პირველადი დახმარება გველის კბენის შემთხვევაში, მოკლე რჩევა ინტოქსიკაციასთან ბრძოლაში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
პირველადი დახმარება გველის კბენის შემთხვევაში, მოკლე რჩევა ინტოქსიკაციასთან ბრძოლაში |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
მოგესალმებით ყველა მონადირესა და მეთევზეს,
მითუმეტეს ძაღლზვოდებს ![]() ვარ თქვენი ფორუმის ახალი წევრი. ვიტომ თავის დროზე მთხოვა, რომ გამეზიარებინა ის ცოდნა ძაღლის გადარჩენის საკითხში რაც თავის დროზე ერთმა ექიმმა და ვეტერინარმა გამიზიარეს. გიურზა, ამ სიტყვის გამოგონს ტანში ჟრუანტელი გასდის (ოღონდ მე გამონაკლისი ვარ). ნებისმიერი გასვლის დროს, იქონიეთ თან მცირე ე.წ. აპტეჩკა ანუ სამოგზაურო აფთიაქი. რომელშიც გექნებათ ხსნარის სახით, ამპულებში 1. ათროპინი; 2. სუპრასტინი; 3. ნო-შპა. სუპრასტინისა და ათროპინის შეყვანა ხდება ერთდროულად, დოზირება დამოკიდებულია მედიკამენტის კონცენტრაციაზე და ძაღლის წონაზე (ჩვეულებრივად სუპრასტინი - 1მგ/კგ-ზე ; ათროპინი კი - 1მგ ერთჯერად დოზად). ნო-შპის შეყვანა, ესეც კუნთში, ხდება პირველი ინიექციიდან რამოდენიმე წუთში. არ დავიწყებ პრეპარატების ფიზიოლოგიური ზემოქმედების აღწერას, ექიმები მიხვდებიან. ნაკბენის გარშემო საჭიროა გამწმენდი ღონისძიებების ჩატარება, კომპრესების (გიპერტონიული) ვიშნევსკის მალამოს სახით. პოინტერი, ნაკბენი იყო დრუნჩის არეში, 3 წლის, გადარჩა. 10-14 დღე ძაღლი დამოკიდებული იყო პატრონზე. ახლა კი ძველი ხალხური მეთოდი, რომელიც თუ არ ვცდები ჩეხოვს ჰქონდა აღწერილი. ამით არჩენენ გველგესლის ნაკბენს, თუმცა გიურზა გველგესლის ნათესავია. ვეძებთ ახლო-მახლო ნემსიწვერას, ვსრისავთ ან ვღეჭავთ და ვადებთ ან ვიდებთ ნაკბენზე. კარგი იქნება თუ ამ მცენარეს მოვაგროვებთ და პროცედურას დღეში რამოდენიმეჯერ გავიმეორებთ. ნემსიწვერა სწრაფმოქმედი საშუალებაა. აი შესაბამისი ბმულიც, რომ შეხედოთ ამ საოცარ მცენარეს: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%...%83%A0%E1%83%90 |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ზოგიერთი კბენის შემთხვევაში ვითარდება ანაფილაქსიური შოკიო ამბობ და რა იგულისხმება როგორი კბენა კბენაზე არ არის დამოკიდებული ანაფილაქსიური შოკი, ეს ადამიანზეა დამოკიდებული, ანაფილაქსიური შოკის მიმართ მიდრეკილ ადამიანებში ფუტკრის ნაკბენზეც ვითარდება წელს ზემოთ როგორ უნდა გიკბინოს ახტომა რამე იცის???? როგორც hunter777-მა დაგიწერა, ძირითადად დაკბენა ხდება მუხლს ქვემოთ, როცა ადამიანი გამართულ მდგომარეობაში მოძრაობს, გიურზას დაახლოებით 25-30 სმ-ის სიმაღლეზე შეუძლია მიწვდეს მსხვერპლს წელს ზემოთ კბენა უკვე ადამიანის პოზაზეა დამოკდებული და იშვიათ შემთხვევაში ხდება ძირითადად ტანსაცმელს რაც შეეხება ანტისნეიკები რა არის?? ანტისნეიკებს ეძახიან, წვივის ან მთლიანად წვივბარძაყის დამცავ ერთგვარ საფარველს, რომელიც შარვლის გარეთ მაგრდება ![]() ![]() და თუ პეხზე სპეც ბოტები"ვალინკები" გაცვია, შეძლებს რომ შემოგახტეს მაგაშიც გიკბინოს,გაატაროს???? როგორც წესი, თუ ფეხსაცმელი ნაჭრის კეტების მსგავსი არ არის, პრაკტიკულად კბენის შანსი ნულია, ჩემი ღრმა რწმენით კეტებშიც ვერ გაატანს გიურზას კბილები, მთავარია რა სიმაღლის სპეცფეხსაცმელი გაცვია, მუხლამდე თუ გიცავს არანაირი პრობლემა არაა |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th July 2025 - 10:45 |