ქაშაპი, Squalis Cephalus - Голавль  | 
	 
	 
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
| 
 | 
ქაშაპი, Squalis Cephalus - Голавль  | 
	 
	 
			
			  May 16 2009, 11:51
			
				 პოსტი
					#1
					
				
			 
		 | 
	|
        	
				
					![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti  | 
       
			
			 
				სიგრძე__45სმ.     წონა__1.2კგ. 
			
			
					
		ბ ი ნ ა დ რ ო ბ ს : მდინარეში და ტბაში,იტანს წყლის ტემპერატურის დიდი მერყეობას. ი კ ვ ე ბ ე ბ ა : როგორც ცხოველური , ისე მცენარეული საკვებით--- წყლის მწერებითა და მათი მატლებით, ტევზებითა და მათი ქვირითით, ბაყაყებით, წყალმცენარეებით.  | 
	
| 
			
			 | 
	|
![]()  | 
	
			
			  Jul 17 2010, 17:47
			
				 პოსტი
					#2
					
				
			 
		 | 
	|
        	
				
					![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება  | 
       
			
			 
				უდიდესი მადლობა დემის  
			
			
					
		ამ თემის გახსნისათვის ქაშაპი აღმოსავლეთ საქართველოში ერთადერთი თევზია (ვგულისხმობ მასიურად გავრცელებულ თევზებს) რომელზეც შეიძლება ნადირობა (პირდაპირი გაგებით) სპინინგით ჭერის თავისებურებებზე მსჯელობა თქვენთვის მომინდვია მაგ საქმეში დამწყები გახლავართ მე ქაშაპზე ჩემებური ნადირობის წესზე მინდა გესაუბროთ თევზჭერის ყველაზე აზარტულ წესზე ეს მეთოდი ბავშვობაში გამოვიგონე და დროთა განმავლობაში დავხვეწე კიდეც დასაწყისისთვის ორიოდ სიტყვა თავად ქაშაპზე ის სწრაფი ბუზ-კალიაზე უზომოდ შეყვარებული და ფრთხილი თევზია (უნდა ითევზაო მოფარებულიდან შეეცადო რომ შენი ჩრდილი წყალს არ დაეცეს ხშირად უნდა იცვალო ადგილი და ა. შ.) ამ რამოდენიმე კვირის წინ ალგეთზე ვინადირე იქ სადაც მდინარე წყალსაცავს ერთვის ხიდიდან სადღაც დილის 11 საათვსთვის ადგილზე ვიყავით ხიდზე მთევზეები საკმაოდ იყვნენ ზოგიერთი მათგანი სერიოზულად იყო შეიარაღებული ვგულისხმობ ფსკრული თევზჭერისათვის განკუთვნილ აღჭურვილობას ფიდერები და რამე თევზაობის ობიექტები იყვნენ: საზანი (რა თქმა უნდა) ხრამული (მაგას შემოვევლე) და კარასი (ბოზიშვილივიყო) წყალი ოდნავ ამღვრეული მდინარე მოდიოდებული ერთი კარასის გარდა არავის არაფერი ქონდა დაჭერილი და ეს ხელმოცარულობა იმის ფონზე რომ წყალი თევზით დუღდა ჩემი პირველივე რჩევა მეთევზეებისათვის იყო შემდეგი: რახან თევზი წყლის ზედაპირიდან იკვებება შესაბამისი ანკესია გასაწყობი მეთქი მათ რჩევას თითქოს ყური უგდესავით მაგარმ როდესაც ჩემს ყველზე ელემენტარულ მონტაჟს შეხედეს გადაიფიქრეს და თავიანთ მითიურ საზან-კარასებს დაუბრუნდნენ პირველი რაც გავაკეთე იყო ის რომ ბუზების დასაჭერად მინდორს მივაშურე ბევრი ვიწვალე თუ ცოტა ბუზი ვერ მაგრამ ფუტკარი დავიჭირე ნემსკავზე წამოვაგე და ხიდიდან წყლის ზედაპირზე დავუშვი ანკესი შედგებოდა უბრალო კოჭიანი ჯოხისაგან მოზრდილი ტივტივის და ნემსკავზე წამოგებული მწერისაგან მეტრნახევრიანი "პავადოკის" წყალობით ფუტკარი "პაპალაოკისგან" საკმაოდ მოშორებით ტივტივებდა შიგადაშიგ ფრთებსაც არხევდა მოკლედ ყველაფერი რიგზე იყო გარდა ერთისა ირგვლივ ყველა პესიმისტურად იყო განწყობილი მაშაყირებდნენ კიდეც და არც მე მქონდა თევზის ფუტკარზე დაჭერის იმედი ამიტომ მეორე ჯოხი ტრადიციულად გავაწყვე ძიორითადი ყურადღება მასზე გადავიტანე ფუტკრიანი ანკესი კი ხიდიდან გადაყუდებული დავტოვე სულ ხუთი წუთიც არ იყო გასული როდესაც მოტივტივე ფუტკრის მხრიდან წყლის დგაფუნი მომესმა და ვხედავ რომ "პაპლაოკი" კუდზეშპილკამობმული