მღრღნელები, დახასიათება  | 
	 
	 
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
| 
 | 
მღრღნელები, დახასიათება  | 
	 
	 
			
			  May 27 2010, 19:01
			
				 პოსტი
					#1
					
				
			 
		 | 
	|
| 
        	
				
        			 ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი  | 
       
			
			![]() მთიური ბრუცა – Spalax Leucodon ეკუთვნის ბრუცების ოჯახს აღწერილობა : უფრო პატარაა , ვიდრე გიგანტური და ჩვეულებრივი ბრუცები. სხეულის სიგრძე აღწევს 230 მმ –ს , ტერფისა 28 მმ , ზურგის მხარე შეფერილია მოვერცხლისფრო მუქად. გავრცელება : შუა ევროპის სამხრეთი , მოლდავეთი და მასთან მიმდებარე უკრაინის ნაწილი , მცირე აზია , ამიერკავკასია , საქართველოში ახალქალაქის , ასპინძისა და წალკის რაიონები. ცხოვრების ნირი : მთის ველების ტიპიური , სახლდება ჩვეულებრივ მთების ფერდობებზე. ხშირად გვხვდება თავთავიანი კულტურების , ჭარხლისა და კარტოფილის ნათესებში. იკვებება ფესვებით , ფესურებით , ბოლქვებით , ტუბერებით, ჭამს მცენარის მიწისზედა ნაწილებსაც. მრავლდება წელიადში ერთჯერ , მარტიდან – ივნისამდე , შობს 2 –4 ნაშიერს. სამეურნეო მნიშვნელობა: სოროების თხრისას აზიანებს მცენარეთა მიწის ქვეშა ნაწილებს , ხოლო ამ დროს მიწის ზედაპირზე წარმოქმნილი მიწის გროვები ხელს უშლიან თივის აღებასა და სხვა სამუშაოთა შესრულებას. აგროვებს საკვების დიდ მარაგს; მაგალითად , მიწისქვეშა საკუჭნაოში გვხვდება 10– 15 კგ მომარაგებული კარტოფილი და ჭარხალი. ეს იმის მაჩვენებელია , რომ ბრუცა მნიშვნელოვან ზარალს აყენებს სოფლის მეურნეობას . ბეწვის მდარე ხარისხის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. ![]() კავკასიური თაგვანა – Sicista caucasica ეკუთვნის თაგვანასებრთა ოჯახს. აღწერილობა: ძალიან მცირე ზომის მღრღნელია, სხეულის სიგრძე აღწევს 70 მმ–ს, კუდი სხეულზე გრძელია , მისი სიგრძე აღწევს 115 მმ–ს. ყურის სიგრძე 12 მმ , ტერფისა 18 მმ – მდე . კავკასიური თაგვანა მკვეთრად განსხვავდება ამავე გვარში შემავალი დანარჩენი სახეობებისაგან იმით , რომ ძურგის შეფერილობა ერთგვაროვანია ჩალისფერ–მურადან ყავისფერ–ჟანგისფერამდე , ამასთან ზურგზე მუქი ზოლი არა აქვს. გავრცელება: კავკასია. საქართველოში გვხვდება დიდი კავკასიონის დასავლეთ ნაწილში და მცირე კავკასიონზე. ბინადრობს მთების შუა და ზედა ზოლში , მცირერიცხოვანი სახეობაა.  | 
	
| 
			
			 | 
	|
![]()  | 
	
			
			  Jun 18 2010, 18:20
			
				 პოსტი
					#2
					
				
			 
