IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

Carp Fishing ''ტყუპი ტბები'' 2016,, შიდა საკლუბო შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში
ჩელე
პოსტი Jun 12 2016, 22:42
პოსტი #1


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოგესალმებით მეგობრებო

2016 წლის 11 ივნისს, კლუბმა ''ოჩოპინტრე''-მ კახეთში, ყვარლის რაიონში, სოფელ შილდასთან ტყუპ ტბებზე ჩაატარა რიგით მეოთხე შიდა საკლუბო შეჯიბრი წყვილთა შორის სპორტულ თევზჭერაში. მონაწილეობა მიიღო კლუბის ოცმა წევრმა, შესაბამისად ათმა გუნდმა. წყვილები კი ასე დაკომპლექტდა:

1. ჯოლა - ფიშმენი
2. თაზო - ილარიონიჩი
3. საბო - კონდოლი
4. ნუკრი MAX - მამუკა შილაკაძე
5. ჭალიმგელა - გენოძია
6. ჩავლე - გენერალი
7. ტამპლიერი - ჩელე
8. დონ-G - გიორგი კაკულია
9. ბლექი - baroni
10. ალთაზარი - ნიკა რაზმაძე

გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

1 ადგილი- წონით ყველაზე დიდი თევზი 1.470 გრამი-სრკისებრი კობრი

ნუკრი მახარაშვილი და მამუკა შილაკაძე


фотохостинг png

2 ადგილი- წონით მეორე თევზი 1.270 გრამი საზანი

გიორგი მეტრეველი და გენო მეტრეველი


фотохостинг

3 ადგილი- წონით მესამე თევზი 1.200 გრამი საზანი

გიორგი ნინოშვილი და კახა ჩავლეიშვილი


бесплатный хостинг картинок

სპეციალური პრიზი- ჯამური წონა 8.660 გრამი

გიორგი მეტრეველი და გენო მეტრეველი

შეჯიბრი ძალიან მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ ტბებზე პირველად ვიყავით, ამიტომ არავინ იცოდა თუ რაგველოდა. შესაბამისად ყველა ერთ თანაბარ სიტუაციაში ვიყავით.

ყველაფერი კი ასე დაიწყო. წინა დღისით მე, ზახარა, თაზო და დავითუსი წავედით მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად. მთელი გზა წვიმდა, ამიტომ თანდათან იმედი გვიცრუვდებოდა. მაგრამ რომ ჩავედით, მშვენიერი ამინდი დაგვხვდა. რა თქმა უნდა გაგვიხარდა და გაცრუებულ იმედებს ცოტა იმედები მიეცათ. newsmile05.gif მოკლედ, გავაწყვეთ სექტორები, დავნომრეთ და ამასობაში დაღამდა კიდეც. დავითუსი მოგეხსენებათ თავისი ინოვაციებით და სეფასთან რომ ამოვედით, ტელევიზორი დაგვახვედრა. კი ვიფიქრეთ: რად უნდა ქა ტელევიზორიო და მერე მივხვდით რატომაც. ევროპის ჩემპიონატის გახსნა იყო იმ ღამეს. გავშალეთ სუფრა, მოვიმარჯვეთ ლუდი და ჩავუჯექით ტელევიზორს. ამასობაში ტბების მეპატრონე, ბატონი ალეკო მოვიდა მეგობრებთან ერთად და გაიშალა დიდებული სუფრა. თან სუფრა, თან ფეხბურთი და მოკლედ ვიმხიარულეთ მთელი საღამო.











გათენდა, ცეცხლის მზე აენთო, აცურდა ჩელე გაიღვიძე მოვიდნენ- ნაზად ჩამესმის ყურში ზახარას ყვირილი. ცალი თვალი გავახილე და ვიკითხე: ვინ მოვიდა მეთქი... მერე მივხვდი სად ვიყავი და ვინ მოვიდნენ. დილა მშვიდობისა ვუსურვეთ ერთმანეთს და დავიწყეთ შეჯიბრი. ყველა ძალიან მომართული იყო. ყველას სურდა მოგება. იმუქრებოდნენ ჩვენ გავიმარჯვებთო, მე ეს მაქვს, მე ის მაქვს, ამიტ დავკორმავ, იმით დავკორმავ და მოკლედ ყველა კარგ ხასიათზე იყო.























