მღრღნელები, დახასიათება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მღრღნელები, დახასიათება |
![]()
პოსტი
#1
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() მთიური ბრუცა – Spalax Leucodon ეკუთვნის ბრუცების ოჯახს აღწერილობა : უფრო პატარაა , ვიდრე გიგანტური და ჩვეულებრივი ბრუცები. სხეულის სიგრძე აღწევს 230 მმ –ს , ტერფისა 28 მმ , ზურგის მხარე შეფერილია მოვერცხლისფრო მუქად. გავრცელება : შუა ევროპის სამხრეთი , მოლდავეთი და მასთან მიმდებარე უკრაინის ნაწილი , მცირე აზია , ამიერკავკასია , საქართველოში ახალქალაქის , ასპინძისა და წალკის რაიონები. ცხოვრების ნირი : მთის ველების ტიპიური , სახლდება ჩვეულებრივ მთების ფერდობებზე. ხშირად გვხვდება თავთავიანი კულტურების , ჭარხლისა და კარტოფილის ნათესებში. იკვებება ფესვებით , ფესურებით , ბოლქვებით , ტუბერებით, ჭამს მცენარის მიწისზედა ნაწილებსაც. მრავლდება წელიადში ერთჯერ , მარტიდან – ივნისამდე , შობს 2 –4 ნაშიერს. სამეურნეო მნიშვნელობა: სოროების თხრისას აზიანებს მცენარეთა მიწის ქვეშა ნაწილებს , ხოლო ამ დროს მიწის ზედაპირზე წარმოქმნილი მიწის გროვები ხელს უშლიან თივის აღებასა და სხვა სამუშაოთა შესრულებას. აგროვებს საკვების დიდ მარაგს; მაგალითად , მიწისქვეშა საკუჭნაოში გვხვდება 10– 15 კგ მომარაგებული კარტოფილი და ჭარხალი. ეს იმის მაჩვენებელია , რომ ბრუცა მნიშვნელოვან ზარალს აყენებს სოფლის მეურნეობას . ბეწვის მდარე ხარისხის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. ![]() კავკასიური თაგვანა – Sicista caucasica ეკუთვნის თაგვანასებრთა ოჯახს. აღწერილობა: ძალიან მცირე ზომის მღრღნელია, სხეულის სიგრძე აღწევს 70 მმ–ს, კუდი სხეულზე გრძელია , მისი სიგრძე აღწევს 115 მმ–ს. ყურის სიგრძე 12 მმ , ტერფისა 18 მმ – მდე . კავკასიური თაგვანა მკვეთრად განსხვავდება ამავე გვარში შემავალი დანარჩენი სახეობებისაგან იმით , რომ ძურგის შეფერილობა ერთგვაროვანია ჩალისფერ–მურადან ყავისფერ–ჟანგისფერამდე , ამასთან ზურგზე მუქი ზოლი არა აქვს. გავრცელება: კავკასია. საქართველოში გვხვდება დიდი კავკასიონის დასავლეთ ნაწილში და მცირე კავკასიონზე. ბინადრობს მთების შუა და ზედა ზოლში , მცირერიცხოვანი სახეობაა. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() საზოგადოებრივი მემინდვრია - Microtus socialis ეკუთვნის მემინდვრიების ოჯახს . აღწერილობა : მცირე ზომისაა , ვიდრე ჩვეულებრივი მემინდვრია . სხეულის სიგრძე 125 მმ აღწევს , კუდის 35მმ , ყურის 10მმ , უკანა ფეხის ტერფისა 16მმ .