მღრღნელები, დახასიათება  | 
	 
	 
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
| 
 | 
მღრღნელები, დახასიათება  | 
	 
	 
			
			  May 27 2010, 19:01
			
				 პოსტი
					#1
					
				
			 
		 | 
	|
| 
        	
				
        			 ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი  | 
       
			
			![]() მთიური ბრუცა – Spalax Leucodon ეკუთვნის ბრუცების ოჯახს აღწერილობა : უფრო პატარაა , ვიდრე გიგანტური და ჩვეულებრივი ბრუცები. სხეულის სიგრძე აღწევს 230 მმ –ს , ტერფისა 28 მმ , ზურგის მხარე შეფერილია მოვერცხლისფრო მუქად. გავრცელება : შუა ევროპის სამხრეთი , მოლდავეთი და მასთან მიმდებარე უკრაინის ნაწილი , მცირე აზია , ამიერკავკასია , საქართველოში ახალქალაქის , ასპინძისა და წალკის რაიონები. ცხოვრების ნირი : მთის ველების ტიპიური , სახლდება ჩვეულებრივ მთების ფერდობებზე. ხშირად გვხვდება თავთავიანი კულტურების , ჭარხლისა და კარტოფილის ნათესებში. იკვებება ფესვებით , ფესურებით , ბოლქვებით , ტუბერებით, ჭამს მცენარის მიწისზედა ნაწილებსაც. მრავლდება წელიადში ერთჯერ , მარტიდან – ივნისამდე , შობს 2 –4 ნაშიერს. სამეურნეო მნიშვნელობა: სოროების თხრისას აზიანებს მცენარეთა მიწის ქვეშა ნაწილებს , ხოლო ამ დროს მიწის ზედაპირზე წარმოქმნილი მიწის გროვები ხელს უშლიან თივის აღებასა და სხვა სამუშაოთა შესრულებას. აგროვებს საკვების დიდ მარაგს; მაგალითად , მიწისქვეშა საკუჭნაოში გვხვდება 10– 15 კგ მომარაგებული კარტოფილი და ჭარხალი. ეს იმის მაჩვენებელია , რომ ბრუცა მნიშვნელოვან ზარალს აყენებს სოფლის მეურნეობას . ბეწვის მდარე ხარისხის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. ![]() კავკასიური თაგვანა – Sicista caucasica ეკუთვნის თაგვანასებრთა ოჯახს. აღწერილობა: ძალიან მცირე ზომის მღრღნელია, სხეულის სიგრძე აღწევს 70 მმ–ს, კუდი სხეულზე გრძელია , მისი სიგრძე აღწევს 115 მმ–ს. ყურის სიგრძე 12 მმ , ტერფისა 18 მმ – მდე . კავკასიური თაგვანა მკვეთრად განსხვავდება ამავე გვარში შემავალი დანარჩენი სახეობებისაგან იმით , რომ ძურგის შეფერილობა ერთგვაროვანია ჩალისფერ–მურადან ყავისფერ–ჟანგისფერამდე , ამასთან ზურგზე მუქი ზოლი არა აქვს. გავრცელება: კავკასია. საქართველოში გვხვდება დიდი კავკასიონის დასავლეთ ნაწილში და მცირე კავკასიონზე. ბინადრობს მთების შუა და ზედა ზოლში , მცირერიცხოვანი სახეობაა.  | 
	
| 
			
			 | 
	|
![]()  | 
	
			
			  Jun 15 2010, 07:38
			
				 პოსტი
					#2
					
				
			 
		 | 
	|
| 
        	
				
        			 ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი  | 
       
			
			![]() რობერტისეული ანუ მცირეაზიური მთიური მემინდვრია - Microtus roberti მემინდვრიების ოჯახის წარმომადგენელია. აღწერილობა : სხვა მემინდვრიებისაგან კარგად განსხვავდება სხეული უფრო დიდი ზომით : სხეულის სიგრძე 150 მმ-მდეა , კუდის 115მმ , ყურის 17მმ, უკანა ფეხის ტერფისა 29მმ . ბეწვის შეფერილობა ყავისფერ-მურაა . გავრცელება : კავკასია და მასთან მიმდებარე აზიის ნაწილი . საქართველოში გვხვდება დიდი კავკასიონის სამხრეთ კალთებზე და მცირე კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზე. ცხოვრების ნირი : ბინადრობს ტყის ზონაში შავი ზღვის ნაპირიდან ტყის ზემო საზღვრამდე . ტიპურ ადგილსამყოფელებს შეადგენენ ტყის ტენიანი ნაკვეთები კლდეებითა და ქვაყრილებით . იკვებება ბალახოვანი მცენარეების თესლებითა და მწვანე ნაწილებით . აქტიურია დღე-ღამის განმავლობაში . მრავლდება გაზაფხულის ბოლოდან გვიან შემოდგომამდე . გაკვეთილ მდედრებში ნანახია 7 ჩანასახი. ბიოლოგია ბოლომდე შესწავლილი არ არის . ![]() წყლის მემინდვრია - Arvicola terrestris მემინდვრიების ოჯახის წარმომადგენელია . აღწერილობა : დიდი ზომის მღრღნელია . სხეულის სიგრძე 250მმ , კუდის 151მმ , ყურის 12მმ. სხეულის ზედა მხარე სხვადასხვა ელფერის მორუხო-მურა ფერისაა . ბეწვი ხშირია , თივთიკი კარგადაა განვითარებული , სხეული მასიურია. გავრცელება : ევროპა , აზია , ფართოდაა გავრცელებული კავკასიაში . აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან . ცხოვრების ნირი: ბინადრობს წყალსატევების ნაპირებზე . სოროს გამოსასვლელი ხვრელი ზოგჯერ იმყოფება წყლის ზედაპირის ქვეშ , თუმცა მეტწილად ის იხსნება მიწის ზედაპირზე . ბუდე მოთავსებულია სოროს მშრალ ნაწილში . სოროს სიგრძე და გამოსასვლელი ხვრელების რაოდენობა დამოკიდებულია ადგილმდებარეობის თავისებურებისაგან . იკვებება წყლისა და წყლისპირა მცენარეებით , მოლუსკებით , მწერებით , წვრილი თევზებით , ამფიბიებით . სოროში საკვების მარაგს იკეთებს . მრავლდება წლის თბილი პერიოდის განმავლობაში . წელიწადში ასწრებს 4-ჯერ გამრავლებას . თითო ჯერზე იბადება 10-მდე ნაშიერი . მაკეობის ხანგრძლივობაა 20-22 დღე . გამრავლების უნარი უვითარდება 3 თვის ასაკში . სამეურნეო მნიშვნელობა : აზიანებს მარცვლოვან მცენარეებს , კარტოფილის , ბოსტნეულის ნათესებს. ავრცელებს რიგ ინფექციურ დაავადებებს , როგორიცაა მაგალითად ტულარემია .  | 
	
| 
			
			 | 
	|
 ზახარა   მღრღნელები   May 27 2010, 19:01
 
 ზახარა   რუხი ვირთაგვა – Rattus n...   May 27 2010, 23:07
 
 ზახარა   ჩია თაგვი –  Micromus minutus
 ...   May 28 2010, 19:29
 
 ზახარა   მცირეაზიური ტყის თ...   May 30 2010, 09:32
 
 ზახარა   ამიერკავკასიური ზ...   May 30 2010, 23:10
 
 ზახარა   მცირეაზიური მექვი...   Jun 11 2010, 07:45
 
 ზახარა   ქარცი მემინდვრია - C...   Jun 11 2010, 18:28
 
 ზახარა   კავკასიური თოვლა მ...   Jun 12 2010, 08:32
 
 ზახარა   პრომეთესეული მემი...   Jun 12 2010, 18:52
 
 ზახარა   წითელქუდა მექვიში...   Jun 13 2010, 13:50
 
 ზახარა   საზოგადოებრივი მე...   Jun 16 2010, 20:58
 
 ზახარა   ალპური თოვლა მემინ...   Jun 18 2010, 18:20![]() ![]()  | 
	
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th November 2025 - 15:06 |