IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

პოლონური მდევარი(ოგარი), ოგარი
aragveli
პოსტი Sep 23 2010, 11:39
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti





აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (უნგრეთი, პოლონეთში, სლოვაკეთში) გავრცელებული ადგილობრივი ჯიშის მდევრები, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ ,ე,წ, გარდამავალ ფორმებს მიეკუთვნებიან, მათში კარგად სჩანს როგორც დასავლური ისე აღმოსავლური ანუ რუსული მდევრების სისხლის გავლენა, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის.
ამ ტიპის ძაღლები ჩვენშიც გვხვდებოდა, პირველ რიგში პოლონური მდევრების სახით, რომლებიც ძალიან კარგად ნადირობდნენ კურდღელზე, ჰქონდათ მჭექარე ,სასიამოვნო ტემბრის ხმა და ძველი თაობის მონადირეებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ.
მე-19 საუკუნეში 4 ტიპის ადგილობრივ მდევარს გამოჰყოფდნენ: მძიმე ტიპს ,რომელიც გარეგნულად სან-ჰუბერტის ძაღლს ჰგავდა; საკმაოდ დიდი ტანის მდევარს-ოგარს, რომელსაც მაშინ გადაშენება ემუქრებოდა; შედარებით მსუბუქ, ხმელი აღნაგობის სწრაფ პოლონურ მდევარს და პატარა პოლონურ მდევარს. ამათგან პირველი ორი გამოიყენებოდა როგორც კურდღელსა და მელაზე ასევე მგელსა და ტახზე სანადიროდ, ხოლო ორ უკანასკნელს მხოლოდ მელასა და კურდღელზე სანადიროდ იყენებდნენ.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლონური მდევრების რიცხოვნობა კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა და მხოლოდ რამოდენიმე ენთუზიასტის დიდი ძალისხმევის შედეგად შენარჩუნდა. ერთმანეთში გაითქვიფა განსხვავებული ტიპების სისხლი და ამჟამათ საერთაშორისო კინოლოგიურ ფედერაციაში მხოლოდ ერთი ჯიში ოგარია რეგისტრირებული.
ოგარი ნამდვილი მონადირე სპორცმენია , მათ ხროვის სახით არ ანადირებენ, მდევარს მოეთხოვება გაჰყვეს და თავი არ დაანებოს თავიდან ნაპოვნ ნადირს მანამდე სანამ მონადირე არ შეიხვედრებს. მიუხედავად იმისა რომ ოგარი საკმაოდ მსხვილი ძაღლია ,ნადირს სწრაფი ტემპით არ დასდევს, ალბად ამიტომაცაა რომ საიმედოდ მიჰყვება კვალს.
თანამედროვე სტანდარტის ძირითადი შტრიხებია
საერთო შესახედაობა- საშუალო სიმაღლის , მძლავრი აგებულების ძვალმსხვილი ძაღლია.
თავი-მძიმე, მაგრამ კეთილშობილური იერით, წაგრძელებული დრუნჩით. წარბსზედა ორდიკალები,კეფის კეხი და შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა მკვეთრად გამოხატული.
თვალები-დიდი,ოდნავ ოვალური, წყნარი და მშვიდი გამომეტყველებით, მუქი ყავისფერი.
ყურები-საშუალო სიგრძის,ოდნავ დაბლა დაყენებული, თავისუფლად ჩამოკიდებული და ღაწვებზე მჭიდროდ მიკრული.
წინა კიდურები-მძლავრი, მსხვილძლოვანი,დაკუნთული.კარგ
ად შეკრული თათებით, მუქი ფერის ფრჩხილებით(თუ თითები თეთრია, დასაშვებია თეთრი ფერისაც)
მკერდი-ღრმა, ფართო ოვალური ფორმის, მუხლის სახსრამდე დაშვებული.
ზურგი-მძლავრი, სწორი, დაკუნთული.
კუდი-სახტუნაო სახსრამდე სიგრძის, დაშვებული ,ხმლისებურად მოხრილი, ქვედა მხრიდან შედარებით გრძელი ბეწვით.
სიმაღლე-ხვადები 560-650მმ, ძუები 550-600მმ.
და ბოლოს ოგარი ჩემი ოცნების ძაღლია და სიამოვნებით გავზრდიდი მის ლეკვს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- aragveli   პოლონური მდევარი(ოგარი)   Sep 23 2010, 11:39
- - samo   aragveli დიდი მადლობა ე...   Sep 24 2010, 03:10
- - aragveli   რამდენადაც მე ვიცი...   Sep 24 2010, 06:35
- - Davitus   მაგარი კაცია ძაან ...   Sep 24 2010, 08:19
- - samo   Davitus ტავისი აგებულე...   Sep 24 2010, 09:36
- - თენგო   samo ციტატა(samo @ 24th Septembe...   Sep 24 2010, 09:54
- - aragveli   ზემოთ ხომ დავწერე ...   Sep 24 2010, 15:13
- - samo   ისე დიდი სიამოვნებ...   Sep 25 2010, 12:41
- - kupra   ოგარს და ესეტ დზაგ...   Apr 17 2011, 19:24
- - kupra   დიდი სიამოვნებით გ...   Jul 11 2011, 12:04
- - aragveli   რუსები ახლა ყველა, ...   Jul 11 2011, 15:54
- - ნოდარიძია   ერთ აფხაზს ყავს ბზ...   Aug 12 2011, 19:44
- - aragveli   კი ეგრეა კურდღელზე...   Aug 12 2011, 20:17
- - ნოდარიძია   ტურა იქ თითქმის სა...   Aug 12 2011, 20:23
- - anglo-rusuli   არაგველო, საქართვე...   Aug 12 2011, 20:59
|- - aragveli   ციტატა(anglo-rusuli @ Aug 12...   Aug 12 2011, 22:37
- - kupra   ეხ სად არის ეს ჯიში ...   Aug 12 2011, 21:08
- - anglo-rusuli   არის კი, და ალბათ შე...   Aug 12 2011, 21:19
|- - kupra   ციტატა(anglo-rusuli @ Aug 12...   Aug 12 2011, 22:28
- - kupra   ყაავს ვინმეს ვითომ...   Aug 13 2011, 13:01
- - ako jangira3   კაი დზაგლია ვიზუალ...   Sep 26 2011, 16:31
- - kupra   RE: პოლონური მდევარი(ოგარი)   Nov 5 2011, 11:15
- - kupra   მევასება ეს ძაღლებ...   Nov 6 2011, 16:41
- - ako jangira3   მაგარი ხმა უნდა ჰქ...   Sep 25 2012, 19:39


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th June 2024 - 16:09