შუადღისით ზოგმა წაუძინა, ზოგი პაპიროსს აფუილებდა, ზოგმა არ დაანება თევზაობას თავი, ზოგმა ხელი ჩაიქნია, ზოგმა ფეხიც, მოკლედ ჩვეულებრივი სათევზაო სიტუაცია იყო.

















































მოგეხსენებათ თითქმის მთელი თვე წვიმდა. ამიტომ არც ამ დღეს ველოდით კარგ ამინდს, თუმცა მთელი დღე გვაცადა და ბოლოს უკვე შეჯიბრის მიწურულს დასცხო, მაგრამ რა დასცხო. ეს იყო დელგმა, წარღვნა და საშინელება. ნოეს მოვკარი თვალი, მაგრამ არ ვთქვი... newsmile05.gif








ასე იყო თუ ისე, მოვიდა საღამოს 5 საათი და მსაჯებმა ჩაჰყვირეს ბუკს. ეს კი იმის მანიშნებელი იყო, რომ შეჯიბრი დამთავრდა. რას ვიზამდით? ავიკარით გუდა-ნაბადი და ავედით ხიჟინასთან, სადაც მსაჯებს უკვე ჰყავდათ გამოვლენილი გამარჯვებულები და პრიზებს ამზადებდნენ.







ასე იყო თუ ისე, შეჯიბრი შედგა. მიუხედევად დაღლილობისა, მე პირადად ძალიან ვისიამოვნე.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ტბის მეპატრონეს ბატონ ალეკოს და გიორგის.
დიდი მადლობა ყველა მონაწილეს, ნამდვილად ღირსეული კონკურენტები იყავით.
დიდი მადლობა კლუბის გამგეობას რომლებმაც დიდი შრომა გაწიეს, რათა ასე დიდებულად ჩატარებულიყო ეს შეჯიბრი.
განსაკუთრებული მადლობა მსაჯებს:ზახარას, დავითუსს და დაჩის. ზახარა და დავითუსი ნამდვილად დღის გმირები იყვნენ. გაიხარეთ ბიჭებო, ვამაყობ და ყოველთვის დიდი იმედი ხართ ჩემი და ამ კლუბის.


ესეც საბოლოო შედეგები:














რაც შეეხება ჩემ აზრს ამ ტბებზე და შეჯიბრზე. ტბები იდელურად არის მოწყობილი იმისთვის, რომ ისიამოვნო თევზის ჭერით. არის შემდები სახეობის თევზი: კობრი, საზანი, ამური, ლოქო, ''ოკუნი'', ხრამული. მოწყობილია საპირფარეშო და შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის პატარა მოედანი საიდანაც შეუძლიათ ითევზაონ. ერთი დისკომფორტი რაც არის, ეს არის კოღო. მაგრამ არის უამრავი საშუალება კოღოს მოსაშორებლად. გზა გომბორის გავლით საშუალოდ 130-დან 150 კილომეტრის ჩათვლით. (გააჩნია თბილისის რომელი უბნიდან მიდიხარ) ჩემი აზრით ღირს ამხელა გზის გავლა. რეკომენდაციას ვუწევ. ათ ბალიანი სისტემით მივანიჭებდი ათივეს. newsmile05.gif თუ გადაწყვეტთ წასვლას, ძალიან ისიამოვნებთ დამიჯერეთ. უბრალოდ კარგ ამინდში წადით. უამინდობისას კი უმჯობესია მაღალი გამავლობის მანქანით.

