ლუდით სადღეგრძელოები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ლუდით სადღეგრძელოები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: !ბანდადებული! პოსტები: 489 რეგისტრ.: 5-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გამარჯობა კაი ხალხს, გამიჩნდა სურვილი ამ თემაში დავწეროთ ლუდით ნათქვამი სახალისო სადღეგრძელოები და ცოტათი მაინც გავიხაროთ სეზონის მოლოდინით გაწვრილებული გული
![]() ბარემ დავიწყებ თქვენის ნებართვით. ეს იმ კაცს გაუმარჯოს გულზე რომ არწივი ახატია და ზურგზე პოლის ჯოხიო. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: !ბანდადებული! პოსტები: 489 რეგისტრ.: 5-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ჩვენთან ასეთი წესია წინ რომ გვიდგას ლუდის ბოცა, ვინც გულზე არ გვეხატება კატხა ლუდით იმას ვლოცავთ. ვიცინოთ და ლუდი ვწრუპოთ, სიყვარულში გავიხარჯოთ ვინც ჩვენ ლუდით გვადღეგრძელებს ისევ ლუდით გაუმარჯოს. ეს ცხოვრება იოლდება იუმორით თუ უყურებთ, ლუდით სათქმელ ამ კუპლეტებს გიძღვნით ლუდის მოყვარულებს ვინც კი ცოლის საყვარელთან შევა ლუდის ბარშიაო, ვაჟკაცურად ასწევს ჭიქას ძალა ერთობაშიაო. იმ მათხოვარს ვადღეგრძელებ თბილ ქურქში რომ მალავს სახეს, ათ თეთრიანს ჩაუგდებ და მათხოვარს რომ დაგიძახებს. გაუმარჯოს ვინც სხვის ნაყიდს მწვადს და ღვინოს უშვებს ჯანში, საკუთარი არ სჭირდება ჩააბარებს შამფურს ჯართში ვისაც ოჯახში სტუმარი მიაჩნია ზედმეტ ბარგად ზოგჯერ კისერს მოიტეხავს და ჰაერში იჭერს ჩანგალს. იმ თბილისელ თათარს ვლოცავ სხვას რომ არაფერს არ დარდობს სააკაძის მოედანზე შაჰ-აბასის ძეგლს რომ ნატრობს იმ მამას, რომლის გოგონაც მალე ოცს მიუკაკუნებს, ის კი ამაყად შესცქერის ჟურნალში შვილის ტაკუნებს. გაგანია აგვისტოში ცივ ლუდის სმას განა რა სჯობს, “ნაკოლკიან” გოგონებს და “ცისფერ” ბიჭებს გაუმარჯოს. იმ მომღერალს გაუმარჯოს სცენაზე რომ ყელს იღერებს “სულიკოს” და “შენ ხარ ვენახს” როკის სტილში რომ იმღერებს. ვისაც ღიპზე დაუდვია ათი კილო ქონიაო და ალექსანდრე ყაზბეგი მარტო ლუდი გონიაო. ლუდით როგორ არ დავლოცო იმ კახელზე არ ვთქვა ძვირი ვისაც ხაშლამა არ უყვარს და საყვარლად არ ჰყავს ვირი ![]() მიყვარს ხაშლამა ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd September 2025 - 07:22 |