შაორი 2010, დიიიდი გასეირნება :) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
შაორი 2010, დიიიდი გასეირნება :) |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გასვლა შედგა... კლუბის წევრებიდან 9 კაცმა, მივიღეთ უდიდესი სიამოვნება, დავისვენეთ, გავერთეთ, გავგრილდით და ისევ გეახელით მშობლიურ, ადუღებულ ქალაქს...
მონაწილე კლუბის წევრები: ვიტო ჭალიმგელა გიორგი TAMPLIER ლევანი (ლეონ ბლექი) დაჩი ჩელე ჰერცოგი997 Davitus TLC PRADO Nissan MISTRAL Hundai GALOPPER უზომო რაოდენობის სურათები გადავიღეთ, რეპორტისთვის ამოვარჩევ ყველაზე საუკეთესოებს და რამდენიმეს, დავიწყოთ ქრონოლოგიურად იყო და არა იყო რა... გასვლის იდეაზე უკეთესი რა იქნებოდა... იყო ერთი იაღოვა, არა 8 იაღოვა : ))) დღე I მოკლედ პარასკევს, ზუსტად იმ დღეს, კატა რომ ვერ შესწვდა ძეხვს, 8:00 ზე პირველი ეკიპაჟი შევიკრიბეთ, ბევრისთვის ცნობილ ორტაჭალის ბენზინგასამართ სადგურთან, ამჯერად არც წითლად იყო შეღებილი და არც ყვითლად... გამჭვირვალედ იყო... ამიტომ სურათი ვერ გადავიღეთ შეკრებილი პირველი ეკიპაჟის სასტავი ვიყავით: გიორგისაჭესთან, გემის კაპიტანი, მისი აღმატებულება შოფერი, TAMPLIER კაპიტნის გვერდით, არანაკლებ მნიშვნელოვან პოზიციაზე: მინდა ვიყო შტურმანი, ჩელე კაპიტნის უკან, პოზიციაზე: იესლი შტო, " ვაზღვევ, თუ ვიზღვევ?"Davitus ანუ მენა, პოზიციაზე: იესლი შტო, "მე აირბეგი რათ მინდა როცა წინ ტამპლიერა მიზის" : ) A პინკტიდან გავემართეთ B პუნკტში, მეორე ეკიპაჟთან რომელთა შემადგენლობაშიც იყვნენ: ჭალიმგელა "მემარჯვენე" გემის კაპიტანი, ვიტო კაპიტნის გვერდით, შტურმანი, დიდი იაღოვა, "მოდელირებული მძღოლი" (უბრალოდ საჭე არ ქონდა), ლევანი იგივე ლეონ ბლეკი, დაჩი კაპიტნის უკან, პოზიციით: მე მგზავრობა რათ მინდა, ძილი მირჩევნია გასვლა შედგა დადგენილი გურჯისტანული სიზუსტით, სადღაც 9 სთვის დავიძარით თბილისი- შაორი, 1 კაციც და გავდივართ როგორც იქნა დავიძარით ![]() ნისანის ეკიპაჟის კაპიტანი ჭალიმგელა ![]() ოჩოს რეკლამირებაში არავინ დამასწროსო და... : ) ![]() დაჩის ძინავს... (აი ჭკვიანი კაცი) ![]() გზაში ვინ როგორ ერთობოდა და ვინ როგორ... ![]() ![]() მგზავრობა კარგია, მაგრამ პური არა ვჭამოოოთ მამაძალი? ზესტაფონში ჰერცოგი997-ს და მის ბიძაშვილს შევხვდით, ბაზარიც ავითვისეთ და დილის უჭმელებმა, მივაშურეთ რესტორანს, სახელი და ადგილმდებარეობა არ მახსოვს, შიმშილისგან ვერ ვიხედებოდი თვალებში... ![]() მაგიდასთან სანამ სუფრა გაიშლებოდა, ყველაფერზე მიდიოდა სჯა-ბაასი ![]() ზოგი ფეხზე მდგარი საუბრობდა, ზოგიც წამომჯდარი ![]() ამ არეულობით ისარგებლა დაჩიმ და დაიძინა ![]() ეს მშიერი ჭალიმგელას ნამოქმედარი ფოტოა, მშიერმა კუჭმა არ იცის დანდობა... მერე რა რომ უმია... ![]() სუფრა შეივსო და ყველა ხასიათზე მოვიდა, ტამპლიერმა ხელიც კი აგვიწია და გაგვიღიმა : ) ![]() კუჭდამშვიდებულები