Benchmade NRA Steigerwalt, ვინ რა იცის ამ დანის შესახებ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
Benchmade NRA Steigerwalt, ვინ რა იცის ამ დანის შესახებ |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
მოგესალმებით ყველას მაინტერესებს თუ ვინმეს ჰქონია ეს დანა გვითხრას როგორია და რა არის ამხელა ინტერნეტ სივრცეში ერთი ორი საიტი თუ მოიძებნება რო ამ დანაზე ჰქონდეთ საუბარი ერთერთ რუსულ საიტზე ოპინელს შეადარეს რაც მე ძალიან მახარებს რადგან ძალიან მომწონს ოპინელის პირი მაგრამ საჩემოდ ბევრი ნაკლი აქვს ,მაგალითად:პირი იცვლის ფერს.მაგის მაიმუნი საკეტი არ მომწონ ძალიან(ერთი ხელით ვერ გახსნი დანას(და თუ დასველდა ძალიან ვერც ორი ხელით)) ეს დანები წარმოებიდან მოხსნილია (ანუ აღარ გამოდის) გამოდიოდა ორი სახის ფოლადისგან 440c და D2 ეს უკანასკნელი თავისი თვისებებით ძალიან მომწონს მე მინდა მომავალში ამ დანის შეძენა და მაინტერესებს ყველაფერი დეტალებში |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 933 რეგისტრ.: 30-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ესეიგი, მაქვს ერთი შტამპოვკა, ეს არის სპაიდერკო პოლიციის მოდელი, რკინის. რო ვიყიდე გვერდითი თამაში არ ქონია. დიდი ხნის ხმარების შემდეგ არ გასჩენია, ან თუ გაუჩნდა ვერ შევამჩნიე (რისი შანსი არის ძალიან მცირე, ყოველ დღე ვათამაშებ პოლიციას ხელში და ვამოწმებ, ვერ ვიტან როცა დანა თამაშობს ან ცენტრირება არ არის იდეალური როცა დაკეტილია და ა.შ.)
ასე 2-3 თვის ხმარების შემდეგ დამივარდა ასე ორი მეტრი სიმაღლიდან გრანიტზე. დავარდა პირით, გვერდულად. შედეგად გაუჩნდა მცირე ყანყალი, ძალინ მცირე, რომელსაც ვერაფერი ვუშველე. ეს რომ ყოფილიყო ვინტზე, ავდგებოდი და მოვუჭერდი, მარა ამას ვერაფერს ვშველი. შტამპოვკა ადვილად არ ეშვება, მარა თუ დაეშვა ვსიო, მთEლი ცხოვრება ნერვებს უნდა გიშლიდეს! ყველა დანარჩენი დანა რაც მაქვს არის ვინტზე. ძალიან ბევრს ვხმარობ, მაგრამ არ დაშვებულა. ზატო როცა დაზეთვა დასჭირდა შაიბებს, ადვილად დავუშვი, გემრიელად დავზეთე და ისევ იმ დონეზე დავაყენე როგორც იყო. ადვილად ვხსნი ცერა თითის მარტივი მოძრაობით, მარა გვერდიტი თამაში არც ერთც არ აქვს (გარდა ბერ ჰოკბილისა, რომელსაც რაღაც დავუზიანე და იმის შემდეგ ვეღარ ვარეგულირებ ისე რომ ადვილად იხსნებოდეს და არ ყანყალებდეს :( ) რაც შეეხება 440C ფოლადს. მაგას ნუ უყურებ, იგივე ბოკერ ექსკალიბურს 440C ყელში ამოსდის. ძალიან კარგი ფოლადია, ევროპელები სულ მაგას იყენებენ. საერთოდ ფოლადის მარკა გადამეტებულად არის წარმოჩენილი. მართალია კარგია სუპერ-დუპერ ფოლადი, მაგრამ იმდენი განსხვავება არაა, რაც ზოგიერთს გონია. მე მაგალითად თუ დანა მართლა მომწონს ფოლად სნაკლებ ყურადღებას ვაქცევ, მთავარია 420 ან კიდევ უფრო უარესი ფოლადი არ იყოს და დანარჩენი უკვე შეფარდებითია. crkt