ჯარიმები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ჯარიმები |
![]()
პოსტი
#1
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ვინმემ თუ იცით საქართველოს მობინადრე ფრინველების და ცხოველების მოკვლასთან დაკავშირებით რა ჯარიმებია დაწესებული?
hunter777 საიტზე თუ დევს იქნებ ლინკი დადო,შენ რომ გეცოდინება ეჭვი არ მეპარება. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 389 რეგისტრ.: 21-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ისე ნურავინ მიწყენს და ჩემი აზრით ჯარიმების გაზრდა ვერაფერს მოიტანს გარდა იმისა რომ უფრო მეტი მოქალაქე მოხვდება ციხეში გადაუხდელი ჯარიმების გამო, თან ამას კიდევ ბევრი გართულება მოყვება, ნუ გავიწყდებათ რომ ეს არც ევროპაა არც ამერიკა და იაპონია სადაც ბავშვს პატარაობიდან უნერგავენ კანონის მორჩილებას. მაგხელა თუ გახდა ჯარიმები გამოდის რომ საქართველოს მთა სულ დაიცლება, მთიელი ხალხი სულ ნადირობდა და ის რაც სისხლში აქვთ ვერ დაუშლი. ის ჯარიმები რაცაა ისიც კი ბევრია ჩემი აზრით, ჯარიმები კი არ უნდა გაიზარდოს, რასაც ხალხი აგრესიად აღიქვამს სახელმწიფოს მიერ, არამედ უნდა დაიწყოს თვითშეგნების ამაღლებაზე ფიქრი, ხალხს უნდა გაუჩნდეს იმის ინტერესი რომ უზომოდ კი არ ხოცონ, გაუფრთხილდნენ და იზრუნონ ბუნებაზე, ამის საშუალებას კი ტურიზმი და კერძოდ სანადირო ტურიზმი იძლევა. ხალხი დასაქმდება ამ სფეროში და ბუნების მოფრთხილებით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს ვიდრე მისი განადგურებით, ჩვენ კომუნისტურ წარსულში უამრავი ნადირი იხოცებოდა მარა მაინც ბევრი იყო. ნადირ ფრინველის შემცირება გამოიწვია მხედრიონის მიერ ბარბაროსულმა ქმედებებმა, და განუკითხაობამ 90-იან წლებში, ზუსტად ამ დროს შემცირდა ნადირ ფრინველი, დაფიქსირებულია ფაქტები როცა ერთ თვეში ამოიღეს 35 შველი, ასევე ლაგოდეხის ნაკრძალში სამარილეებთან ჩასაფრებით გაწყვიტეს უამრავი ირემი. ეგ კი არა მემგონი ზოოპარკშიც ნადირობდნენ კლეტკებში ჩაკეტილ ცხოველებზე. მერე ედიკას დროს ვერტალიოტებით ნადირობამ და ა.შ. ჩვეულებრივი ბრაკონიერი უფრო ნაკლებს აფუჭებს ვიდრე ფორმიანი და გავლენიანი არაკაცი რომელიც ვერტალიოტით და ავტომატური იარაღით დასდევს საწყალ ცხოველებს. ბრაკონიერობა ყოველთვის იყო და იქნება. როცა სახელმწიფოს არ აქვს თავი რომ დაიცვას ბუნება, უფრო რეალურად მიმაჩნია ხელი შეუწყოს სანადირო მეურნეობების და სანადირო ტურიზმის განვითარებას და ამ სფეროში კაპიტალის და ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში, მარა ეს ისე არ უნდა მოხდეს რომ გაიყიდოს ყველაფერი და აღარ დარჩეს ადგილი სადაც ადამიანს თავისუფლად ნადირობის საშუალება არ ექნება.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th May 2025 - 23:19 |