პირველადი დახმარება გველის კბენის შემთხვევაში, მოკლე რჩევა ინტოქსიკაციასთან ბრძოლაში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
პირველადი დახმარება გველის კბენის შემთხვევაში, მოკლე რჩევა ინტოქსიკაციასთან ბრძოლაში |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
მოგესალმებით ყველა მონადირესა და მეთევზეს,
მითუმეტეს ძაღლზვოდებს ![]() ვარ თქვენი ფორუმის ახალი წევრი. ვიტომ თავის დროზე მთხოვა, რომ გამეზიარებინა ის ცოდნა ძაღლის გადარჩენის საკითხში რაც თავის დროზე ერთმა ექიმმა და ვეტერინარმა გამიზიარეს. გიურზა, ამ სიტყვის გამოგონს ტანში ჟრუანტელი გასდის (ოღონდ მე გამონაკლისი ვარ). ნებისმიერი გასვლის დროს, იქონიეთ თან მცირე ე.წ. აპტეჩკა ანუ სამოგზაურო აფთიაქი. რომელშიც გექნებათ ხსნარის სახით, ამპულებში 1. ათროპინი; 2. სუპრასტინი; 3. ნო-შპა. სუპრასტინისა და ათროპინის შეყვანა ხდება ერთდროულად, დოზირება დამოკიდებულია მედიკამენტის კონცენტრაციაზე და ძაღლის წონაზე (ჩვეულებრივად სუპრასტინი - 1მგ/კგ-ზე ; ათროპინი კი - 1მგ ერთჯერად დოზად). ნო-შპის შეყვანა, ესეც კუნთში, ხდება პირველი ინიექციიდან რამოდენიმე წუთში. არ დავიწყებ პრეპარატების ფიზიოლოგიური ზემოქმედების აღწერას, ექიმები მიხვდებიან. ნაკბენის გარშემო საჭიროა გამწმენდი ღონისძიებების ჩატარება, კომპრესების (გიპერტონიული) ვიშნევსკის მალამოს სახით. პოინტერი, ნაკბენი იყო დრუნჩის არეში, 3 წლის, გადარჩა. 10-14 დღე ძაღლი დამოკიდებული იყო პატრონზე. ახლა კი ძველი ხალხური მეთოდი, რომელიც თუ არ ვცდები ჩეხოვს ჰქონდა აღწერილი. ამით არჩენენ გველგესლის ნაკბენს, თუმცა გიურზა გველგესლის ნათესავია. ვეძებთ ახლო-მახლო ნემსიწვერას, ვსრისავთ ან ვღეჭავთ და ვადებთ ან ვიდებთ ნაკბენზე. კარგი იქნება თუ ამ მცენარეს მოვაგროვებთ და პროცედურას დღეში რამოდენიმეჯერ გავიმეორებთ. ნემსიწვერა სწრაფმოქმედი საშუალებაა. აი შესაბამისი ბმულიც, რომ შეხედოთ ამ საოცარ მცენარეს: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%...%83%A0%E1%83%90 |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
(vipera lebetina obtusa) იგივე გიურზა, სირგძეში აღწევს 1.5 იშვიათად 2 მეტრს ბინადრობს მშრალ გაუდანბოებულ ან ნახევრად გაუდაბნოებულ ქვა-ღორღიან ადგილებში, საქართველოში გვხვდება გარეჯას უდაბნოში ბლომად, ივრის ხეობაში, ვარძიის მთელ ტერიტორიაზე, ტარიბანაზე, ჭაჭუნას აღკვეთილის ტერიტორიაზე. გამოირჩევა აგრესიულობით განსაკუთრბით ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე, როგორც ყველა ქვეწარმავალი არის ცივსისხლიანი და მისი აქტიურობა დამოკიდებულია გარემოს ტემპერატურაზე, აქვს საშიში ნეიროტოქსიკური შხამი, ძლიერი კუნთოვანი ტორსი მოკლე ტანთან შედარებით წვრილი კუდი და კისერი, თავი ბლაგვი სამკუთხედის ფორმისაა კისრის მხარეს გამოხატული გააფართოებებით, ( შხამიანი ჯირკვლები აქ მად) შეფერილობა რუხი ნაცრისფერიდან თითქმის მოშავო ფერამდე შეიძლება იყოს, გააჩნია ასაკს დ აწელიწადის დროს. მისი ნაკბენი ძალიან საშიშია თუ კბენიდან 30 წუთის განმავლობაში რამე ზომა არ იქნა მიღებული მთავრდება ლეტალური შედეგით. ნაკბენი მით საშიშია რაც ახლოსაა ცენტრალურ ნერვიულ სისტემასთან, თავთან. საველე პირობებში ნაკბენის საწინააღრმდეგოპდ შეიძლება გამოყენებული იქნეს ნოვოკაინური ბლოკადა ნაკბენის ირგვლივ, და კალიუმ პერმანგანატის (მარგანცოვკა) 0.5% ხსნარი ეს პროცედურა ვერ განკურნავს მაგრამ დამატებით რამდენიმე წუთს გვაჩუქებს იმისთვის რომ დაკბენილი სტაციონარში გადავიყვანოთ. არსებობს გიურზას შხამის საწინააღრმდებო შრატიც მაგრამ ეს შრატი ვერ იტანს ტრანსპორტირებას და ვერს ტემპერტურის ცვალებადობას და თან შენახვის მცირე დრიოო აქვს. ქვია ,,ანტი გიურზინი,, და რომც იყოს საშუალება ყველა ვერ გააკეთებს და ყველა დაკბენილს ვერ გაუკეთებ ამ შრატს, სანამ გაკეთება ხდება დაკბენილის გმაოკვლევა შრატის მიმართ მგრძნობელობაზე და ამის შემდეგ კეთდება ზემოთ აღნიშნული შრატი. გიურზას შხამი შხამი წარმოადგენს რთულ ცილოვან ნაერთს და მდგრადია ტემპერატურის მიმართ ანუ ნაკბენის ამოწვას აზრი არა აქვს, თუმცა გიურზას შხამი ღიად ჰაერზე და მზის შუქზე მალევე იშლება და აღარ წარმოადგენს საშიშროებას რამდენიმე საათის შემდეგ. ნაკბენის შედეგი დამოკიდებულია წელიწადის დროზე ადრე გაზაფხულზე გიურზა ახალი გაღვიძემულია და შხამიც ბლომად აქვს ჯირკვლებში ასე რომ ამ როს კბენისას ძალიან დიდი რაოდენობა შხამს შესტყორცნის ჭრილობაში რაც შესაბამისად მეტად საშიშია, შემოდგომით კი ყველამ იცით რომ ხდება ტემპარტურის სწრაფი ცვალებადობები რაც ძალიან აღიზიანებს გიურზას და ამ დროს განსაკუთრებულად აგრესიუულია, მაგრამ ამ დროს საკვები ბევრი აქვს შესაბამოსად რამდენიმე ნაკბენს აკეთებს კვირაში და შხამიც ცოტა ექნება ჯირკვლებში. მოგახსენებთ რომ გველებს რამდენიმე თვე შუუძლიათ რომ არ ჭამონ.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 23:17 |