მგლები - პრობლემა #1 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მგლები - პრობლემა #1 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მეგობრებო,
ყველასთვის ცნობილია მგლების შემოსევების შესახებ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მთელი ზამთრის განმავლობაში, რასაც ასე თუ ისე ეძებნებოდა ლოგიკური ახსნა (დიდთოვლობა, ყინვები, საკვების სიმცირე+ომის ფაქტორი), მაგრამ ახლა უკვე ზაფხულის პერიოდში დაწყებულ "მგლურ რეიდებს" არ ვიცი რა ახსნა მოეძებნება. მე მაინტერესებს, იღებს თუ არა რაიმე ზომებს გარემოს დაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით და თუ იღებს, რაში მდგომარეობს ეს ზომები. და კიდევ - ჩვენ თუ შეგვიძლია დახმარება მოსახლეობისთვის? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მარტო მგელზე არ არის საუბარი... დღესდღეობით ტურა უარესი მავნებელია, ვიდრე მგელი... რამდენჯერ შემხვედრია მინდორში მწყერის სეზონის დროს. სართიჭალისკენ ტრასაზე გადამხტარ მელას ხომ თითქმის ყოველდღე ვხედავდი. ამის რეგულირებაა საჭირო, მგელი და ტურა მე არ ვამბობ, როკმ მთლიანად გავწყვიტოთ, მაგრამ მხოლოდ ისეთი მცირე რაოდენობით უნდა იყოს შენარჩუნებული, რაც ავადმყოფი ცხოველების ბუნებრივი წესით გამოსახშირად იქნება საკმარისი, და არა ისე, როგორც დღეს არის, რომ მგელი და ტურა სხვა ერთადაღებულ ცხოველებზე უფრო მეტია...
![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th September 2025 - 08:20 |