შაორი 2010, დიიიდი გასეირნება :) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
შაორი 2010, დიიიდი გასეირნება :) |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გასვლა შედგა... კლუბის წევრებიდან 9 კაცმა, მივიღეთ უდიდესი სიამოვნება, დავისვენეთ, გავერთეთ, გავგრილდით და ისევ გეახელით მშობლიურ, ადუღებულ ქალაქს...
მონაწილე კლუბის წევრები: ვიტო ჭალიმგელა გიორგი TAMPLIER ლევანი (ლეონ ბლექი) დაჩი ჩელე ჰერცოგი997 Davitus TLC PRADO Nissan MISTRAL Hundai GALOPPER უზომო რაოდენობის სურათები გადავიღეთ, რეპორტისთვის ამოვარჩევ ყველაზე საუკეთესოებს და რამდენიმეს, დავიწყოთ ქრონოლოგიურად იყო და არა იყო რა... გასვლის იდეაზე უკეთესი რა იქნებოდა... იყო ერთი იაღოვა, არა 8 იაღოვა : ))) დღე I მოკლედ პარასკევს, ზუსტად იმ დღეს, კატა რომ ვერ შესწვდა ძეხვს, 8:00 ზე პირველი ეკიპაჟი შევიკრიბეთ, ბევრისთვის ცნობილ ორტაჭალის ბენზინგასამართ სადგურთან, ამჯერად არც წითლად იყო შეღებილი და არც ყვითლად... გამჭვირვალედ იყო... ამიტომ სურათი ვერ გადავიღეთ შეკრებილი პირველი ეკიპაჟის სასტავი ვიყავით: გიორგისაჭესთან, გემის კაპიტანი, მისი აღმატებულება შოფერი, TAMPLIER კაპიტნის გვერდით, არანაკლებ მნიშვნელოვან პოზიციაზე: მინდა ვიყო შტურმანი, ჩელე კაპიტნის უკან, პოზიციაზე: იესლი შტო, " ვაზღვევ, თუ ვიზღვევ?"Davitus ანუ მენა, პოზიციაზე: იესლი შტო, "მე აირბეგი რათ მინდა როცა წინ ტამპლიერა მიზის" : ) A პინკტიდან გავემართეთ B პუნკტში, მეორე ეკიპაჟთან რომელთა შემადგენლობაშიც იყვნენ: ჭალიმგელა "მემარჯვენე" გემის კაპიტანი, ვიტო კაპიტნის გვერდით, შტურმანი, დიდი იაღოვა, "მოდელირებული მძღოლი" (უბრალოდ საჭე არ ქონდა), ლევანი იგივე ლეონ ბლეკი, დაჩი კაპიტნის უკან, პოზიციით: მე მგზავრობა რათ მინდა, ძილი მირჩევნია გასვლა შედგა დადგენილი გურჯისტანული სიზუსტით, სადღაც 9 სთვის დავიძარით თბილისი- შაორი, 1 კაციც და გავდივართ როგორც იქნა დავიძარით ![]() ნისანის ეკიპაჟის კაპიტანი ჭალიმგელა ![]() ოჩოს რეკლამირებაში არავინ დამასწროსო და... : ) ![]() დაჩის ძინავს... (აი ჭკვიანი კაცი) ![]() გზაში ვინ როგორ ერთობოდა და ვინ როგორ... ![]() ![]() მგზავრობა კარგია, მაგრამ პური არა ვჭამოოოთ მამაძალი? ზესტაფონში ჰერცოგი997-ს და მის ბიძაშვილს შევხვდით, ბაზარიც ავითვისეთ და დილის უჭმელებმა, მივაშურეთ რესტორანს, სახელი და ადგილმდებარეობა არ მახსოვს, შიმშილისგან ვერ ვიხედებოდი თვალებში... ![]() მაგიდასთან სანამ სუფრა გაიშლებოდა, ყველაფერზე მიდიოდა სჯა-ბაასი ![]() ზოგი ფეხზე მდგარი საუბრობდა, ზოგიც წამომჯდარი ![]() ამ არეულობით ისარგებლა დაჩიმ და დაიძინა ![]() ეს მშიერი ჭალიმგელას ნამოქმედარი ფოტოა, მშიერმა კუჭმა არ იცის დანდობა... მერე რა რომ უმია... ![]() სუფრა შეივსო და ყველა ხასიათზე მოვიდა, ტამპლიერმა ხელიც კი აგვიწია და გაგვიღიმა : ) ![]() კუჭდამშვიდებულები გავუდექით გზას შაორისკენ... ![]() დაჩიმ არც აქ დაკარგა დრო... : ) ![]() შემდეგი გაჩერება - თლუღი კარგი ჭამის მერე, წყურვილის მოკვლა აუცილებელი ამბავია, ამიტომ რიგით 7-ე გაჩერებაც განხორციელდა ნაქერალაზე ![]() კოლონა კვლავ დაიძრა ![]() დაჩი კვლავ თავის ამპლუაშია ![]() საბარგულის ნადვილი დანიშნულება ყველამ კი არ იცის... აგერ ისწავლეთ სივრცის მაქსიმალური გამოყენება ![]() ჩავაღწიეთ... თუ ავაღწიეთ... სოფელ თლუღში ვართ ![]() გაგრძელება შემდეგ პოსტში... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
