ჯარიმები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ჯარიმები |
![]()
პოსტი
#1
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ვინმემ თუ იცით საქართველოს მობინადრე ფრინველების და ცხოველების მოკვლასთან დაკავშირებით რა ჯარიმებია დაწესებული?
hunter777 საიტზე თუ დევს იქნებ ლინკი დადო,შენ რომ გეცოდინება ეჭვი არ მეპარება. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მუხლი 85. გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების
არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების დაცვის წესების დარღვევა, აგრეთვე გარეულ ცხოველთა თვითნებური გადასახლება ახალ საბინადრო გარემოში, თვითნებური ტრანსლოკაცია და ჰიბრიდიზაცია 1. გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების დაცვის წესების დარღვევა, აგრეთვე გარეულ ცხოველთა თვითნებური გადასახლება ახალ საბინადრო გარემოში, თვითნებური ტრანსლოკაცია (ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, რესტოკინგი) და ჰიბრიდიზაცია, – გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ გარეულ ცხოველთა სახეობების მიმართ ან სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, – გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ათას სამას ლარამდე. (25.07.2006. N3516) მუხლი 851. ქიმიურ საშუალებათა (მათ შორის, მცენარეთა დაცვის და ნიადაგის განოყიერების ქიმიურ საშუალებათა) გარემოში გამოყენების ნორმებისა და ამ ქიმიურ საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა, რამაც ზიანი მიაყენა ცხოველთა საბინადრო გარემოს ქიმიურ საშუალებათა (მათ შორის, მცენარეთა დაცვის და ნიადაგის განოყიერების ქიმიურ საშუალებათა) გარემოში გამოყენების ნორმებისა და ამ ქიმიურ საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა, რამაც ზიანი მიაყენა ცხოველთა სამყაროს და მათ საბინადრო გარემოს, - გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე. მუხლი 852. გარეულ ცხოველთა ზოოლოგიური კოლექციების (ზოოპარკების, ზოობაღების, ოკეანარიუმების, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის რეზერვატების) გარემოდან გარეულ ცხოველთა ამოღების გზით შექმნისა და შევსების წესების დარღვევა გარეულ ცხოველთა ზოოლოგიური კოლექციების (ზოოპარკების, ზოობაღების, ოკეანარიუმების, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის რეზერვატების) გარემოდან გარეულ ცხოველთა ამოღების გზით შექმნისა და შევსების წესების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე. (25.07.2006. N3516) მუხლი 853. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან სხვა ისეთ მოქმედებათა ჩადენა, რომლებსაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ასეთი ცხოველების სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ანდა ამ ცხოველთა მოპოვება მოპოვების ნებართვაში მითითებულ პირობათა დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება, – გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ექვსას ორმოცდაათ ლარამდე, თანამდებობის პირთა დაჯარიმებას სამასიდან რვაას ორმოცდაათ ლარამდე, დამრღვევის პირადი საკუთრების საგნების კონფისკაციით, რომლებიც აღნიშნულ დარღვევათა ჩადენის იარაღი იყო, ან უამისოდ, მოპოვებული ცხოველების კონფისკაციით. (06.06.2003 N2359) მუხლი 854. უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით, გარეულ ცხოველთა დერივატებით და მათგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით, გარეულ ცხოველთა დერივატებით და მათგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას სამას ლარამდე, ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი დერივატებისა და მათგან გამომუშავებული პროდუქციის კონფისკაციით. (25.07.2006. N3516) მუხლი 855. გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების წესების დარღვევა სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობსათვის ზიანის თავიდან აცილების მიზნით განხორციელებული, გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების წესების დარღვევა, - გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე. (საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი N759 _ პარლამენტის უწყებანი, 1997 წ., N33, გვ.3) მუხლი 86. ნადირობისა და თევზჭერის წესების, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა 1. შიდა წყალსატევებში თევზჭერის წესების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ოთხას ლარამდე, თევზსაჭერი იარაღის, წყლის სატრანსპორტო საშუალებებისა და მოპოვებული თევზის კონფისკაციით ან უამისოდ. 2. წყლის ყველა ტიპის ზომამცირე სატრანსპორტო საშუალების (ნავები, ნახევარბარკასები, მოტოფელუგები და მცირე სიმძლავრის კატარღები) გამოყენებით საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების მოპოვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, – გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ათას ლარამდე, თევზსარეწი იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით. 3. ნადირობის, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ხუთას ლარამდე, მოპოვებულისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ანდა იმ იარაღით ან საშუალებებით, რომლით (რომლებით) ნადირობაც აკრძალულია, – გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან შვიდას ლარამდე, მოპოვებულისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. 5. თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვება საქართველოს კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებში ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში თევზსარეწი იარაღით ან მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით, თევზის ანდა წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების განადგურების სხვა საშუალებებით (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), – გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათი ათასიდან ორმოცდაათი ათას ლარამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ზღვის ნაკრძალ რაიონში, აკრძალულ დროს ან ადგილას, თევზის ან ზღვის სხვა ცოცხალი ორგანიზმების მიმართ, – გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათი ათასიდან სამოცდაათი ათას ლარამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის ან ზღვის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით. (25.07.2006. N3516) ესენი მოვიძიე რაც ვნხე. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th May 2025 - 23:42 |