უკანა ფეხის ტერფზე კარგად ჩანს 5 ბორცვი . სხეული შემოსილია ხშირი , მოკლე და რბილი ბეწვით . მისი შეფერილობა ზურგის მხარეზე ჩალისფერ-რუხი , მუცელზე მორუხო-თეთრი , მოყვითალო ელფერით . გავრცელება : ყოფილ სსრკავშირის სამხრეთი ტერიტორია, ყირიმიდან და მარცხენა ნაპირის უკრაინიდან აღმოსავლეთისაკენ ალტაის მთის წინეებამდე (აზოვის ზღვისპირეთი , ჩრდილო კავკასია , აღმოსავლეთ ამიერკავკასია , თურქმენეთი , შუა აზია) , საქართველოში მდ. მტკვრის აუზის ვაკეები და მთის ძირები . ცხოვრების ნირი : ადგილსამყოფელები დაკავშირებულია მშრალი ველის და ნახევარადუდაბნოს ფართობებთან ქსეროფილური ბალახოვანი და ბუჩქისებრი მცენარეულობით . სახლდება ყამირზე , მრავალწლიანი ბალახების , მარცვლოვანი და სხვა სასოფლო-სამეურნეო მცენარეების ნათესებში , ბაღებში , მიჯნებზე , სარწყავი არხების ნაპირებზე . იკვებება მრავალნაირი მცენარეებით , ჭამს მათ მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილებს , თესლებსა და ნაყოფებს . თხრის სოროებს , რომლებიც შედგება მრავალი მიწისქვეშა სასვლელებისაგან , რომლებიც 50 სმ-მდე სიღრმეზე მდებარეობენ . სოროში ბუდე და საკვების მარაგის შესანახი კამერები განლაგებულია 25-30 სმ სიღრმეზე . ცხოველმოქმედია მთელი წლის განმავლობაში . აქტიურია დღისით და ღამითაც . მაგრამ განსაკუთრებით საღამოს და დილის საათებში . საზამთროს საკვებს არ იმარაგებს . მრავლდება მთელი წლის განმავლობაში , მაგრამ გამრავლების ინტესივობა კლებულობს ზამთარსა და ზაფხულში . ასწრებს წელიწადში 7-8 გამრავლებას და თითოჯერზე შობს 10-12 ნაშიერს . მაკეობის ხანგძლოვობაა 20 დღე . ახალგაზრდა მემინდვრიები უკვე 1,5 თვის ასაკში იწუებენ გამრავლებას . მემინდვრიების სიცოცხლის ხანგრძლივობა 8-9 თვეს აღწევს , საშუალოდ კი 5-6 თვეს . სამეურნეო მნიშვნელობა : ძალიან დიდ ზარალს აყენებს სოფლის მეურნეობას თავთავიანი კულტურებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო მცენარეების ნათესების და ხეხილის ახალგაზრდა ნარგავების დაზიანებით . ავრცელებს ინფექციურ დაავადებებს . ![]() ბუჩქნარის მემინდვრია - Microtus majori ეკუთვნის მემინდვრიების ოჯახს . აღწერილობა : სხეულის სიგრძე 110 მმ-მდეა , კუდის 35მმ , ყურები მოკლეა , თვალები პატარაა . სხეულის შეფერილობა ცვალებადია , უფრო ხშირად მოყავისფრო-წაბლისფერია, ქარცი ფერით. გავრცელება : მცირე აზია , კავკასია , საქართველოში თითქმის ყველგანაა ზღვის დონიდან 3000 მ სიმაღლემდე . ცხოვრების ნირი : ბინადრობს ტყეებში , ბუჩქნარებში , სუბალპურ და ალპურ მდელოებზე . იკვებება მრავალგვარი ბალახებით , თესლებით , ფესურებით . წლის განმავლობაში ადგილობრივი პირობებისგან დამოკიდებით იძლევა 3-4 ნაყარს , რომელთაგან თითოეულში შვიდამდე ნაშიერია . სამეურნეო მნიშვნელობა : მაღალმთის რაიონებში აზიანებს ქერის ნათესებს , მდელოებს. Xელს უშლის ტყის განახლებას , ვინაიდან აზიანებს ტყის ჯიშების აღმონაცენს . |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th July 2025 - 20:33 |