ქაშაპი, Squalis Cephalus - Голавль  | 
	 
	 
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
| 
 | 
ქაშაპი, Squalis Cephalus - Голавль  | 
	 
	 
			
			  May 16 2009, 11:51
			
				 პოსტი
					#1
					
				
			 
		 | 
	|
        	
				
					![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti  | 
       
			
			 
				სიგრძე__45სმ.     წონა__1.2კგ. 
			
			
					
		ბ ი ნ ა დ რ ო ბ ს : მდინარეში და ტბაში,იტანს წყლის ტემპერატურის დიდი მერყეობას. ი კ ვ ე ბ ე ბ ა : როგორც ცხოველური , ისე მცენარეული საკვებით--- წყლის მწერებითა და მათი მატლებით, ტევზებითა და მათი ქვირითით, ბაყაყებით, წყალმცენარეებით.  | 
	
| 
			
			 | 
	|
![]()  | 
	
			
			  Jul 18 2010, 14:47
			
				 პოსტი
					#2
					
				
			 
		 | 
	|
        	
				
					![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 211 რეგისტრ.: 17-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება  | 
       
			
			 
				აი მეც ჩამოვედი.... 
			
			
					
		სასტიკად დაღლილი და ეკალ-ბარდებისგან თავიდან ბოლომდე დასერილი ვიყავი მდინარე ცივი-ზე (სენაკთან). ვინაიდან ჩემს მანქანას დროებითი პრობლემები შეექმნა, ხოლო მე თავისუფალი შაბათ-კვირა გამომიჩნდა, გადავწყვიტე მატარებლით გამგზავრება. სენაკში დაბარებულივით ზუსტად გამთენიისას ვიყავი, ტაქსს მოველაპარაკე და მდინარეზეც ამიყვანა. ვინაიდან ეს ჩემი მესამე თევზაობა იყო ამ მდინარეზე, ბევრი საინტერესო ადგილი უკვე შეთვარიელებული და ჩანიშნული მქონდა. მაგრამ რატომღაც გადავწყვიტე 3-4 კილომეტრით კიდევ უფრო ზემოთ ავსულიყავი და აქედან დამეწყო ჭერა. სპინინგი რომ გავმართე, სწორედ მაშინ გათენდა. მდინარე ამ ადგილას მთლიანად სილიანი დამხვდა, ერთი ცალი ქვაც კი არსად ეგდო... ეს არ მომეწონა, თუმცა ერთი-ორჯერ მაინც ვისროლე სატყუარა და დავუყევი დაბლა. სამწუხაროდ ძალიან დიდი მონაკვეთი სწორედ ასეთი ქვიშა-ტალახის გრუნტიანი და დაბალწყლიანი გამოდგა: ![]() ასეთ ადგილებში დიდი თევზი არ დგება და მხოლოდ პატარები დაცურავენ... რამდენიმე პატარა ქაშაპის მეტი ვერაფერი დავიჭირე... უნდა აღინიშნოს, რომ თევზის რაოდენობა ძალიან დიდია. 4-5 ცალი 100 გრამიანი ქაშაპები მუდამ დასდევდნენ და აცილებდნენ სატყუარას... ![]() მართალია ასეთი პატარების ჭერაც სასიამოვნოა, მაგრამ მე უფრო დიდ თევზზე მქონდა აქცენტი გაკეთებული და ამიტომ ასეთ ადგილებზე დიდ ხანს არ გავჩერებულვარ. სამწუხაროდ ზოგიერთი მონაკვეთი ძალიან ძნელად გასავლელი გამოდგა. საქმე იმაშია, რომ სანაპიროს გაყოლებით მოსახლეობას ყანები აქვს, ხოლო იმისთვის რომ საქონელი მაგათ ყანებში არ შეიპაროს, შემორაგვული აქვთ ეკლიანი ცოცხალი მცენარეეებით. რამდენჯერმე მომიწია ასეთ ღობეზე "გადაძრომა" რაც იყო სრული კოშმარი. თან ეს შლამიანი ადგილი დიდ ხანს ვერ გავლიე, ყოველი მოსახვევის შემდეგ იგივე მხვდებოდა: ![]() მოკლედ დღის პირველი ნახევარი შეიძლება ითქვას ტყუილად დავკარგე. დავიჭირე 5-6 ცალი პატარა ქაშაპი და რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ვობლერზე დაჯდა თითისსიგრძე ფრიტა... როგორც იქნა მივაღწიე ნამდვილ საქაშაპე ადგილებს. წყალში ლოდები, ჩაცვენილი ხეები, ჩქერები... და პირველივე ასეთ ადგილას ჩემს ვობლერს დაეტაკა მარა რა დაეტაკა! კინაღამ ჯოხი გამივარდა ხელიდან, სასწრაფოდ ამოვკარი, მაგრამ ვერ გავაჩერე - მიდის მიაქვს ვობლერი - კოჭის მუხრუჭი გაუჩერებლად მუშაობს, ცოტა ხანს ვაცადე და რომ აღარ გაჩერდა მუხრუჭს ოდნავ მოვუჭირე და გაძვრა კიდეც :(... ძალიან გული დამწყდა, მაგრამ ამავე დროს გამიხარდა რომ ესეიგი ამ მდინარეში მართლაც დიდი თევზი ბინადრობს! ჩემი ვარაუდით 1-1.5 კგ. იქნებოდა ეგ თევზი. ამის შემდეგ კიდევ დავიჭირე რამდენიმე პატარა და 200-300 გრამიანი ქაშაპები: ![]() დიდი თევზის მხოლოდ ერთი დარტყმა მქონდა, მაგრამ არ დამჯდარა. საღამოხანს საოცარი სურათის მომსწრე გავხდი. ერთ-ერთ ძალიან პერსპექტიულ ადგილას (იქ სადაც წინათ დავიჭირე 600 გრამიანი ქაშაპი) ვნახე ყველანაირი ზომის აურაცხელი თევზი. ვერ მივხვდი ზუსტად რას აკეთებდნენ - ბრუნავდნენ წყალში და ლაპლაპებდნენ მზის შუქზე. პოლარიზებული სათვალე იძლეოდა საშუალებას მთლიანი სილუეტი დამენახა - ზოგიერთი ძალიან დიდი თევზი იყო, მაგრამ სატყუარას არად აგდებდნენ. გავუტარე ყველაფერი რაც კი გამაჩნდა, სილიკონიც კი, მაგრამ ამაოდ - თითქოს რაღაც რიტუალი ჰქონდათ და ჩემთვის არ ეცალათ. აი ამ ადგილას ხდებოდა ეგ ამბავი: ![]() ბომბარდაც ვცადე ხელოვნური "ბუზით', მაგრამ ვერაფერი დავიჭირე. ისე უნდა ითქვას, რომ თევზი ზედაპირზე თითქმის არ ამოდიოდა. შესაძლოა ამიტომაც არ იმუშავა ზედაპირულმა სატყუარამ ბომბარდას გამოყენებით. მოკლედ მაინც კი ვისიამოვნე, თუმცა მაგრად დავიღალე და დავიკაწრე. მატარებლით მგზავრობა მომეწონა, ისე ჩავედი და ჩამოვედი - არ გამიგია  | 
	
