სადღეგრძელო - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

სადღეგრძელო, ქართული სუფრის მთავარი ატრიბუტი
ლეკი
პოსტი May 10 2010, 13:42
პოსტი #1


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა გარკვეული მიზეზების გამო: 1. ყველას გვიყვარს ქეიფი და დროსტარება, 2. დიდ პატივს ვცემთ ქართულ კულტურას და ტრადიციას, 3. ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართულ სუფრას, 4. არ არსებობს ქართული სუფრა თამადისა და სადღეგრძელოს გარეშე. ამ თემაში დავწეროთ ჩვენი საყვარელი სადღეგრძელოები(ან ვისაც რა უნდა ის დაწეროს) და მემგონი თუ ერთმანეთს ცოდნას გავუზიარებთ ამ სფეროში, მგონია რომ ცუდი არ იქნება... თქვენი მონა-მორჩილი და ფორუმელი ლეკი newsmile041.gif ..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ლეკი
პოსტი Jun 28 2010, 19:17
პოსტი #2


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




ყველამ იცით ალბათ ომ ადრე ვაზი მაღალი იყო,
სწორი და არ იყო მიხრილ-მოხრილი. ამასთან
დაკავშირებით ერთი კაცი დაინტერესდა და
ვაზთან მივიდა და კითხა რამდენი წლისა ხარო?
მე საქართველოს ხნისა ვარო, საქართველოს
გაჩენის დღიდან ვარსებობო- უპასუხა ვაზმა.
ეგ როგორო გაიკვირვა კაცმა და ამ საუბარს
გვერდით მდგომი მოხუცი ისმენდა და იმან
უთხრა მოდი მე გაგცემ პასუხსო. და დაიწყო
მოყოლა:"ეს ამბავი ხდება ადრე ძველ დროში
როცა საქართველო განიცდიდა შემოტევებს
სხვადასხვა სჯულისა და ქვეყნის ხალხისგან.
ალაზნის ველზე მოხდა შემოტევა ლეკების.
შემოიჭრნენ და ანადგურებდნენ ყველაფერს
რაც გზად შეხვდებოდათ. ალაზნის ჭალაში
ერთი ქალი შეიტყუეს, რომელსაც ხელში
თოთო ბავშვი ეჭირა და გაქცევას ცდილობდა..
საბრალოდ კიოდა ქალი და შველას ითხოვდა,
მაგრამ კაციშვილი არ ჩანდა. ეს ლეკი თანდათან
უახლოვდებოდა ხმლის ქნევით. ბოლოს ქალმა
რო ვერაფერი მოახერხა შევარდა ერთ ვენახში
და დამალვა დააპირა. დაიჩოქა ვაზის წინ და
სთხოვა: გემუდარები, შენი მადლის ჭირიმე,
შენ მაინც გადამარჩინე ამ უბედურებისგანო.
ვაზებმა ერთმანეთს გადახედეს და თითქოს
გაიგეს თხოვნაო და წელში ისე მაგრად მოიხარნენ
რომ მიწას გაერთხნენ და ტკივილი იგრძნეს.
თავისი ლერწები კი ქალსა და ბავშვს შემოხვიეს
მჭიდროდ. ეს ლეკი როცა მიუახლოვდა ვენახს
დაინახა ვაზი და გაუკვირდა აქამდე ასედი
დახლართული ვაზი არ მინახავსო დაეჭვი შეეპარა.
მივიდა და ვაზს ხმლით დაუწყო ჩეხვა. ვაზი
ეხვეოდა და ეხვეოდა საბრალო დედა-შვილს,
ცდილობდა როგორმე გადაერჩინა ისინი. ლეკი
კი ჩეხავდა და ჩეხავდა. როცა სულ გაკაფა ვაზი
დედას შეეშინდა და მიშველეს თქმა დააპირა
მაგრამ "მიშ"-ს თქმაღა მოასწრო და სისხლმა
დაფარა გულ-მკერდი, სასტიკმა მომხდურმა
ბავშვსაც თავი მოაჭრა და იქაურობა სისხლით შეიღება.
მოჭრილი ვაზის ტოტებიდან ჩამონადენი ცრემლი ბანდა
დედა-შვილს სისხლიან გულ-მკერდს... ვაზი ტიროდა..
თითქოს განიცდიდა ამ უბედურებას"... კაცმა ამის
მოყოლა დაასრულა და თქვა იმის შემდეგ არის ვაზი
წელში მოხრილი, დაგრეხილი.. ამ ამბის შემდეგ ვაზი
დედისა და პატარა ბავშვის ნაცვლად მავთულებსა და
ბოძებს ეხვევა და ვაზის რომელი ნაწილიც არ უნდა
მოაჭრა ცრემლი სდის. საქართველოს როცა შემოესეოდნენ
მტრები პირველ რიგში ვაზსა და ქართველ კაცს ანადგურებდნენ,
მაგრამ ვერცერთის გაწყვეტა და გადაშენება ვერ შეძლეს. მოდით
ამ სავსე ჭიქით და მღელვარე გულით ქართულ ვაზს გაუმარჯოს..