გავუდექით გზას შაორისკენ... ![]() დაჩიმ არც აქ დაკარგა დრო... : ) ![]() შემდეგი გაჩერება - თლუღი კარგი ჭამის მერე, წყურვილის მოკვლა აუცილებელი ამბავია, ამიტომ რიგით 7-ე გაჩერებაც განხორციელდა ნაქერალაზე ![]() კოლონა კვლავ დაიძრა ![]() დაჩი კვლავ თავის ამპლუაშია ![]() საბარგულის ნადვილი დანიშნულება ყველამ კი არ იცის... აგერ ისწავლეთ სივრცის მაქსიმალური გამოყენება ![]() ჩავაღწიეთ... თუ ავაღწიეთ... სოფელ თლუღში ვართ ![]() გაგრძელება შემდეგ პოსტში... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ვაგრძელებ ვიტოს პოსტში : )))
ამასობაში შაორზე ნისლი ჩამოწვა, რა რომანტიკულია, თუმცა მარტო რომანტიკისტვის ვის ცხელა, სუფრა გვიხმობს ![]() სუფრაც გაიშალა, მოკლედ რა გინდა სულო და გულო... შემოვუსხედით... თამადობს ის ვინც პირველმა დაიჭირა თებზი, ანუ ლევანი. ტრადიციული სადღეგრძელოები... ბახუსიც გვეპარება, ხოდა ახლა რა უნდა მოექიფე კაცს? ![]() ![]() ![]() ![]() ჰერცოგას ეშმაკურად ეღიმება, რაღაც სუპრიზი აქვს ეტყობა მომზადებული... : ) ![]() და აი საკვირველება... მეჩვენება ამ შუა ტყეში თუ აკორდეონი დავინახე? ![]() არა ბახუსი არაფერ შუაშია... ეს ჰერცოგას ბიძაშვილი - ვალერია, პროფესიონალი მომღერალი, კაი დამკვრელი, პურისმჭამელი კაცი ![]() ხოდა წავიდა და წავიდაააააა.... ყველამ კამერები და აპარატები მოიმარჯვა ![]() ![]() ესეც პირველად გამოვიდა კავშირზე იაღოვა... სულის სახით მოგვეფინა და ჩვენთან ერთად მიეცა მხიარულებას : ))))) ![]() მოულოდნელი სტუმარი ამ ღრიანცელში და სიცილ ხარხარში (მოგეხსენებათ, ოჩოპინტრელების ქეიფის დროს რა სიწყნარეა ხოლმე) ვიღაცამ დაიკივლა, არიქა ზარის ხმაო... წამოხტა ხალხი, რაის აკორდეონი, რაის მწვადი, რაის ღვინო ბოშო... ვინ საით გარბოდა ვერ გაიგებდი ამ სიბნელეში... დიდი დავიდარაბის და ჯაჯგურის შემდეგ, სპეცოპერაციის შედეგად, მყუდროების დამრღვევი დამნაშავეც აყვანილ იქნა ![]() ![]() ამ კაცს არც აკორდეონი ახსოვდა და არც არაფერი, ისეთი გახარებული იყო : )))) ![]() ძილი შაორის პირას ანუ პირველი დღის დასასრული... კარგი ემოციებით დატვირთული, ბახუსნაზიარები, დაღლილი და დაქანცული მაგრამ მაინც ფხიზელი ძილით, "კლიოვის" მოლოდინში, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში განლაგებული ოჩოპინტრელები ![]() ![]() ძლინებისა გვისურვა ![]() და პაპიროსის კვამლში გაეხვია, მდუმარე ფიქრებით: კარპზე, საზანზე, ხვალინდელ დღეზე, ვინ დათვლის რამდენ რამეზე ![]() პირველი დღეც მიიწურა, შედეგი გვაქვს - უზარ მაზაააარი : )))) 1 კარპი და 2 საზანი... ყველა მომავალი დღის იმედით იძინებს, ბევრს ღამის იმედი აქვს და სადარაჯოზეა, თუმცა ცალი თვალით მაინც ძინავს... ემოციურად დატვირთული დღე იყო, ვიმხიარულეთ და გავერთეთ გაგრძელება იქნება... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 21:07 |