გ.დ.ი. და მის გარშემო არსებული საკითხები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გ.დ.ი. და მის გარშემო არსებული საკითხები |
![]()
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 63 რეგისტრ.: 25-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
ერთი რეალობაა; გ.დ.ი ვერ აკონტროლებს აკრძალულ ცხოველებზე ნადირობას და ვერც მოახერხებს ამის გაკეთებას უახლოესი 50 წლის განმავლობაში.ამას ძალიან დიდი რესურსები ჭირდება. ჩემი აზრით ,,ბრაკონიერების" ტყე-ტყე დევნას აჯობებს შეიქმნას იმის პირობა რომ ყველამ პასუხისმგებლობა იგრძნოს: ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს ცხოველთა რაოდენობის დამბალანსებელი სტრატეგია რაც თავისთავად უნდა შეიცავდეს ლიმიტირებულ ნადირობას შეზლებისდაგვარად ბევრ სახეობაზე და ყოველივე ამის მერე უნდა იწარმოოს აზრიანმა და საფუზვლიანმა პროპაგანდამ. მე მჯერავს, რომ თუ მონადირეებს დამაჯერებელ და ლოგიკურ ვარიანტებს შესთავაზებენ ბრაკონიერობის პროცენტული რაოდენობა მკვეთრად შემცირდება.
მე პირადად ბუნებასთან დამოკიდებულების ჩემეული ხედვა გამაჩნია, რადგანაც რეალობასთან ცოტათი მაინც მიახლოებულს არავინ არაფერს მთავაზობს..(ჩემსავით აზროვნებს ძალიან ბევრი მონადირე რომელსაც მე ვიცნობ და ერთად ვნადირობთ) ბესო ყველას ჩვენი გატაცება გვაქვს..მე მაგალითად ნადირობად პირველრიგში მდევრებით ნადირობას ვთვლი. მართალია ვხვდები,რომ ბრაკონიერობა ჰქვია ჩემს საქციელს, მაგრამ მე ჩემს თავში გამართლებული კანონების დაცვის მეტი არაფერი შემიძლია..ვკლავ, მაგრამ სეზონის დროს და მხოლოდ მდევრებით...არც ფარით და არც ხაფანგებით არ ვნადირობ. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
პოსტები გადმოტანიალია მდევრების თემიდან
ერთი რეალობაა; გ.დ.ი ვერ აკონტროლებს აკრძალულ ცხოველებზე ნადირობას და ვერც მოახერხებს ამის გაკეთებას უახლოესი 50 წლის განმავლობაში.ამას ძალიან დიდი რესურსები ჭირდება. ჩემი აზრით ,,ბრაკონიერების" ტყე-ტყე დევნას აჯობებს შეიქმნას იმის პირობა რომ ყველამ პასუხისმგებლობა იგრძნოს: ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს ცხოველთა რაოდენობის დამბალანსებელი სტრატეგია რაც თავისთავად უნდა შეიცავდეს ლიმიტირებულ ნადირობას შეზლებისდაგვარად ბევრ სახეობაზე და ყოველივე ამის მერე უნდა იწარმოოს აზრიანმა და საფუზვლიანმა პროპაგანდამ. მე მჯერავს, რომ თუ მონადირეებს დამაჯერებელ და ლოგიკურ ვარიანტებს შესთავაზებენ ბრაკონიერობის პროცენტული რაოდენობა მკვეთრად შემცირდება. მე პირადად ბუნებასთან დამოკიდებულების ჩემეული ხედვა გამაჩნია, რადგანაც რეალობასთან ცოტათი მაინც მიახლოებულს არავინ არაფერს მთავაზობს..(ჩემსავით აზროვნებს ძალიან ბევრი მონადირე რომელსაც მე ვიცნობ და ერთად ვნადირობთ) ასპროცენტიანია! სანამ არ შეიქმნება საეგერო სამსახური, რომელიც დაექვემდებარება სტრუქტურას, რომელიც უნდა შეიქმნას სამინისტროში და რომელმაც უნდა აკონტროლოს სანადირო საქმეები მთლიანობაში, ბრაკონიერობასთან ბრძოლა და სავარგულების გაკონტროლება ნაკლებშედეგიანი იქნება. ეგერები სამუშაო დროის განმავლობაში ბუნებაში უნდა იმყოფებოდნენ, ასევე გაადვილდება და რეალობასთან ახლოს იქნება ნადირ-ფრინველის დათვლა, მტაცებლებთან ბრძოლა (მომავლის პერსპექტივაში), შედეგიანი გახდება ბრაკონიერების გამოვლენა. გდი-მ უნდა იმუშაოს ოპერატიული განხრით, გამოძახებებზე და დაკავებებზე, ეგერების მხარდაჭერაზე. ეს ორი რგოლი შეავსებს ერთმანეთს და ეფექტი ერთ-იორად მეტი იქნება. საეგერო სისტემა ქონდა მონკავშირს და ამ პოსტებზე გამოცდილი მონადირეები, კვალიფიციური კადრები მუშაობდნენ. ნამდვილად ჯობია კურდღელზე ნადირობის დაშვება...