IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ქედნებზე ბახა-ბუხი :D, 19 . 12 . 2012
ლაშა თევზაძე
პოსტი Dec 21 2012, 02:37
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Attention, Attention!!!

სამშაბათის საღამოა. ვზივარ ჩემთვის კომპიუტერთან C#-ის კოდებს ვუყურებ, მეორე დღეს გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი და ამ დროს გაისმა მერკურის ხმა(ტელეფონზე რეკავენ). ჩემმა ტელეფონმა დაყვინა, მაქვს ახალი და შესაბამისად ბევრის ნომერი აღარ მაქვს და ვხედავ უცხო ნომერია... ვახ, ვის გავახსენდი ან რაუნდათ-თქო ვიფიქრე. ამასობაში კი ვუპასუხე და...:

-ალო!
-ლაშა, რას შვები როგორ ხარ?
-კარგად ვარ. რომელი ხარ?
-ზახარა ვარ.
-ვა ზახარ, როგორ ხარ რას შვები და ა.შ.
-კარგად ვარ. ხვალ რას შვები?
-შუადღემდე არაფერს.
-აბა მერე რას შვები?
-მერე უნივერსიტეტში ვარ მისასვლელი.
-სანადიროდ ვაპირებთ ხვალ და ვიფიქრე წამოხვიდოდი...
(ამ დროს ათასმა აზრმა გამირბინა ტვინში, თუ როგორ შეიძლებოდა უნივერსიტეტისთვის თავი ამერიდებინა... მაგრამ არაფერი მაფიქრდებოდა...)
-ზახარ, ნახევარ საათში დაგირეკავ და ზუსტად გეტყვი პასუხს.
-კაი, მიდი დაგელოდები.
-კაი.

ამ დროს ჩავარდი იზმენებში. ისიც ვიფიქრე ერთი გამოცდის დედაცთქო, მარა არ გამოდიოდა. მერე ვრეკე ჯგუფელებთან, მაგრამ სასიკეთო ვერც იმათმა მითხრეს რამე... ბოლოს ვიფიქრე გამოცდის დროს იქიდან დავურეკავ, ვეტყვი დიდთოვლობის გამო ტყეში ჩავრჩით და ვერ ვახერხებ მოსვლას და იქნებ გადამიტანოსთქო და ავკრიფე ზახარას ნომერი...

-ალო!
-ალო!
ხმაზე კალვერა ვიცანი უცბად.
-იკო შენ ხარ?
-ხო მე ვარ.
-ბიჭო ლაშა ვარ როგორ ხარ?
-კარგად შენ როგორ ხარ რას შვები?
-მეც კარგად ვარ... ხოარ ჩაგისვიათ ვინმე?
-არა არავინ. მოიცალე?
-კი კი მოვდივარ. როდის გავდივართ?
-ღამე 3-ზე შენთან ვიქნებით.
-კაი, მოვემზადები მაშინ.

მოკლედ, ცოტა ვიფუსფუსე ჩავბარგდი და ამასობაში კი გახდა 1 საათი. ძილის რა მოგახსენოთ და ვიფიქრე ცოტას მივყვინთავ მაინც-თქო, მაგრამ არც ეგ გამომივიდა.
3-ის ნახევარზე ავდექი ჩავიცვი და იკოს ზარმაც არ დააყოვნა. ჩამოდი მოვედითო - იუწყებოდა...

მეც ავიღე ჩანთა, თოფი, გამოვუშვი ჩემი ლომი და ფრინველთმგუდავი და ჩავედი ქვევით. კვიცივით ნივით დამხვდნენ Jei და კალვერა თავისი ჯინოთი. ჩავბარგდით ჩავსხედით და წავედით ზახარას ასაყვანად. ჩამოვიდა ზახარაც. დავამატეთ ზახარას გრუზებიც, ჩავჯექით და ჰერი-ჰერი ალაზნისკენ.

ეხლა ის დროა უკვე შეჯამებული ეკიპაჟი წარმოგიდგინოთ:

1. კალვერა
2. ზახარა
3. Jei
4. Fishman

ძაღლები: რიჩი და ჯინო.

ცოტა პეიზაჟებით დატკბით newsmile05.gif







თოვლის და ყინვის გამო მოგვიწია ძალიან ნელა სიარული, ამიტომაც იხვის „პერელიოტს“ ვერ მივუსწარით :( ადგილზე რომ მივედით უკვე გათენებული იყო...
გადმოვედით მანქანიდან, ავისხით იარაღი და შევუყევით ტყეს.





ცოტა ვიბოდიალეთ.მე და ზახარამ დავიწყეთ ლაპარაკი, უცბად ზახარამ არწივის მზერა ისროლა, ამას თოფიც მიაყოლა, მარა არაფერი... ქედანმა შეიბერტყა ერთი და გაფრინდა ასტრალში...

