გინდათ თუ არა რომ კურდღელზე ნადირობა კანონით დაიშვას |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გინდათ თუ არა რომ კურდღელზე ნადირობა კანონით დაიშვას |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
სამინისტროსაც გავაგებინოთ ჩვენი ტკივილი
![]() მე პირადად 1 ჯერად ლიცენზიებს უჭერ მხარს, მთელი სეზონის მანძილზე არაა საჭირო ხოცვა, აიღებ ლიცენზიას, რომელსაც ვადა ექნება 2-3 დღე, თუ მოკლავ შენია, თუ ვერა და საკუთარ თავს დაბრალე, ბიუჯეტშიც ფული შევა, თუ რმეა ისევ ამ საქმე მოხმარდება, და არც ჯარიმების არ შეგეშინდება, მგონი საუკეთესო ვარიანია, ისედაც ვხოცავთ და ბარემ გაპრავდეს |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ხალხო,რამდენი გიმსჯელიათ...
ჩემს მოკრძალებულო აზრსაც მოგახსენებთ,ოღონდ ჯერ ერთ კითხვაზე გამეცით პასუხი:ახლა,როდესაც აკრძალულია ყოველგვარ ძუძუმწოვარზე ნადირობა,რატომ კლავთ მაინც? რისი თქმა მინდა იცით?აკრძალულია და მაინც იხოცება განურჩევლად სეზონისა,ახლა როგორ წარმოგიდგენიათ,როდესაც ერთის მოკვლაზე იქნება ნებართვა,ის რომელიც საერთო აკრძალვის პირობებში დღეში 10-ს ხოცავს,ამ ლიცენზიის არსებობისას მეორე გამოვარდნილ კურდღელს,-წადი და ხვალ მოვალ და გესვრიო,-ეტყვის?ამისი თუ გჯერათ თქვენ,არ ვიცი,ძმებო. კანონი ისეთი რამაა,არ უნდა ამას დიდი იურისტობა,ყოველთვის დაარღვევს ვიღაცა.ის,რომელიც არღვევს ამას დღეს,დაარღვევს ხვალაც ამ თქვენი ერთჯერადი ლიცენზიის პირობებშიც.განა არ იცის გდი-მ ძუძუმწოვრებზე ყველა რომ ნადირობს,მაგრამ ან ნება არ არის მათი მხრიდან ამ საკითხის მოგვარებისა,ან კიდევ არ არის საკმარისი რესურსი აღნიშნულის კონტროლისათვის(რამდენი დაჯარიმებული გვინახავს ბოლო წლებში?თითზე ჩამოსათვლელი). გამოხშირვაზე რომ ამბობთ,წარმოიდგინეთ,რა თანხებია საჭირო იმისათვის,რომ ჯერ დადგინდეს რაოდენობა ამა თუ იმ გარეული ცხოველისა.სახელმწიფო როგორც ვხედავთ ამას არ აკეთებს(მიზეზი რომელია ზემოთ აღნიშნულიდან სულ ერთია). და მთავარი:კანონი კრძალავს,მაგრამ მაინც ვარღვევთ.ვკითხოთ ბაბუების და მამების თაობას,მათი ახალგაზრდობისას რა რაოდენობის ხოხობს(აფხაზეთში ჩემების გადმოცემით ვიცი,რომ დღეში რამდენიმეს ნახავდა კაცი),კურდღელს და ა.შ. აწყდებოდნენ ნადირობის დროს.ადრეც დავწერე სადღაც,ხოხობი ზოოპარკში თუ მინახავს და კურდღელი 17-18 წლის წინ მოვკალი,ანუ მათი რიცხვი კატასტროფულად შემცირდა.ჩვენ თვითონ უნდა ვიზრუნოთ მათზე და ეს ზრუნვა გამოვხატოთ იმით,რომ მეხორცე მონადირეებად არ გადავიქცეთ. სანადიროდ მე პირადად იმიტომ დავდივარ,რომ თვითონ პროცესი და მონადირეებთან ურთიერთობა მიხარია,ამიტომაც ვარ აქ,ამ ფორუმზე. ბოდიში,თუ თავი მოგაბეზრეთ.ვინც მიცნობს,გამიგებს. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2025 - 21:17 |