18...   Jun 13 2010, 19:47


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2024 - 00:10