აქ ქედნების წინააღმდეგ შეთქმულება ეწყობა...






დავიწყეთ ისევ ბოდიალი. მე და Jei თლა უშედეგოდ დავბოდიალებდით D.gif რო შევერთდით იკოსაც და ზახარასაც ყავდათ უკვე ნადავლი.

იკომ ალბათ სკოლის ფოტოგრაფის ხმაზე დაუძახა Jei-ს სურათს გიღებო და აი შედეგიც... D.gif



ეხლა შენ გადაგვიღეო...



შიგადაშიგ ცოტ-ცოტა სურათებიც ვიღეთ...











კარგა დრო იყო უკვე გასული. ზახარამ თქვა მანქანასთან წავიდეთ კიშკები წამოვიღოთ, რამე ადგილი მოვძებნოთ და აქ დავჯდეთო. წავედით მანქანასთან. ცოტა იქ მივირთვით.





ავბარგდით და დავუბრუნდით ტყეს.

იხვი და ბატი მოძრაობდა, ოღონდ ძალიან მაღლა და მაგათზე ოცნებასაც თავი დავანებეთ...

ამასობაში თოვლიც თითქმის დამდნარიყო...

ტყე დაგვხვდა ასეთი



და დავტოვეთ ასეთი




გავშალეთ დაყრილ ტოტებზე ჩვენი „პურ-მარილი“ და შევუდექით ჭამისთვის მზადებას. ზახარამ ჩამოასხა თავისი "ფლიაშკიდან", იკომ კიდე რაღაც „მადაფაქობა“ ბუტერბროტები გააკეთა D.gif



















ეს ეს იყო უნდა დაგველია და ზახარამ „ეე ბიჭოო!“ დაიძახა. თავიდან ვერ მივხვდით მე და Jei რა უნდოდა. რო მივხვდით კიდე გაფრენილები იყვენენ D.gif და ისევ დავუბრუნდით „სუფრას“. მეორე დაძახებაზე უკვე არაყი რომელმა რომელს მიასხა, საით გადაასხა და ჭიქა რომელ ხეზე შეაგდო ვეღარ მივხვდით და ავტეხეთ ბაგა-ბუგი D.gif. შედეგი ისევ იყო დიდი 0! ძლივს გამოვნახეთ დრო, დავლიეთ თითო ჭიქა, თითო ლუკმაც გადავყლაპეთ და ამ დროს ისევ ბაგაბუგი ავუტეხეთ ჩვენსკენ მომავალ ქედნებს. შედეგი ისევ დიდი 0! Jei-მ ერთი ამის დედაცო აღარ მშია უნდა მოვკლაო. სისხლი სწყუროდა... ჩვენც ავდექით და გავნაწილდით.

მე პირადად პირველად ვიყავი ქედანზე სანადიროდ და ვესროდი ყველა დისტანციაზე. ვაზნა არ დამნანებია D.gif

ბევრი იყო ისეთი შემთხვევა, რომ ხვდებოდა მარა არ კვდებოდა. რკინის აბჯარ ასხმულები დაფრინავდნენ სავარუდოდ... D.gif

Jei ბუთქებდა,
-„უხ შენი ავაცილე...“
მე ვპასუხობდი:
-არ აგიცილებია.
-რა იცი?
-რა ვიცი და ბუნდღები ჩემთან ცვივა... D.gif

ამასობაში კი გახდა 3 საათი(გამოცდის დრო) და უცბად გამოცდა გამახსენდა. იმ შემართებით, რომ ეხლა ლექტორს დამალაპარაკებენ და უნდა ვაბოლო რაღაცეებითქო დავრეკე ჯგუფელთან მეთქი რა ხდება დამალაპარაკე ან ნომერი გამოართვითქო და დავურეკავთქო. ჰოოოდა ეგრევე მახარა გამოცდა გადაიდოო. მოდით ეხლა და ნუ იტყვით, რომ ოჩოპინტრე არ არსებობს!!! D.gif

მოკლედ, ორმაგად ნასიამოვნები დავრჩი D.gif



ერთხელ კიდევ იკომ ერთი ქედანი 3 ვაზნით ძლივს მოკლა D.gif ეტყობა, რომ კარგი მიზანი აქვს, სულ კოჭებში ესროდა...

და მოკლედ, ასეთ რეჟიმში ვაგრძელებდით ახალი წლის ღამეობანას თამაშს ბათქაბუთქით D.gif

ნუ ბოლოს 2 ცალი მაინც გამოვასალმე სიცოცხლეს და ჩამოვიკიდე ქამარზე. პროგრამა მინიმუმი შესრულებული იყო!

ცოტ-ცოტა კიდევ წავიპოზიორეთ...















დრო დადგა ჩვენი შინ დაბრუნების და გავეშურეთ მანქანისკენ. იქ ცოტა კიდევ წავიხემსეთ, ნანადირევი ვაპოზიორეთ, ჩვენც ზედ მივყევით და ჩავლაგდით.



