შაორი 2010, დიიიდი გასეირნება :) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
შაორი 2010, დიიიდი გასეირნება :) |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გასვლა შედგა... კლუბის წევრებიდან 9 კაცმა, მივიღეთ უდიდესი სიამოვნება, დავისვენეთ, გავერთეთ, გავგრილდით და ისევ გეახელით მშობლიურ, ადუღებულ ქალაქს...
მონაწილე კლუბის წევრები: ვიტო ჭალიმგელა გიორგი TAMPLIER ლევანი (ლეონ ბლექი) დაჩი ჩელე ჰერცოგი997 Davitus TLC PRADO Nissan MISTRAL Hundai GALOPPER უზომო რაოდენობის სურათები გადავიღეთ, რეპორტისთვის ამოვარჩევ ყველაზე საუკეთესოებს და რამდენიმეს, დავიწყოთ ქრონოლოგიურად იყო და არა იყო რა... გასვლის იდეაზე უკეთესი რა იქნებოდა... იყო ერთი იაღოვა, არა 8 იაღოვა : ))) დღე I მოკლედ პარასკევს, ზუსტად იმ დღეს, კატა რომ ვერ შესწვდა ძეხვს, 8:00 ზე პირველი ეკიპაჟი შევიკრიბეთ, ბევრისთვის ცნობილ ორტაჭალის ბენზინგასამართ სადგურთან, ამჯერად არც წითლად იყო შეღებილი და არც ყვითლად... გამჭვირვალედ იყო... ამიტომ სურათი ვერ გადავიღეთ შეკრებილი პირველი ეკიპაჟის სასტავი ვიყავით: გიორგისაჭესთან, გემის კაპიტანი, მისი აღმატებულება შოფერი, TAMPLIER კაპიტნის გვერდით, არანაკლებ მნიშვნელოვან პოზიციაზე: მინდა ვიყო შტურმანი, ჩელე კაპიტნის უკან, პოზიციაზე: იესლი შტო, " ვაზღვევ, თუ ვიზღვევ?"Davitus ანუ მენა, პოზიციაზე: იესლი შტო, "მე აირბეგი რათ მინდა როცა წინ ტამპლიერა მიზის" : ) A პინკტიდან გავემართეთ B პუნკტში, მეორე ეკიპაჟთან რომელთა შემადგენლობაშიც იყვნენ: ჭალიმგელა "მემარჯვენე" გემის კაპიტანი, ვიტო კაპიტნის გვერდით, შტურმანი, დიდი იაღოვა, "მოდელირებული მძღოლი" (უბრალოდ საჭე არ ქონდა), ლევანი იგივე ლეონ ბლეკი, დაჩი კაპიტნის უკან, პოზიციით: მე მგზავრობა რათ მინდა, ძილი მირჩევნია გასვლა შედგა დადგენილი გურჯისტანული სიზუსტით, სადღაც 9 სთვის დავიძარით თბილისი- შაორი, 1 კაციც და გავდივართ როგორც იქნა დავიძარით ![]() ნისანის ეკიპაჟის კაპიტანი ჭალიმგელა ![]() ოჩოს რეკლამირებაში არავინ დამასწროსო და... : ) ![]() დაჩის ძინავს... (აი ჭკვიანი კაცი) ![]() გზაში ვინ როგორ ერთობოდა და ვინ როგორ... ![]() ![]() მგზავრობა კარგია, მაგრამ პური არა ვჭამოოოთ მამაძალი? ზესტაფონში ჰერცოგი997-ს და მის ბიძაშვილს შევხვდით, ბაზარიც ავითვისეთ და დილის უჭმელებმა, მივაშურეთ რესტორანს, სახელი და ადგილმდებარეობა არ მახსოვს, შიმშილისგან ვერ ვიხედებოდი თვალებში... ![]() მაგიდასთან სანამ სუფრა გაიშლებოდა, ყველაფერზე მიდიოდა სჯა-ბაასი ![]() ზოგი ფეხზე მდგარი საუბრობდა, ზოგიც წამომჯდარი ![]() ამ არეულობით ისარგებლა დაჩიმ და დაიძინა ![]() ეს მშიერი ჭალიმგელას ნამოქმედარი ფოტოა, მშიერმა კუჭმა არ იცის დანდობა... მერე რა რომ უმია... ![]() სუფრა შეივსო და ყველა ხასიათზე მოვიდა, ტამპლიერმა ხელიც კი აგვიწია და გაგვიღიმა : ) ![]() კუჭდამშვიდებულები გავუდექით გზას შაორისკენ... ![]() დაჩიმ არც აქ დაკარგა დრო... : ) ![]() შემდეგი გაჩერება - თლუღი კარგი ჭამის მერე, წყურვილის მოკვლა აუცილებელი ამბავია, ამიტომ რიგით 7-ე გაჩერებაც განხორციელდა ნაქერალაზე ![]() კოლონა კვლავ დაიძრა ![]() დაჩი კვლავ თავის ამპლუაშია ![]() საბარგულის ნადვილი დანიშნულება ყველამ კი არ იცის... აგერ ისწავლეთ სივრცის მაქსიმალური გამოყენება ![]() ჩავაღწიეთ... თუ ავაღწიეთ... სოფელ თლუღში ვართ ![]() გაგრძელება შემდეგ პოსტში... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
რაჭველი გოჭი და საღამოს ნადიმი
დღის ბოლოს გაირკვა რომ "სტუმრები" გვეწვეოდნენ დისლოცირებულ ბანაკში, ვიტომ ლობიოს ხარშვა დაიწყო ![]() თუმცა გაირკვა რომ სტუმრები მოზრდილი შემწვარი გოჭის თანხლებით მოდიოდნენ... შეიძლება ზოგიერთმა იფიქრა ლობიოს დედაცო, მაგრამ ვიტოს გაკეთებული ლობიო მაინც სულ სხვაა... მე დიდად არ მომწონს გოჭი, მაგრამ იმ ღამეს ყველაზე მეტი ვჭამე მგონი : ))))) ლობიო გასაგები მიზეზების გმო ბევრმა არ ჭამა... მაინც კარვებში ცოტა სახიფათოა... სიფრთხილეს თავი არ ტკივა : )))) ესეც სამზადისი სტუმრების მოლოდინში ![]() ეს უბედური როდის დაიჭირეს მე ევრ გეტყვით, საკმაოდ მოზრდილი კილომდე იქნებოდა მაგრამ მთელი ხიბლი და ექსტრიმი არის იმაში, რომ ამოყვანის დროს კოჭა გატყდა და მოძვრა, ჭალიმგელას კივილმა მთელი შაორის ფაუნა შეძრა... ვიტოს დახმარებიტ მაინც მოხერხდა თებზის ამოყვანა... ![]() ამასობაში სტუმრებიც მოვიდნენ ![]() ჩავუჯექით და წავიდა ტრადიციული ქეიფი... რამდენიმე სურათი სხვადასხვა რაკურსით ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() სიმღერის გარეშე ქიფი ვის გაუგია... ქეიფი ჰეფი ენდით დასრულდა, თუმცა დაშლა არ მოშლის პროცესის გადაღების თავი იქ მონაწილე არც ერთ თანამეინახეს არ ქონდა, ფხიზელი პრაკტიკულად არავინ იყო... ის მახსოვს რომ ბოლოს მე დავწექი და ჩელეს და ვიტოს დომინოს თამაშის ფონზე ჩამეძინა ასე მიიწურა მეორე დღეც, ამ დღესაც შედეგები გვაქვს უზარმაზააარი : ))) ყველაზე დიდი საზანი ამ დღეს იქნა დაჭერილი, კილომდე ცოტა რომ აკლდა, კარჩხანას ვინ მოთვლის... მორჩა მორიგი, დადებითი ემოციებით დატვირთული დღეც... ისე ხვალ დილას რა ადგება... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 03:10 |