ოჩოპინტრე დაგმოძღვრავთ: "რაციები", რეკომენდაციები ოჩოპინტრესგან |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ოჩოპინტრე დაგმოძღვრავთ: "რაციები", რეკომენდაციები ოჩოპინტრესგან |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
კარგად მოგეხსენებათ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი საქმიანობით დაკავებული ადამიანისთვის უწყვეტ და სტაბილურ კავშირს ჯგუფის სხვა წევრებთან. ხშირად არის საჭირო დაკავშირება და ინფორმაციის გაცვლა ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა:
1. კოლონაში მოძრავი რამოდენიმე ავტომობილს შორის; 2. მინდორში გასულ და გაფანტულ მონადირეებს შორის; 3. ველად ცალკე გასული ადამიანისთვის საშველის ან თანაფორუმელის მოსაძებნად; დენიკინის დროის შემდეგ, დაკავშირების მრავალი საშუალება იქნა გამოგონებული, მაგრამ დღეს - დღეობით, აღნიშნულ ფუნქციას ყველაზე კარგად ასრულებენ ეგრედ წოდებული "რაციები". რაციები არსებობს უამრავი სახის და დანიშნულების. მათი ყველაზე მთავარი განმასხვავებელ თვისებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ისინი მუშაობენ სხვადასხვა სიხშირეებზე და შესაბამისად, ხშირია შემთხვევები, როცა ერთი ტიპის რაციით შუძლებელია დაუკავშირდე მეორე ტიპის რაციას. რის გამოც, ხშირია შემთხვევები, რომ თითო ადამიანს გააჩნია რამოდენიმე რაცია, რომელსაც უნაწილებს სხვებს (მაგრამ, როგორც ყოველთვის - ყველას არ ყოფნის); შემდეგ რამოდენიმე დღის განმავლობაში ეძებს თავის რაციებს და ასე შემდეგ... ანუ შეიქნმება უამრავი უხერხულობა, ხოლო დიადი მიზანი - სტაბილური კავშირი, მაინც მიუღწევადია. შესაბამსიად, დავისახეთ რა მიზნად, ჩვენი თანაფორუმელების ფინანსების ეკონომია და სტაბილური კავშირის უზრუნველყოფა, გადავწყვიტეთ შევიტანოთ გარკვეული სტანდარტიზაცია ამ საკითხში. ხანმოკლე თათბირის შედეგად (რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=138) "მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე" დაგმოძღვრავთ შეიძინეთ MIDLAND-ის ფირმის წარმოების რაციები. აღნიშნული რაციები გამოცდილ იქნა კლუბის წევრების მიერ და მოიპოვეს მათი მოწონება. ისინი გამოირჩევა შემდეგი მახასიათებლებით: 1. წყალგამძლეობა 2. ელემენტის მუშაობის საკამრისი ხანგრძლივობა 3. მუშაობის დიდი რადიუსი აღნიშნული რაციების შეძენა შეგიძლიათ, როგორც თბილისში, ასევე გამოწერითაც. ამასთანავე კიდევ ერთი რჩევა: ვინაიდან რაციები იყიდება სულ ცოტა წყვილში, ხანდახან კი 4 ან 6 ცალია კომპლექტში - დაპოსტეთ ამ თემაში და იყიდეთ რაციები საზიაროდ ვინმესთან ერთად PS: აღნიშნული დამოძღვრა შემუშავებულია კლუბის ადმინისტრაციასთან ერთად და შეთანხმებულია ქალბატონ გუგულთან. ესეც სურათები ![]() ![]() ხო მართლა, ამ თემაში სხვა მწარმოებლის რაციების გარჩევა ისჯება კონსტიტუციით. მხოლოდ შეკვეთების განხილვაა დასაშვები. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 30 რეგისტრ.: 9-July 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მე მაქვს ასეთი რაციები,შეიძლება ზუსტად ეს არ იყოს მაგრამ ჩემის ესთი ფორმის,ზომისაა და მიდლენდია. მე მაგალიტად კმაყოფილი ვარ კარგად იჭერს და ბატარიაც კარგად ყოფნის,თავის კვალობაზე და ფასზე მშვენიერია.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 20:40 |