ესეც სრული ნანადირევი...



აქ ქედანზე გამარჯვებული ზახარა არწივის მზერას აბყრობს არემარეს!





Jei-მ კი იბუზღუნა არ მინდა ამათთან გადაღებული სურათი, არცერთმა თავი არ მომაკვლევინაო, მაგრამ მაინც მოხვდა კადრში D.gif



გამოვეშურეთ თბილისისკენ დაღლილ-დაქანცულები. ტრასამდე გამოსვლისას Jei-მ და ზახარამ „ნივა ყველგან მივას“ პრინციპით მაგრად ი-OffRoad-ეს. მე და იკოს კიდე უკან თითქმის ფეხზე დამდგრებს გათიშულებს გვეძინა. როგორც Jei-მ და ზახარამ გვითხრეს თავებს ხან ერთმანეთს ვურახუნებდით და ხან მანქანის ჭერს... D.gif

მოკლედ, ისევ ნელნელა და მშვიდობით დავუბრუნდით ჩვენ-ჩვენ სახლებს.

P.S. მე პირადად ძალიან კმაყოფილი დავრჩი! პირველად ვინადირე ქედანზე(ძალიან მომეწონა და ვისიამოვნე. რთული და აზარტული ყოფილა), გავედი ქალაქგარეთ და მშვენივრად გავატარე დრო... დანარჩენს კიდევ ბიჭები მიამატებენ, თუ რამე გამომრჩა...

მადლობა ყურადღებისთვის. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Fishman   ქედნებზე ბახა-ბუხი :D   Dec 21 2012, 02:37
- - Jei   კარგი რეპორტი გამო...   Dec 21 2012, 03:46
- - ჯეკო   ყველაფერი კარგია მ...   Dec 21 2012, 05:22
- - Davitus   აი საღოლ რა ლაშა, ძლ...   Dec 21 2012, 05:23
- - KTX-100   Fishman ზე რეპორტია ძმა...   Dec 21 2012, 08:26
- - გიგი   KTX-100 ეხლაც რაღაც გამ...   Dec 21 2012, 08:48
- - gogita.m   მომეწონა რეპორტი. ...   Dec 21 2012, 08:55
- - ლეონ-ბლექი   ყოჩარ ლაშაბერ. კარ...   Dec 21 2012, 08:58
- - ჯეკო   ციტატა(levani @ 21st December 201...   Dec 21 2012, 09:01
- - ჭალიმგელა   Fishman ყოჩაღ შენ, იქაუ...   Dec 21 2012, 09:05
- - ზახარა   მაგარი რეპორტია მ...   Dec 21 2012, 09:18
- - kajuberi   კარგი რეპორტია. სა...   Dec 21 2012, 09:21
- - ჰერცოგი   საღოლ რეპორტი მართ...   Dec 21 2012, 10:01
- - Bonehill   დონეა დონე ! ფიშმ...   Dec 21 2012, 10:01
- - sabo73   Fishman მალადეცი გითხა...   Dec 21 2012, 10:25
- - Fishman   ვააახ მადლობა მადლ...   Dec 21 2012, 11:04
- - hunter777   რეპორტი კარგი ყო მ...   Dec 21 2012, 11:07
- - LeoTaso   Fishman ქედანზე ნადირო...   Dec 21 2012, 12:22
- - კალვერა   მშვენიერი რაპორტი...   Dec 21 2012, 20:38
- - T A M P L I E R   კარქები ხააართ კარ...   Dec 21 2012, 21:56
- - Fishman   T A M P L I E R ჯეის კვიცია...   Dec 21 2012, 22:12
- - ლეკი   კარგია ბიჭებოოო.... ...   Dec 21 2012, 23:03
- - Ellimyst   ლაგოდეხისკენ არის ...   Dec 23 2012, 11:58
- - Bull   Fishman შენ რამდენი ქე...   Dec 26 2012, 21:27
- - Fishman   Bull 2   Dec 26 2012, 21:58
- - chagaraa   საღოლ ბიჭებო, ჯიგრ...   Dec 26 2012, 23:06
- - Fishman   chagaraa გაიხარე! დიდ...   Dec 26 2012, 23:29
- - T A M P L I E R   Fishman რა დიდი მადლობა...   Dec 26 2012, 23:33
- - Fishman   T A M P L I E R მაგაზე გაწყ...   Dec 26 2012, 23:36
- - T A M P L I E R   Fishman ციტატა(khmaltevza @ 27th...   Dec 26 2012, 23:39
- - Fishman   T A M P L I E R დროის ფაქტო...   Dec 26 2012, 23:46
- - kupra   RE: ქედნებზე ბახა-ბუხი :D   Dec 26 2012, 23:56


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 01:45