შაორი 2010, დიიიდი გასეირნება :) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
შაორი 2010, დიიიდი გასეირნება :) |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გასვლა შედგა... კლუბის წევრებიდან 9 კაცმა, მივიღეთ უდიდესი სიამოვნება, დავისვენეთ, გავერთეთ, გავგრილდით და ისევ გეახელით მშობლიურ, ადუღებულ ქალაქს...
მონაწილე კლუბის წევრები: ვიტო ჭალიმგელა გიორგი TAMPLIER ლევანი (ლეონ ბლექი) დაჩი ჩელე ჰერცოგი997 Davitus TLC PRADO Nissan MISTRAL Hundai GALOPPER უზომო რაოდენობის სურათები გადავიღეთ, რეპორტისთვის ამოვარჩევ ყველაზე საუკეთესოებს და რამდენიმეს, დავიწყოთ ქრონოლოგიურად იყო და არა იყო რა... გასვლის იდეაზე უკეთესი რა იქნებოდა... იყო ერთი იაღოვა, არა 8 იაღოვა : ))) დღე I მოკლედ პარასკევს, ზუსტად იმ დღეს, კატა რომ ვერ შესწვდა ძეხვს, 8:00 ზე პირველი ეკიპაჟი შევიკრიბეთ, ბევრისთვის ცნობილ ორტაჭალის ბენზინგასამართ სადგურთან, ამჯერად არც წითლად იყო შეღებილი და არც ყვითლად... გამჭვირვალედ იყო... ამიტომ სურათი ვერ გადავიღეთ შეკრებილი პირველი ეკიპაჟის სასტავი ვიყავით: გიორგისაჭესთან, გემის კაპიტანი, მისი აღმატებულება შოფერი, TAMPLIER კაპიტნის გვერდით, არანაკლებ მნიშვნელოვან პოზიციაზე: მინდა ვიყო შტურმანი, ჩელე კაპიტნის უკან, პოზიციაზე: იესლი შტო, " ვაზღვევ, თუ ვიზღვევ?"Davitus ანუ მენა, პოზიციაზე: იესლი შტო, "მე აირბეგი რათ მინდა როცა წინ ტამპლიერა მიზის" : ) A პინკტიდან გავემართეთ B პუნკტში, მეორე ეკიპაჟთან რომელთა შემადგენლობაშიც იყვნენ: ჭალიმგელა "მემარჯვენე" გემის კაპიტანი, ვიტო კაპიტნის გვერდით, შტურმანი, დიდი იაღოვა, "მოდელირებული მძღოლი" (უბრალოდ საჭე არ ქონდა), ლევანი იგივე ლეონ ბლეკი, დაჩი კაპიტნის უკან, პოზიციით: მე მგზავრობა რათ მინდა, ძილი მირჩევნია გასვლა შედგა დადგენილი გურჯისტანული სიზუსტით, სადღაც 9 სთვის დავიძარით თბილისი- შაორი, 1 კაციც და გავდივართ როგორც იქნა დავიძარით ![]() ნისანის ეკიპაჟის კაპიტანი ჭალიმგელა ![]() ოჩოს რეკლამირებაში არავინ დამასწროსო და... : ) ![]() დაჩის ძინავს... (აი ჭკვიანი კაცი) ![]() გზაში ვინ როგორ ერთობოდა და ვინ როგორ... ![]() ![]() მგზავრობა კარგია, მაგრამ პური არა ვჭამოოოთ მამაძალი? ზესტაფონში ჰერცოგი997-ს და მის ბიძაშვილს შევხვდით, ბაზარიც ავითვისეთ და დილის უჭმელებმა, მივაშურეთ რესტორანს, სახელი და ადგილმდებარეობა არ მახსოვს, შიმშილისგან ვერ ვიხედებოდი თვალებში... ![]() მაგიდასთან სანამ სუფრა გაიშლებოდა, ყველაფერზე მიდიოდა სჯა-ბაასი ![]() ზოგი ფეხზე მდგარი საუბრობდა, ზოგიც წამომჯდარი ![]() ამ არეულობით ისარგებლა დაჩიმ და დაიძინა ![]() ეს მშიერი ჭალიმგელას ნამოქმედარი ფოტოა, მშიერმა კუჭმა არ იცის დანდობა... მერე რა რომ უმია... ![]() სუფრა შეივსო და ყველა ხასიათზე მოვიდა, ტამპლიერმა ხელიც კი აგვიწია და გაგვიღიმა : ) ![]() კუჭდამშვიდებულები გავუდექით გზას შაორისკენ... ![]() დაჩიმ არც აქ დაკარგა დრო... : ) ![]() შემდეგი გაჩერება - თლუღი კარგი ჭამის მერე, წყურვილის მოკვლა აუცილებელი ამბავია, ამიტომ რიგით 7-ე გაჩერებაც განხორციელდა ნაქერალაზე ![]() კოლონა კვლავ დაიძრა ![]() დაჩი კვლავ თავის ამპლუაშია ![]() საბარგულის ნადვილი დანიშნულება ყველამ კი არ იცის... აგერ ისწავლეთ სივრცის მაქსიმალური გამოყენება ![]() ჩავაღწიეთ... თუ ავაღწიეთ... სოფელ თლუღში ვართ ![]() გაგრძელება შემდეგ პოსტში... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 20:29 |