70-ე საიუბილეო გამოფენა-12-13 ივნისი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
70-ე საიუბილეო გამოფენა-12-13 ივნისი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ლ.ციციშვილის მემორიალი მართლაც ძალიან ლამაზად ჩატარდა.დარწმუნებული ვარ ორგანიზატორებიც,მონაწილეები ც და ჩვენ ,,ოჩოპინტრელებიც" კმაყოფილები ვართ.რამოდენიმე დღეში ჩატარდება საიუბილეო გამოფენა,სადაც წარმოდგენილი იქნება თითქმის ყველა ჯიშის როგორც მეძებარი,ასევე მდევარი,მოკლედ ყველა ის ძაღლი,რომელიც ნადირობაში იქნება გამოყენებული.განსხვავებით მემორიალისგან,რომელზეც პრიზის დაწესება-დამზადებისთვის საათებიღა გვქონდა,ამ გამოფენამდე არის საკმაო დრო იმისათვის,რომ შესაბამისად მომზადებულები ვიყოთ.იმედია,ტელევიზიაც იქნება,პრიზებიც და კარგი სანახაობაც.
დანარჩენი ჩვენზეა... აბა წამოვიდა იდეები... გამოფენა 12-13 ივნისსაა.ადგილი დაკონკრეტდება... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
რეპორტაჟი მიგვყავდა მე და დათას
![]() ისე,დღეს შევნიშნე ოჯახებითაც იყო ხალხი მოსული,თავიანთი ძაღლების რინგზე გამოსვლას ვიდეოთი იღებდნენ გოგონები.ესეც კარგის ნიშანია,უცხოეთშიც ეგრე ხდება და თუ აქაც დაინერგა,ამას რა ჯობია. თენგო, შარშანდელთან შედარებით პოინტერების რიცხვი აშკარად დაბალი იყო,ამის რამოდენიმე მიზეზი არსებობს,რომელზეც აქ არ შევჩერდები,მაგრამ ის,რომ ამ გამოფენაზე წარმოდგენილი ძაღლებიდან უდიდესი უმრავლესობა ერთხელაც არ არის გაყვანილი საველე გამოცდაზე,არაა მოსაწონი.ჩემი რეკომენდაციით ვინც აიყვანა კლუბიდან ლეკვი,ყველას პირობა ჩამოვართვი,საველეზე აუცილებლად გამოიყვანეთ-მეთქი.მათი პატრონებისთვის უცხოა ის წესები,თუ როგორ ხდება გამოფენაზე ძაღლის შეფასება და ბევრს უკვირდა კიდეც თუ რატომ გავიდა რინგზე პირველ ნომრად დაყენებული ძაღლი საბოლოოდ ქულების რაოდენობით მე-4 ან მე-5 ადგილზე.ქულების კომპლექსური შეფასების დადგენილი წესები ბევრისთვის უცხოა და გაუგებრობას იწვევს ხშირად.ჟურნალ ნადირობაში არ მახსოვს იყო თუ არა ამაზე სტატია,მაგრამ მომავალ წელს გამოფენამდე 2-3 თვით ადრე ამაზე კიდევ თუ დაიწერება,მხოლოდ დადებით შედეგს მოიტანს. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2025 - 18:00 |