ციტატა(Davitus @ Jun 28 2010, 19:48) *
ლეკი

რაიყო შეყვარებული ხარ?

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif არა დავით სამწუხაროდ ჯერ არ ვარ newsmile029.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ლეკი   სადღეგრძელო   May 10 2010, 13:42
- - შოთა.03   კაი თემაა, სხვათაშ...   May 10 2010, 13:55
|- - ლეკი   ციტატა(შოთა.03 @ May 10 2...   May 10 2010, 13:59
- - შოთა.03   ლეკი ეხლა სამსახუ...   May 10 2010, 14:07
- - Davitus   შოთა.03 თუ თემა გაიხ...   May 10 2010, 14:40
- - ჭალიმგელა   მე სადღეგრძელოებს ...   May 10 2010, 14:40
- - ლეკი   მაშინ მე დავწერ ერ...   May 10 2010, 21:39
- - ჰერცოგი997   ეეს გაკლდათ სრული ...   May 11 2010, 00:10
- - ბალა   ერთხელ ერთ ბედუინს...   May 11 2010, 00:51
- - ლევანი   ციტატა(:)ZORAIDE:) ...   May 11 2010, 02:03
- - იკო1981   მშვიდობას გაუმარჯ...   May 11 2010, 02:05
- - DATKA   ,,тост без вина это как брач...   May 11 2010, 08:52
- - შალვა   ვირტუალური მონადი...   May 11 2010, 13:29
- - შოთა.03   ჰერცოგი997 ციტატა(herco...   May 11 2010, 18:55
- - გიორგი   ესეიგი იყო ერთი ჭა...   May 11 2010, 20:08
- - Bonehill   ჰერცოგი997 თავი ვერ ...   May 11 2010, 20:10
- - ლეკი   გიორგი   May 12 2010, 06:53
- - kervala   მაგარი იყო ძააან   May 12 2010, 10:52
- - ლეკი   მოდით ამ ჭიქით... პი...   Jun 28 2010, 15:49
- - Davitus   ლეკი რაიყო შეყვარ...   Jun 28 2010, 18:48
- - ლეკი   ყველამ იცით ალბათ ...   Jun 28 2010, 19:17
- - hunter777   ბიჯოო ეს უღვინოდ ს...   Jun 28 2010, 21:09
- - ჯეკო   hunter777 ბიჯო შენ რაღა მ...   Jun 28 2010, 21:15
- - ლევანი   ციტატა(leki_gio @ 28th June 2010 ...   Jun 28 2010, 22:15
- - ლეკი   ეს სადღეგრძელო რო ...   Jun 28 2010, 22:44
- - ლეკი   დალიე ძმაო რას უცდ...   Jul 14 2010, 10:10


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd August 2025 - 21:17