დანებიდან რიპლი კი მოგეწონა, მარა რიპლიზე იყო რაღაც განხილვები, და ამბობდნენ თავისი მინუსები აქვსო, აი ეროსს კი მინუსები საერთოდ არ აქვს. თან დიდი ზომის ეროსი 1.4 უნციაა, როცა პატარა რიპლი არის 2.4 უნცია. გეუბნები, არც ერთია დიდი წონა და არც მეორე, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მივა, ძალიან მნიშვნელოვანია თვითოეული გრამი! ეს ორივე ისეთი დანებია, რო ყოველდღიურად ჯიბით უნდა ატარო. წარმოიდგინე ისე ხარ გამოწყობილ, რომ შარვალს ჯიბეები არ აქვს, დანა კი პერანგის ჯიბეში გიდევს. ასეთ შემთხვევაში, რაც უფრო მსუბუქია ნივთი, მით ნაკლებად დისკომფორტს შექმნის იგი გულის ჯიბეში. პატარა წონა მიიღწევა საკმაოდ კარგად გააზრებული დიზაინით და გამოყენებული მასალით. ტიტანი საკმაოდ მსუბუქია, ეროსი ტიტანისგანაა გაკეთებული. აი რიპლი კი ფოლადია. არ ვიცი როგორ გადმოვცე, ცოტა ძნელია, მარა ფოლადის დანები პატარა ზომაში დიდ წონას იკავებენ. იგივე სპაიდერკლო პოლისი ძალიან ცუდ შეგრძნებას ტოვებს ჯინსის ჯიბეშიც კი, მარტო იმიტომ, რომ მიუხედავად მისი თხელი ფორმატისა, საკმაოდ მძიმეა და რატომრაც პატარას და მძიმეს ფეხი აღიქვამს როგორც ძალიან უსიამოვნო საგანს. მილიტარყ უფრო სქელია და დიდი, მარა შედარებით მსუბუქია და ჯიბით რომ ატარებ საერთოდ ვერ გრძნობ. ამ შემთხვევაშიდაც დარწმუნებული ვარ ასე იქნება, ეროსი ჯიბეში გაცილებით შეუმჩნეველი და სასიამოვნო იქნება, ვიდრე რიპლი. ხო, მართლა, ბენჩმეიდმა თუ დაიპყრო შენი გული, მაშინ ეს საერთოდ გულს მოგიკლავს: http://www.knifecenter.com/kc_new/store_detail.html?s=BM741 დიდი მოშნი და უტილიტალური პირი. ცნობილი აქსის ლოქ მექანიზმი, რომელიც განთქმულია თავისი მუშაობის სიზუსტით და სირბილით (ასევე მაღალი საიმედოობითაც. ადრე ერთ-ერთი ბენჩმეიდი მეჭირა ხელში ამ ტიპის ჩამკეტით და იმის მერე კარგა ხანი ბექლოქისაკენ გახედვა აღარ მინდოდა...), CPM 154 CM ფხვნილოვანი ფოლადი (არის ასევე არაფხვნილოვანი 154 CM ფოლადებიც, თუმცა ფხვნილოვანი უფრო პრესტიჟულად ითვლება), G-10-ის ტარი. დიზაინი ეკუთვნის აწ გარდაცვლილ ბობ ლამს, ძალიან მაგარ დიზაინერს და ოსტატს. დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი მისი ნებისმიერი დიზაინის დანას, განსაკუთრებით ამას და კიდევ seki cut მიერ დამზადებულ encounter. პროსტო მონსტრია და ჯიბითაც ატარებს კაცი (გულის ჯიბით ვერა ოღონდ, მარა შარვალში პრობლემა არ იქნება. მილიტარის ხელაა დაახლოებით, იმას კიდევ უყვარს ჯიბეში ყოფნა ![]() ბევრი არ იფიქრო გეუბნები, აირჩიე რომელიმე. თუ მაინც და მაინც ბენჩმეიდის მურამი გაქვს, მე ამას გირჩევდი. თუ ამდენის გადახდა არ გინდა, მაშIნ ექსკალიბური ძაან მაგარი რამეა. მოკლედ რავი, მე მეტი რაღა ვქნა, აწი შენზეა. ![]() ვამატებ ვიდეოს: |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th July 2025 - 15:12 |