წინასასეზონო მომზაება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
წინასასეზონო მომზაება |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ცხელა, ცხელა
კაი ხანია მინდოდა დამეყარა ეს ვიდეოები...... ტარასას ხასიათები კი იცით ბევრმა ხოდა ამასწინათ სეზონისთვის მომზადება გადავწყვიტე, პრობლემა იყო ის რომ აფრენილ მწყერს მისდევდა ხოდა გადავწყვიტე რაიმე ძალებით გადამეჩვია ეს სენი, ხოოოოოდა ბევრი ვიწვალე თუ ცოტა, რაღაცას მივაღწიე, მართალია კმაყოფილი არ ვარ მაგრამ შედეგი გვაააქს უზარმაზაააააააარი ![]() მივიყვან დაწყებულ საქმეს, სულ დამავიწყდა ,გაფუჭებასაც უნდა გადავაჩვიო.... შარშან რომ გაეკიდებოდა ტანკი რომ გამოგება იმასაც გაათრევდა, წელს რომ დავიწყე ვარჯიში მაქსიმუმ 20 მეტრზე მისდევდა თუმცა მაინც ვაბრუნებდი..... მ.ს. დავიწყე ტარება, ეს არის ბაზალეთის გასვლა, არაგველს დაურეკეთ მე და ტამპლიერმა და გავეშურეთ, მწყერი ვნახეთ ასე თუ ისე, მუხლის გასაშლელად საკმარისი იყო. ეს ვიდეო არის გადაღებული დღის ბოლოს ანუ უკვე რაღაცეები გაიაზრა ძაღლმა, ვიდეოზე ამოფრება არ ჩანს მაგრამ მგონი გავაჩერე, მართალია ადგილზე არ დადუღდა, მაგრამ მაინც ........... ეს ვიდეო საგურამოს მიდამოებში არის გადაღებული ნაკრძალის მხარეს, ანუ ტყის მხარეს, კარგი დღე შემხვდა და დილიდან 10-12 მწყერი შემხვდა, აქაც არ ჩანს ამოფრენა, აქაც ბოლოსკენ მაქვს გადაღებული. მანძილს კი ხედავთ და სიზუსტესაც, აქ ბრძანების გარეშე გავიდა, პრინციპში ნადირობის დროს ამის გულისთვის არ გავკიცხავდი რადგან ახლოს ვიდექი. აფრენა არ დაუნახია ეს იგივე დღეა, გაკიდებით მაინც გაეკიდა, მაგრამ გაკიდების მანძილი მგონი მთლად კატასტროფული არ ყოფილა, ესე თუ ისე დავაბრუნე, რამდენადაც ვიცი წესებით 10 მეტრია მაქსიმუმი და აქ ნაღდად არ გასულა მაგხელაზე ეს უკვე 2-3 დღის მერეა, რაცხა ვერ დავიმორჩილე, მაინც სძლია აზარტმა ![]() ესეც საგურამოს დაბლობის მინდვრებში, ღალღაზე თხარა მიწა ![]() ესეც სხვა დღეა, ზედა ზონაში, აქაც რაცხა ვერ ვქენი და ძალისმიერ მეთოდებზე გადავედი ესეც მაგ დღეა და ძალისმიერი მეთოდების შედეგი, მაგ საღამოს საკუთარი თავით ვამაყობდი ![]() ![]() ![]() სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა იმათთვის ვისაც არ გონია რომ "შრომამ შექმნა ძაღიც" ![]() სკეპტიკოსებს და ზოგიერთ პარტიის წევრებს მოუწოდებ ცოტა მეტი დრო დაუთმონ საკუთარ ოთხფეხებს და ყველაფერი მოგვარდბა, ხან ძალა უნდა, ხან მოფრება, მთავარია ცხოვრებას დედა არ აგინოთ იმაზე თუ რატომ შეგხვდათ ცუდი ძაღლი, ცუდიც გამოსწორებადია ![]() რაც ტარასას შეეხება, ბოლო ვიდეოების მერე ნამდვილად ვეღარ გავიყვანე ნორმალურად, მიწა გამოფიტულია და აზრიც არ აქვს, კი ვცადე რამოდენიმეჯერ მაგრამ უბრალოდ გავისეირნე რომ ძაღლს მუშაობის პროცესი არ გონებოდა, ანუ თავისუფლება მივეცი, თუ სეზონამდე მოწვიმა კიევ გავაგრძელებ დახვეწას და მის ბოლოსწინა ნაკლს აღმოვფხრი ![]() ეს არის მწყერის გაფუჭება, ბოლოც გაინტერესებთ? ბოლო ნაკლად დარჩება კანიბალიზმის მიდრეკილებისკენ გადაჩვევა, თორემ ქე იცით რაც უქნა თვენ იმეებს ![]() ![]() ![]() ![]() გკოცნით და მიყვარხართ თქვენი ნიკო კეცხოველი ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th June 2025 - 00:29 |