ძაღლივით ბზრიალებს ქაშაპს ფუტკარი ნემსკავიანად იმდენედ ღრმად ქონდა გადაყლაპული რომ ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო თუმცა თევზის ქაშაპობა იქაურთაგან არავინ დაიჯერა უბრალო "უკლეიკაა" ოღონდ დიდიო წონით 70-80 გრამის ფარგლებში იქნებოდა სწრაფმა წარმატებამ ჩემი მეთოდის ეფექტურობაში დამარწმუნა თან ხიდის მოაჯირზე ბუზების კომპაკტურად ჩასახელბის ადგილს მივაგენი დიდი (თან ცოცხალი) ბუზი ნემსკავზე ეს უკვე წარმატების 70% იანი საწინდარია ანკესის ჩაგდებიდან რამდენიმე წამში შევნიშნე როგორ მიუახლოვდა სატყუარას ქაშაპი ორი-სამი წრე დაარტყა და გაელვების სისწრაფით ეცა ბუზს გადაყლაპა და სწრაფადვე მოშორდა იქაურობას თუმცა ტივტივამ და დილაადრიანომ ეს სიამოვნება არ შეარგეს თევზი იგივე ზომის იყო ასე გაგრძელდა მთელი საათის განმავლობაში სანამ 30-ზე მეტი ქაშაპი არ დავიჭირე 10 ლიტრიანი წყლის ბოცა თევზით იყო სავსე მეთევზეთაგან ზოგიერთმა მომბაძა კიდეც და მათაც უდიდესი სიამოვნება მიიღეს (არ მომბაძეს მხოლოდ მეკარასეებმა ვერაფრით მივხვდი ამსიშორეს კარასის გამო რამ წამოიყვანათ მაინც ვერეფერი დაიჭირეს) ახლადგამომცხვარი მექაშაპეები გამომეცნაურენ მე ავუხსენი რომ "ფლაი ფიშინგი" თავისი სახელწოდებაშივე ცოცხალი ბუზით თევზაობას გულისხმობს ერთერთს არსენალში შოლტით თევზაობისთვის განკუთვნილი "მუშკაც" აღმოაჩნდა ვინადირეთ ხელოვნური მწერებითაც შედეგი კიდევ 10 ქაშაპი ალგეთის წყალსაცავი იდეალური ადგილია "ფლაი ფიშინგის" მეთოდით სათევზაოდ თუ არ ჩავთვლით დილაადრიანოს ტბას ჩვენი შემდეგი გასვლა სწორედ ამ ტბაზე მოეწყო ამ მოგზაურობის შემდეგ ჩემი "ანგელიკა" (ჰონდა ცრვ) ვერასოდეს იქნება ისეთი - როგორიც ადრე ბოლომდე იბრძოლა "ჯიპის" წმინდა სახელის დასამსახურებლად დილაადრიანოს ტბა თეთრიწყაროს რაიონშია ბედენის ქედის სამხრეთ აღმოსავლეთ ფერდობზე ბედენის ტბიდან კილომეტრნახევარში იქაური ქაშაპის პოპულაცია იმდენად დიდია და ძლიერი რომ კარასს გასაქანი არ მიეცა და ეს ტბა საქართველოს ბუნებრივ ტბებში მგონი ერტადერთია სადაც კარჩხანა არ ბინადრობს ქაშაპი კი იცოცხლე იმდენია სწორედ აქ გამოვიყენე "ფლაი ფიშინგისთვის" განკუთვნილი ჩემებური მოწყობილობა ძუაზე ვაყენებთ მოზრდის ტივტივას სიმძიმე ზედ ტივტივაზეა მიბმული "პავადოკი" მეტრნახევრიანია ნემსკავამდე 50 იოდე სანტიმეტრში მიმაგრებულია საფანტზე ოდნავ დიდი კიდევ ერთი ტივტივა ბოლოში კი ცოცხალბუზიანი ნემსკავი სიმძიმე საშუალებას გვაძლევს სატყუარა შორს გადავაგდოთ დამხმარე ტივტივა კი მწერს ჩაძირვის საშუალებას არ აძლევს წარმოიდგინეთ როგორი განცდაა როდესაც ხედავ საკუთარი ხელით ნემსკავზე წამოგებულ ბუზს ის წყლის ზედაპირზე ფართხალებს რამდენიმე წამში მოდის ქაშაპი და სულმოუთქმელადე ყლაპავს იმ დღეს უამრავი ქაშაპი დავიჭირეთ და უკლებლივ ყველა გავუშვით დილაადრიანოს ტბიდან თევზის სახლში წამოღება თავისებური დანაშაულია და სხვათა შორის ცოცხალი ბუზის დაჭერა ქაშაპის მონადირებაზე გაცილებით რთულია ამავე მეთოდით ძალიან წარმატებულია თევზაობა თეთრ ამურზე იქ ბუზის მაგივრობას კალია წევს თუმცა კალიაზე არც ქაშაპი ამბობს უარს ერთი სული მაქვს ქობულეთისკენ როდის გავგაზავ დასავლეთის ქაშაპები ხომ ზომით გაცილებით დიდები იზრდებიან დემი დამეთანხმება თუ გაგიმართლა შეიძლება ორკილოიანსაც გამოკრა ნემსკავი თუმცა თავად 200 გრამიანზე დიდი არ დამიჭერია ისიც ბავშვობაში ამ აღმოსავლეთის იქტიოფაუნას რა ვუთხარი ახლა კოდორზე რას ითევზავებდა კაციიიი იფ იფ იფ  | 
	