		 | 
	|
| 
        	
				
        			 ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი  | 
       
			
			![]() ალპური თოვლა მემინდვრია - Microtus nivalis ეკუთვნის მემინდვრიების ოჯახს. აღწერილობა : სხეულის სიგრძე 130მმ-ს აღწევს , კუდის 70მმ . სხეულის შეფერილობა ჩალისფერ-რუხია . კუდი ერთი ფერისაა , ბაცია . ფეხებიც უფრო ბაცი სეფერილობისაა , ვიდრე სხეული . გავრცელება : დასავლეთი ევროპა , ბალკანეთის ნახევარკუნძული , მცირე აზია , სირია, პალესტინა , ამიერკავკასია . საქართველოში გვხვდება ბორჯომის ხეობაში , თრიალეთის ქედზე , დიდი კავკასიონის სამხრეთ კალთებზე და სხვაგან , ზღვის დონიდან 3800 მ სიმაღლემდე . ცხოვრების ნირი : ბინადრობს უმთავრესად სუბალპურ და ალპურ ზონაში . მდელოებზე, კლდოვან ადგილებზე , ქვაყრილებზე , სადაც იკეთებს ბუდეს . იკვებება ნაირგვარი ბალახებით . საზამთროდ იმარაგებს ბალახოვან მცენარეებს და მათ თესლებს . მრავლდება წლის თბილ პერიოდში და ასწრებს ორჯერ გამრავლებას . თითოეულ ჯერზე იბადება ექვსამდე ნაშიერი . ამ მემინდვრიის ბიოლოგია სუსტადაა სესწავლილი . სამეურნეო მნიშვნელობა : აზიანებს მთის მდელოების მცენარეულობას , მაგრამ მემინდვრიის მცირე რიცხობრივობის გამო ზარალი უმნიშვნელოა. ![]() ჩვეულებრივი მემინდვრია - Microtus arvalis ეკუთვნის მემინდვრიების ოჯახს . აღწერილობა : საშუალო სიდიდის მემინდვრიაა . სხეული სიგრძე 140 მმ-მდეა , კუდის 49 მმ . ყერები მოკლეა , ბეწვის შეფერილობა სხეულის ზედა მხარეზე მუქი-რუხი , მოქარცისფრო ელფერით , მუცელზე მოთეთრო-რუხი . უკანა ფეხების ტერფზე მკაფიოდ ჩანს 6 ბორცვი . გავრცელება : ევროპა , აზია , ირანსა და ოსმალეთამდე სამხრეთით და მანჯურიამდე აღმოსავლეთით . საქართველოში გვხვდება მის აღმოსავლეთ ნაწილში, დიდი კავკასიონის სამხრეთ კალთებზე და სამხრეთ საქართველოს ზეგანზე. ცხოვრების ნირი : ბინადრობს ღია სტაციებში : ველებზე , მდელოებზე , ველობებზე , ნაჩხატსა და ხნულებზე , ბაღებსა და ნათესებში , ბოსტნებში , მიჯნებზე , გზებისა და სარწყავ არხების გასწვრივ და ა. შ. ძირითადი საკვებია ბალახების მწვანე ნაწილები და თესლები , კარტოფილი , ჭარხალი და სხვ . ცხოველმოქმედია მთელი წლის განმავლობაში . ზაფხულობით უფრო აქტიურია დილისა და საღამოს საათებში , ხოლო ზამთარში დღისით . ბინადრობს სოროში , რომელსაც თვითონ თხრის . სორო ღრმა არ არის , მაგრამ რთულია ; ის შედგება მიწისქვეშა სასვლელების ქსელებისაგან და აქვს 20-30 გამოსასვლელი ხვრელი . ბუდეს იკეთბს სოროში , 25-30 სმ სიღრმეზე . იმარაგებს საკვებს მცირე დროისათვის და ხარჯავს მას მაშინ , როცა იძულებულია იჯდეს სოროში . საზამთროდ საკვების მარაგს არ იკეთებს . მრავლდება წლის თბილი პერიოდის განმავლობაში და წელიწადში 7-მდე ნაყარს იძლევა ; თითოეულ ნაყარში ნაშიერების რაოდენობა 11-ს აღწევს . მაკეობის ხანგრძლოვობაა 20 დღე . ახალდაბადებული მემინდვრიები სწრაფად ვითარდებიან და უკვე სიცოცხლის მეორე თვეში იქყებენ გამრავლებას . თივის ზვინებში მრავლდება ზამთრობითაც . სამეურნეო მნიშვნელობა : პურეული მარცვლოვნების დაზიანებით დათესვიდან მოსავლის აღებამდე დიდ ზარალს აყანებს სოფლის მეურნეობას , გასაკუთრებით მასობრივი გამრავლების წლებში ; ძალიან აზიანებს ჭარხლისა და კარტოფილის ნათესებს .ავრცელებს ინფექციურ დაავადებებს , ამიტომ ამ მღრღნელს სისტემატიურად ებრძვიან .  | 
	
| 
			
			 | 
	|
 ზახარა   მღრღნელები   May 27 2010, 19:01
 
 ზახარა   რუხი ვირთაგვა – Rattus n...   May 27 2010, 23:07
 
 ზახარა   ჩია თაგვი –  Micromus minutus
 ...   May 28 2010, 19:29
 
 ზახარა   მცირეაზიური ტყის თ...   May 30 2010, 09:32
 
 ზახარა   ამიერკავკასიური ზ...   May 30 2010, 23:10
 
 ზახარა   მცირეაზიური მექვი...   Jun 11 2010, 07:45
 
 ზახარა   ქარცი მემინდვრია - C...   Jun 11 2010, 18:28
 
 ზახარა   კავკასიური თოვლა მ...   Jun 12 2010, 08:32
 
 ზახარა   პრომეთესეული მემი...   Jun 12 2010, 18:52
 
 ზახარა   წითელქუდა მექვიში...   Jun 13 2010, 13:50
 
 ზახარა   რობერტისეული ანუ მ...   Jun 15 2010, 07:38
 
 ზახარა   საზოგადოებრივი მე...   Jun 16 2010, 20:58![]() ![]()  | 
	
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th November 2025 - 15:05 |