შეჯიბრიც კარგად ჩატარდა. არანაირი ექსესი არ ყოფილა. ყველა დამჯერი და მომართული იყო, რაც ერთი-ორად სასიამოვნოს ხდიდა შეჯიბრს. ყოველ წუთს და წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ისე ჩემი მეწყვილე ძალიან მეურჩებოდა. ვერაფერი მოვუხერხე. რომ დაეჯერებინა, იქნებ მოგვეგო კიდეც, მაგრამ... newsmile05.gif
დაველოდოთ შემდეგ წელს. ვნახოთ ვინ იმარჯვებს. მანამდე კი ისიამოვნეთ რეპორტით. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ჩელე   Carp Fishing ''ტყუპი ტბები'' 2016,   Jun 12 2016, 22:42
- - ბლექ-ხასან   კი..მართლაც მაგარი ...   Jun 13 2016, 01:50
- - ნუკრიMax   სასიამოვნო შეგრძნ...   Jun 13 2016, 08:41
- - kajuberi   გილოცათ პრიზიორებ...   Jun 13 2016, 09:12
- - საბო   ამინდის მიუხედავა...   Jun 13 2016, 10:27
- - general   სახლებიდან გამოსვ...   Jun 13 2016, 11:05
- - ჭალიმგელა   დიდებული დღე გამოვ...   Jun 13 2016, 11:07
- - ჩავლე   კარგი იყო ყველაფერ...   Jun 13 2016, 14:37
- - ზახარა   gif image hosting image url   Jun 13 2016, 15:10
- - baroni   ჩემთვის კარგი დღე ...   Jun 13 2016, 16:22
- - Fishman   დღე იყო ფანტასტიურ...   Jun 13 2016, 16:31
- - ჯოლა   მომიშალეთ ნერვები....   Jun 13 2016, 18:30
- - ჩავლე   RE: Carp Fishing ''ტყუპი ტბები'' 2016,   Jun 13 2016, 18:35
- - ოთო.   მოკლედ გილოცავთ ყვ...   Jun 14 2016, 07:17
- - საბო   სურათები არავის გა...   Jun 14 2016, 09:11
- - gacho   გილოცავთ გამარჯვე...   Jun 14 2016, 09:39
- - MORGAN   გილოცავთ გამარჯვე...   Jun 14 2016, 12:03
- - ჩელე   თაზოს აქვს და რა ვი...   Jun 14 2016, 16:43
- - ნუკრიMax   აღარ გვინდა, შემდე...   Jun 14 2016, 17:26
- - შოთა.03   კარგები ხართ ძმებო...   Jun 14 2016, 20:22
- - თაზო   ცოტა არიყოს და დამ...   Jun 17 2016, 14:06
- - თაზო   RE: Carp Fishing ''ტყუპი ტბები'' 2016,   Jun 17 2016, 14:20
- - თაზო   RE: Carp Fishing ''ტყუპი ტბები'' 2016,   Jun 17 2016, 14:24
- - ზახარა   ტიხარ   Jun 17 2016, 14:39
- - თაზო   RE: Carp Fishing ''ტყუპი ტბები'' 2016,   Jun 17 2016, 14:41
- - ზახარა   ტიხარ   Jun 17 2016, 14:44
- - თაზო   RE: Carp Fishing ''ტყუპი ტბები'' 2016,   Jun 17 2016, 15:08
- - ზახარა   ტიხარ   Jun 17 2016, 15:11
- - თაზო   RE: Carp Fishing ''ტყუპი ტბები'' 2016,   Jun 17 2016, 15:46
- - ზახარა   ტიხარ   Jun 17 2016, 15:47
- - თაზო   უზომოდ დიდი მადლობ...   Jun 17 2016, 16:48
- - ჭალიმგელა   მე მგონი მარტო მე ა...   Jun 20 2016, 09:43
- - ჩავლე   არც მე   Jun 20 2016, 16:13
- - general   არა ჩვენ ძილშიიიი .....   Jun 20 2016, 17:19
- - nrg200   ძალიან მაგარი შეჯი...   Jul 6 2016, 16:58
- - ჩელე   nrg200 დიდი მადლობა კე...   Jul 11 2016, 13:28
- - achiko-l   საბო გამაძღარი ფხი...   Jul 12 2016, 09:25


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th June 2024 - 14:54