25.07.2010 ოჩოპინტრეს შეჯიბრი სტენდზე #2 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
25.07.2010 ოჩოპინტრეს შეჯიბრი სტენდზე #2 |
![]()
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
2010 წლის 25 ივლის გაიმართა ტრადიციული ოჩოპინტრეს კლუბის შეჯიბრი სასტენდოს სროლაში მოყვარულთა შორის.
მონაწილეთა რაოდენობა მოსალოდნელზე ნაკლები რაოდენობით დაფიქსირდა თუმცა ამან ხელი არ შეუშალა ღონისძიების სახალისოდ და რაც მთავარაია უსაფრთხოდ მიმდინარეობას, შეჯიბრი შედგა ! შეჯიბრი დაიწყო დანიშნულ დროს, დღის 5 საათზე, მონაწილეებს შორის შეიმჩნეოდა შემართება და ასპარეზობის სულისკვეთება. სიცხის და მიუხედავად პაექრობა სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა. შეჯიბრი გაიმართა მრგვალი სტენდის მოედანზე, I და VII საცეცხლე პოზიციებზე. 10 სამიზნე იყო I ნომრიდან (ჩვენგან) და 15 სამიზნე VII ნომრიდან შემხვედრი. სულ 25 ვაზნა. მონაწილეთა სია ლიდერი პოზიციების მიხედვით, მაგრამ არ დაგვავიწყდეს მთავარი მონაწილეობაა და არა გამარჯვება. 1. sabo73 - 19 + 1 ქულა 2. იკო 1981 - 19 ქულა 3. შუკა - 17 ქულა 4. ჭალიმგელა 16 ქულა 5. გურგენა - 15 ქულა 6. როვერ - 15 ქულა 7. Nukry Max - 14 ქულა 8. ბალა - 13 ქულა 9. შოთა 03 - 11 ქულა 10. გურიკა - 11 ქულა 11. ვიტო - 10 ქულა 12. მაჭარა - 9 ქულა 13. გიზოვიჩი - 7 ქულა 14. 919 გიგა - 5 ქულა საერთო ჯამში იკო 1981 -მა და საბო 73 დააგროვეს თანაბარი ქულები 19 -19 ქულა რის შედეგადაც მოხდა გადასროლა I დაცილებამდე. კენჭისყრის შემდეგ სასროლ პოზიციაზე დადგა საბო 73 რომელმაც პირველივე სამიზნე დაამსხვრია, ამის შემდეგ პოზიოციაზე დადგა იკო1981 რომელსაც როგორც ჩანს ნერვებმა უმტყუნა და სამიზნეს დააცილა რის შემდეგაც გადავიდა საპატიო II ადგილზე , ხოლო საბო კი ტაშის თანხლებით გახდა ოჩიპინტრსე კლუბის გამარჯვებული რასაც სულითდა გულით ულოცავს მთელი კლუბის წევრები და ფორუმი. საბოს ვუსურვებთ მომავალშიც ასეთი წარმატებით ასპარეზობას და ცხოვრებაშიც სულ გამარჯვებულს ევლოს. შუკა კი გარანტირებული III ასევე საპატიო ადგილს დაეუფლა , რომელიც მშვიდად ადევნებდა თვალყურს გადასროლას ლიდერებს შორის. შეჯიბრს მსაჯობდნენ ბნ. შოთა თავაძე , ზახარა და თქვენი მონა მორჩილი. შეჯიბრმა საერთო ჯამში ძალიან კარგად ჩაიარა მადლობა მონაწილეებს. საბო 73 იკო 1981 შუკა პრიზიორებს ვულოცავთ ამ მშვენიერ გამარჯვებას! დანარჩენს სურათები მოგვითხრობს |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
საბოს და იკოს ჩემი გულითადი მოლოცვები ![]() დავიწყე როგორც იქნა, სამწუხაროდ შუკას, ბალას და ჭალიმგელას ფოტოები არ მაქვს, მაგ დროს საჭმელზე ვიყავი წასული ![]() დავიწყეთ დროულად, მაგრამ რიგირ მიზეზების გამო, თითქმის 2 საათი ვიდექით უაზროდ, უაზროდ რაა ეხლა, ყველა თავისას უბერავდა, ზოგი ძაღლებზე ლაპარაკობდა, ზოგი თოფებზე, ზოგი მანქანებზე, ზოგიც ქალებზე და ზოგიც ძაღლს ,,აისერნებდა,, მიდამოებში ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() პელიოტა კი იჯდა და ვინ იცის რაზე ფიქრობდა? ალბათ ნიანგებზე და სანტიო-მანტიოებზე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ესენი კი ბონეს და გურგენას მომავალი სისხლისმსმელები არიან........... ![]() ![]() ![]() ![]() არა ვარ მე მაი კაციო- იძახდა გიორგა და მართლაც: არ არის ის მაი კაცი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ნეტა რაზე ელაპარაკება შუკა როვერას, ძალიან ინტერესნი სახე აქვს ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ხოდააააა, დეიწყო, მარა რა დეიწყო? დენთის სუნი და მფრინავი თეფშების გაცამტვერება.............. ![]() ასეთი ბუღი დგებოდა ხოლმე ალაგ-ალაგ დროდადრო...... ![]() ![]() ბატონი ზახარა, ისტორიულად: მსაჯი, წარმოშობით: კარგი ბიჭი, ეროვნებით: მონადირე, სულიერად: მოქეიფე და ვინ მოთვლის კიდევ??..... ![]() შოთა კი თავისას არ იშლის....... ![]() შეხედე ერთი ამ უსაქმურებს, სხედან და უყურებენ საბრალო თეფშების გაცამტვერებას........... ![]() ინსტრუქტაჟი ვიტო ბატონი შოთასგან........... ![]() ტენამს....... ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 07:20 |