| 
			
			 | 
	|
 noso   ქაშაპი   May 16 2009, 11:51
 
 sergeevich   ბარემ ამის ცოცხალ ...   Sep 14 2009, 22:05
 
 ვიტო   sergeevich 
ხომ ვერ გააკეთ...   Oct 7 2009, 22:43
 
 troutbaiter   აღმოსავლეთი არ ვიც...   Oct 7 2009, 23:37
 
 Fuego   როდესაც გინდათ რომ...   Dec 1 2009, 14:38
 
 (dila)adriano   მახსოვს თავის დროზ...   Jan 25 2010, 13:06
 
 demi   RE: ქაშაპი   Jun 12 2010, 20:02
 
 Pendragon   demi 
შესანიშნავი ნად...   Jun 14 2010, 22:29
 
 Pendragon   demi 
მე სულ ლაითი სპი...   Jul 5 2010, 17:20
 
 demi   პენდრაგონ მოგესალ...   Jul 8 2010, 13:16
 
 Pendragon   ფიჩორში შესასვლელ...   Jul 8 2010, 18:52
 
 დემი   უმორჩილესად გთხოვ...   Jul 16 2010, 11:44
 
 troutbaiter   2 დღის წინ ვიყავი ჩო...   Jul 16 2010, 15:10
 
 amroci   ციტატა(troutbaiter @ Jul 16 2010,...   Jul 22 2010, 17:17
 
 დემი   ჩემი პირველი ქაშაპ...   Jul 16 2010, 22:09
 
 Davitus   დემი 
ხობის წყალზე,...   Jul 17 2010, 00:16
 
 დემი   ციტატა(Davitus @ Jul 17 2010, 01...   Jul 17 2010, 15:23
 
 დემი   (dila)adeiano
პატივცემულო, ...   Jul 18 2010, 13:28
 
 Pendragon   აი მეც ჩამოვედი....
ს...   Jul 18 2010, 14:47
 
 (dila)adriano   Pendragon  
ბომბარდა ხელო...   Jul 18 2010, 19:56
 
 დემი   მოგესალმებით ყველ...   Jul 23 2010, 19:53
 
 nikoloza_migina   აქ არის ძალიან ბევ...   Sep 12 2010, 12:28
 
 ვიტო   უიმე ეს თემა რათ არ ...   Sep 13 2010, 12:20
 
 troutbaiter   ციტატა(ვიტო @ Sep 13 2010...   Sep 13 2010, 13:08
 
 ბესო   ციტატა(troutbaiter @ 13th Septemb...   Sep 13 2010, 13:17
 
 troutbaiter   ციტატა(ბესო @ Sep 13 2010...   Sep 13 2010, 13:35
 
 ვიტო   troutbaiter 
ციტატა(troutbaiter ...   Sep 13 2010, 14:07
 
 (dila)adriano   არც მე არ მგონია რო...   Sep 13 2010, 22:15
 
 ვიტო   ეს და დემის თემა და...   Oct 9 2010, 12:10
 
 l.u.k.a.   ქაშაპზე სათევზაოდ ...   Jul 31 2015, 16:18
 
 LeoTaso   ყველა იმუშავებს პრ...   Aug 1 2015, 18:04
 
 l.u.k.a.   მადლობა   Aug 1 2015, 18:28
 
 rezo197313   ზამთარში(ახლა) თუა ...   Dec 25 2015, 13:22
 
 jorj   rezo197313 ზამთარში ზოგა...   Dec 26 2015, 14:29
 
 მარდი   ზამთარში მე პირადა...   Dec 26 2015, 17:59
 
 rezo197313   საპატრიარქოს ტბაზ...   Dec 27 2015, 11:14
 
 მარდი   კი, მაგრამ პასიურო...   Dec 27 2015, 19:22![]() ![]()  | 
	
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th November 2025 - 17:41 |