იქნებ გვეშველოს |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
იქნებ გვეშველოს |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
2-3 დღის წინ პრეზიდენტის სტუმრობდა გარემოს დაცვის სამინისტროში. ყუირი მოვკარი, რომ ირმის გადარჩენა და მომრავლებაზე აძლევდა პრეზიდენტი დავალებას. ვინმემ დაწვრილებით ხომ არაფერი იცით?
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც ჟურნალისტებსა და საზოგადოებას გარემოს დაცვის ინსპექციაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. რეფორმა გარემოს დაცვის ინსპექციაში რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება. კერძოდ, ინსპექტირების სამსახურები რეგულირების ობიექტების გეგმიურ ინსპექტირებებზე გადავლენ. დღემდე ინსპექტირება უტარდებოდათ მხოლოდ სწრაფი რეაგირების თანამშრომლების მიერ გამოვლენილ ობიექტებსა და ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებს.
სწრაფი რეაგირების თანამშრომლები რეგიონალურ პრინციპებზე გადავლენ და არ იქნებიან მიმაგრებული არც ერთ რაიონზე. თანამშრომლები თანამედროვე ფორმებით აღიჭურვებიან, ინსპექციის ავტომობილებს კი, სათვალთვალო ვიდეო-თვალი დაუმონტაჟდებათ, რომლის საშუალებით ხელმძღვანელობა ონლაინ რეჟიმში გააკონტროლებს თანამშრომელთა მუშაობას. „დღეს მინდა გაგაცნოთ ის შუალედური ღონისძიებები, რომელიც გარემოს დაცვის ინსპექციის რეფორმის ფარგლებში განხორციელდება. ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხი გარემოს დაცვის ინსპექციის ავტომანქანებში სათვალთვალო ვიდეოთვალის დამონტაჟებაა, რომელიც მუდმივად გააკონტროლებს თანამშრომელთა მუშაობას, რაც კორუფციის საბოლოოდ აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. პირველ ეტაპზე ინსპექციის 25 ეკიპაჟი აღიჭურვება ვიდეოთვალით. რეფორმა პირველი სექტემბრიდან დაიწყება და ეტაპობრივად განხორციელდება“ - განაცხადა გოგა ხაჩიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებს სპეციალურ ტრეინინგებს ჰოლანდიის გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტები ჩაუტარებენ, რომელთა გამოცდილების გაზიარება ითვალისწინებს ინსპექტირების თანამედროვე მეთოდების დანერგვას საქართველოში. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 06:59 |