მაგითი არაფერი შეიცვლება..მერეც ისევე ინადირებენ როგორც ეხლა...ტყუილად ბიუჯეტი კარგავს ფულს..სულ ეგ არის..ამას რატო აკეთებენ ვერასდროს მივხვდები ალბათ..რაც დღეს იყრება.. იმაში ფული აიღონ რა...ვისაც კურდღელზე ნადირობა ევასება.. აბა რა... რეალობას თვალი უნდა გაუსწორონ - საკმაო რაოდენობითაცა და მეორემხრივ, მაინც ნადირობენ. რაც შხამქიმიკატები უაზროდ აღარ ყრია მინდვრებში (90-ის მერე), კარგად გამრავლდა კურდღელიცა და ფრინველიც. |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 389 რეგისტრ.: 21-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ძმებო მთელი პოსტები გადავიკითხე და ბევრ საინტერესო აზრს გავეცანი, კამათი კარგია მართლაც, მის დროს ჭეშმარიტება იბადება, მარა რათ გვინდა ეს კამათი თუ შედეგს ვერ მოიტანს და ამ საიტის გვერდებს ვერ გასცდება, თან ჩვენი ქართული ბუნებიდან გამომდინარე კამათი ხშირად აზრთა სერიოზულ დაპირისპირებაში გადადის, როგორც ჩვენმა ძმამ აღნიშნა ზემოთ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის აზრის პატივისცემა. ის რომ რა აზრი აქვს ჩვენ პოზიციას მაინც ზევით როგორც უნდათ ისე იქნება არ მიმაჩნია რომ მთლად მასეა. მოკლედ ბევრი რომ არ გამიგრძელდეს ჯიგრებო იმის თქმა მინდოდა რომ ჩვენ აზრს, რომ ყურადღება მიაქციონ და ვარაუდი გაუწიონ ამისთვის საჭიროა შევქმნათ იურიდიული ორგანიზაცია, გავერთიანდეთ მასში და ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებების დაცვისათვის, ჩემი აზრით ეს უკვე ძალიან საჭიროა. იურისტები და მრავალი ნიჭიერი ადამიანი არის ამ ფორუმზე და იურიდიულ უზრუნველყოფას თავს იმედია მოაბავენ, გინდა მონკავშირი დავარქვათ და გინდა ოჩოპინტრე, მარა დარწმუნებული ვარ ბევრი ადამიანი გაწევრიანდება და როცა მინისტრს და ვისაც გინდა რამდენიმე ათეული ათასი ადამიანის ხელმოწერით დადასტურებულ მოთხოვნას დაუდებ წინ მგონი აქ დავაზე უკეთესი იქნება და არამგონია უგულისყუროდ დატოვონ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ჩვენი ვეცადოთ ძმებო. რას ქვია მაგათ უნდათ, იმ სამინისტროში შეიძლება საერთოდ პარკეტზე გაზრდილი მამიკოს და დედიკოს ბიჭი დასვან წიგნებში ქექვის მეტი რომ არაფერი იცის(მაინც საქართველოა და იმიტომ)და იმას რაც თავში მოუვა ჩვენც ის ვაკეთოთ კაცო? საბოლოოთ გამოვიდეთ კომუნიზმის კლანჭებიდან და მემკვიდრეობიდან, ხომ ვხედავთ რომ კანონებიც ძველია და შეუსაბამო, ჩვენი უფლებები დიდად არავის ანაღვლებს, ხოდა დავანახოთ ამ ხალხს რომ რაღაც ძალა ვართ და გვაქვს ჩვენი უფლებების დაცვის უნარი. აბა ევროპაში და ამერიკაში მონადირეთა კავშირები რომ არ ყოფილიყო გადარეული ბუნების დამცველების გადამკიდე მგონი სულ აიკრძალებოდა ნადირობა. ცოტა შეიძლება ანარქისტული გამოსვლა მქონდა ძმებო მარა კაი მთქმელს კაი გამგებიც უნდა, ამ ფორუმზე დარწმუნებული ვარ უამრავი ნიჭიერი ადამიანია და ბევრ საკიტხებში კომპეტენტური. ხოდა დავდგეთ ერთად ძმაო ვისაც რითი შეგვიძლია და ერთმანეთთან დავას იმას ვედაოთ, ვისთანაც სადაო გვაქ და ვინც ასეთ პირობებში გვაყენებს. ერთობა და ერთად დგომა ყოველთვის მოიტანს შედეგს, თუნდაც მცირეს, ეს კი წინ გადაგმული ნაბიჯი იქნება და ჩვენ მოქალაქეობრივი ვალის მოხდა.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 13:06 |