დღე II
დილა, მაკარონი, ჭალიმგელა (იტალიური აქცენტით) დილა ყველასთვის სხვადასხვანაირად გათენდა, ჯამში ალბათ ყველა დაღმართზე დაგებულ ქვეშაგებს წყევლიდა : )))) დაჩიმ ცუდი სიზმარი ნახა, ვერ არის ხასიათზე ![]() ცოტა მამილომ დაუყვავა, თორემ ცუდად იყო საქმე, კარვიდან არ გამოდიოდა : ))) ![]() ჭალიმგელა ლუი დე ფიუნეზის გამომეტყველებით, რაც იმას ნიშნავს რომ დილიდან საგმირო საქმე გააკეთა, მზარეულის ამპლუა მოირგო ![]() ჩელეს სიზმარში ჩვენება ქონდა, დღეს კაი კადრები გელისო, ამიტომ დილიდან ფოტოკამერას ხელს არ უშვებდა ![]() ვიტო სტიუარდინგის განყოფილებაში აღმოჩნდა დილიდან... ჯამჭურჭელს ხეხავს და რეცხავს... ეტყობა პახმელიაზე გამოსვლის ნაცადი ხერხია... ბებერი მონადირეა... იცის სეკრეტები : ))) ![]() გიორგის ვერ გაუთენდა მთლად გადასარევი დილა, პრინციპში ვერც ღამე ქონდა კარგი, ვინაიდან კარავი ტამპლიერნახევრიანი იყო, ასეთ პოზაში მოუწია ძილი, ნუ... პრაკტიკულად კარავში იყო : )))) ![]() მხოლოდ ანკესები არიან ისე როგორც იყვნენ, დუმან, და ჩაფიქრებულები ჩვენს მრავალფეროვან დილას ვერც კი ამჩნევენ ![]() ჭალიმგელა დილიდან ფუსფუსებს, რას ამზადებს კაციშვილმა არ იცის, წინა დღეს კერძი წამოცდა, გოგოს სახელი ერია, მაგრამ ვერავინ ვერ დავიმახსოვრეთ. სამზარეულო გრაფიკი უკვე შედგენილია, დღეს ჭალიმგელა იცმევს წინსაფარს, ხვალ ვიტო... ჩელემ უკვე პირნათლად მოიხადა პოვრის ვალი... ![]() ამასობაში დილის საუზმეც იშლება... ![]() ესეც ჭალიმგელას დაპირებული კერძი, მაკარონი ყველით ![]() ჩავუჯექით, ამჯერად ბახუსისთვის არ დაგვიძახია ![]() ![]() ამაზე ნერწყვი ნუ მოგადგებათ... გუშინდელი შემორჩენილია, რეზინაა... უბრალოდ სუფრას ამშვენებს, თვალს უხარია რომ უყურებ და მაკარონიც კარგად იჭმევა... ტაკტიკური ჩანაფიქრია, მააშ : )))) ![]() მალე ჰერცოგა დაგვემშვიდობა და მცირე ოფროუდ ინცინდენტი გვაჩუქა... და გიორგის პრადოც დაასაქმა... ამსახველი ვიძიუც იქნება ![]() ჭყუმპალფართი დღე იწყება იმის ფიქრით თუ რითი ვიუსაქმუროთ, რა გავაფუჭოთ და რითი გავერთოთ : )))) მართალია შაორზე ვართ, და თბილისთან შედარებით იქ ცივა, მაგრამ ჩვენ უკვე აკლიმატიზაცია გავიარეთ და უფლება გვაქვს მოვიმიზეზოთ რომ საშინლად გვცხელა : )))) მცირე ფოტოკოლაჟი აქ განასახიერეს: ვითომ ჭალიმგელა იაღოვაა, ტამპლიერი და ვიტო კი მისი ყურმოჭრლი მონები და თაყვანს ცემენ : ))))) ![]() აქ განასახიერებენ ზღვის მობინადრეებს, ამოხტომის პროცესში: ვიტომ დელფინი ვარო, ტამპლიერმა - არ მესროლოთ გნებდებითო, ჭალიმგელა ვეშაპის ამოხტომის იმიტაციას აკეთებს : ))) ![]() ვიტოს ბატერფლაი... ბატერფლაის რა გითხრათ მაგრამ, ბოინგის ფრთებივით კი აქვს გაშლილი მკლავები... აფრენას ცდილობს, მაგრამ ცურვა უფრო გამოსდის : ))) ![]() ეს, ვულკანის ამოფრქვევის სკეჩია... რა უნიჭოები არიან... : ))))) ![]() წყალს ზემოთ ბდნიერი სახეებით და ნაძალადევი ღიმილით დგანან... წყალს ქვემოთ პატარა პირანიები მუშაობენ... დააწიწკნეს ყველაფერი, კიდევ კარგი "პლავკები" მაინც აცვიათ : )))) ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 20:59 |