| 
			
			 | 
	|
 noso   ქაშაპი   May 16 2009, 11:51
 
 sergeevich   ბარემ ამის ცოცხალ ...   Sep 14 2009, 22:05
 
 ვიტო   sergeevich 
ხომ ვერ გააკეთ...   Oct 7 2009, 22:43
 
 troutbaiter   აღმოსავლეთი არ ვიც...   Oct 7 2009, 23:37
 
 Fuego   როდესაც გინდათ რომ...   Dec 1 2009, 14:38
 
 (dila)adriano   მახსოვს თავის დროზ...   Jan 25 2010, 13:06
 
 demi   RE: ქაშაპი   Jun 12 2010, 20:02
 
 Pendragon   demi 
შესანიშნავი ნად...   Jun 14 2010, 22:29
 
 Pendragon   demi 
მე სულ ლაითი სპი...   Jul 5 2010, 17:20
 
 demi   პენდრაგონ მოგესალ...   Jul 8 2010, 13:16
 
 Pendragon   ფიჩორში შესასვლელ...   Jul 8 2010, 18:52
 
 დემი   უმორჩილესად გთხოვ...   Jul 16 2010, 11:44
 
 troutbaiter   2 დღის წინ ვიყავი ჩო...   Jul 16 2010, 15:10
 
 amroci   ციტატა(troutbaiter @ Jul 16 2010,...   Jul 22 2010, 17:17
 
 დემი   ჩემი პირველი ქაშაპ...   Jul 16 2010, 22:09
 
 Davitus   დემი 
ხობის წყალზე,...   Jul 17 2010, 00:16
 
 დემი   ციტატა(Davitus @ Jul 17 2010, 01...   Jul 17 2010, 15:23
 
 (dila)adriano   უდიდესი მადლობა დე...   Jul 17 2010, 17:47
 
 დემი   (dila)adeiano
პატივცემულო, ...   Jul 18 2010, 13:28
 
 (dila)adriano   Pendragon  
ბომბარდა ხელო...   Jul 18 2010, 19:56
 
 დემი   მოგესალმებით ყველ...   Jul 23 2010, 19:53
 
 nikoloza_migina   აქ არის ძალიან ბევ...   Sep 12 2010, 12:28
 
 ვიტო   უიმე ეს თემა რათ არ ...   Sep 13 2010, 12:20
 
 troutbaiter   ციტატა(ვიტო @ Sep 13 2010...   Sep 13 2010, 13:08
 
 ბესო   ციტატა(troutbaiter @ 13th Septemb...   Sep 13 2010, 13:17
 
 troutbaiter   ციტატა(ბესო @ Sep 13 2010...   Sep 13 2010, 13:35
 
 ვიტო   troutbaiter 
ციტატა(troutbaiter ...   Sep 13 2010, 14:07
 
 (dila)adriano   არც მე არ მგონია რო...   Sep 13 2010, 22:15
 
 ვიტო   ეს და დემის თემა და...   Oct 9 2010, 12:10
 
 l.u.k.a.   ქაშაპზე სათევზაოდ ...   Jul 31 2015, 16:18
 
 LeoTaso   ყველა იმუშავებს პრ...   Aug 1 2015, 18:04
 
 l.u.k.a.   მადლობა   Aug 1 2015, 18:28
 
 rezo197313   ზამთარში(ახლა) თუა ...   Dec 25 2015, 13:22
 
 jorj   rezo197313 ზამთარში ზოგა...   Dec 26 2015, 14:29
 
 მარდი   ზამთარში მე პირადა...   Dec 26 2015, 17:59
 
 rezo197313   საპატრიარქოს ტბაზ...   Dec 27 2015, 11:14
 
 მარდი   კი, მაგრამ პასიურო...   Dec 27 2015, 19:22![]() ![]()  | 
	
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th November 2025 - 17:39 |