გლუვლულიანი სანადირო თოფის ბალისტიკა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გლუვლულიანი სანადირო თოფის ბალისტიკა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ბალისტიკა შეისწავლის ჭურვის მოძრაობას,(საფანტი , ტყვია, საარტილერიო ჭურვი და ა.შ) აქედან გამომდინარე ბალისტიკა იყოფა ორ ნაწილად ლულის შიდა ბალისტიკა და ლულის გარე ბალისტიკა! ხახნილლულიანსა და გლუვლულიან იარაღში ბალისტიკას სხვადახვა მახასიათებელი აქვს ლულის კონსტრუქციიდან გამომდინარე, ასევე სხვედესხვაა გლუვლულიან იარაღშიც კალიბრისა და ლულის შიდა გეომეტრიიდან გამომდინარე. გლუვლულიანი თოფის ბალისტიკური მონაცემების ცოდნა დაგვხმარება თავიდან ავიცილოთ არასრულფასოვანი გასროლები , მაქსიმალურად ეფექტურად დავამზადოთ სანადირო ვაზნები შევარჩიოთ ქარხნულად გატენილი კონტეინერიანი თუ უიმისო ვაზნები ჩვენი თოფისათვის, ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს მონადირეზეც და იარაღზეც. ბალისტიკის ცოდნა საშუალებას გვაძლევს გავიაზროთ თუ როგორი დამიზნება სჭირდება ანუ რა წინსწრებაა საჭირო მინაფრენ ფრინველზე სროლისას სხვადასხვა ამინდის და კლიმატის პირობებში. იცით რომ ლულა მთელი სიგრძის მანძილზე ერთი დიამეტრის არაა აქედან გამომდინარე საფანტი ლულაში მოძრაობისას რამდენჯერმე გადაეწყობა ლულის შიდა დიამეტრის ზომაზე ამ დროს დეფორმირდება ზეწოლისა და ლულასთან შეხებისას ასევე ერთმანეთთან მიწოლის გამო და იცვლის ფორმას და წონასაც კი! აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ლულის შიდა არხის ფორმას ზომას სიგლუვეს და საფანტების რაოდენობასაც კი ანუ თუ საფანტი ჭარბადაა ვაზნაში მეტი მასა აქვს და აქედან გამომდინარე ლულაში მოძრაობისას მეტი ძალა ადგება როგორც ლულის კედლებს ისევე თვითეულ საფანტის მარცვალს განსაკუ
თრებით კი კონტეინერის ძირში მოთავსებულ მარცვლებს. ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 280 რეგისტრ.: 18-June 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
თუ შეგიძლიათ რჩევა მომეცით. ჟაკნის სროლა რომელი ნასადკიდან შეიძლება იარაგი (სტოგერი მ 2000)
ისე რომ ლულა არ დაშავდეს ანუ რა არის რეკომენდირებული? წინასწარ გიხდით მადლობას ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
თუ შეგიძლიათ რჩევა მომეცით. ჟაკნის სროლა რომელი ნასადკიდან შეიძლება იარაგი (სტოგერი მ 2000) ისე რომ ლულა არ დაშავდეს ანუ რა არის რეკომენდირებული? წინასწარ გიხდით მადლობას ![]() მაპატიე რომ მოგვიანებით გპასუხობ მოუცლელობა მჭირს ეს დღეებია! 1) გლუვლულიანი სანადირო თოფიდან სასროლ ცალ ტყვიას ჟაკანი არ ქვია არამედ ქვია იაკანი ( ეს იმ კაცის გვარია რომელმაც შექმნა ცალი ტყვიის ერთ ერთი მოდელი და მის საპატივსაცემოდ მისი გვარიდაარქვეს სახელად. ანუ იაკანი არის ცალი ტყვიის ერთ-ერთი სახეობა. 2) ცალი ტვია და მათ შორის იაკანი აუცილებელია ვესროლოთ ნაკლებ შევიწროვებიანი ლულიდან ანუ, ცილინდრი, შევიწროვებული ცილინდრი, თუმცა თუ ვიხმართ ქვეკალიბრულ ტყვიებს ნებისმიერი ტიპის ლულიდან შეიძლება ვესროლოთ მაგალითად კირობჩანკა, პოლევი, მონოლიტი, ჰექსოლიტი, ბლონდო. 3) ამავე თემაში წინა გვერდებზე მაგ თემასთან დაკავშირებით ამომწურავიად მაქვს განხილული ცალი ტყვიის გლუვლულიანიდან სროლის წესები და ნიუანსები. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th May 2025 - 11:40 |