"ოჩოპინტრეს თასი" 2014, მეოთხე შიდასაკლუბო შეჯიბრი სპორტინგში. რეპორტი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
"ოჩოპინტრეს თასი" 2014, მეოთხე შიდასაკლუბო შეჯიბრი სპორტინგში. რეპორტი |
Apr 6 2014, 15:37
პოსტი
#1
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
როგორც მოგეხსენებათ, ამა წლის 6 აპრილს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბმა ''ოჩოპინტრე'' ჩაატარა რიგით მეოთხე საკლუბო შეჯიბრი სპორტულ სროლაში ე.წ. სპორტინგში. შეჯიბრი ჩატარდა სოფელ ლილოს მიმდებარედ. საბოლოო ჯამში მონაწილეთა რაოდენობა 21 კაცი იყო. შეჯიბრის დღე არასასურველი აღმოჩნდა ძლიერი ქარის გამო, მაგრამ მიუხედავად ამისა შეჯიბრის მონაწილეებმა მაინც ბოლომდე იბრძოლეს.
შეჯიბრი საკმაოდ დაძაბული, საინტერესო და ექსტრემალური აღმოჩნდა. იყო სულ 4 პოზიცია. მე ასე დავახასიათებდი ამ პოზიციებს: 1. არც ისე რთული 2. რთული 3. მსუბუქად რთული 4. ძალიან რთული, საშინელება, წარმოუდგენელი, ენით აღუწერელი, საზიზღარი, უუუურთულესი, მანიაკალური. ყველაზე კარგი შედეგი საერთო მდგომარეობით მეორე და მესამე პოზიციებზე იყო. მეოთხე პოზიციაზე ყველაზე კარგი შედეგი იყო 3 თეფში, რომელიც თაზო ჩომახაშვილმა დაამტვრია. ბიჭები კარგ ფორმაში იყვნენ. ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს თუ მორტყმაში და თუ აცელაში მიუხედავად ამისა, იყო საუკეთესო შედეგი და იყო ფატალურიც (ეს უკანასკნელი ჩემი თამადობით ) თანაბარი ქულების გამო 17-17 თითოეულს, ხელმეორედ გასროლა მოხდა კაჯუბერსა და ჭალიმგელას შორის. გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც და სათანადოდ ჯილდოებიც მიიღეს: 1 ადგილი- გიორგი ვარდოსანიძე- 20 ქულა 2 ადგილი- კაჯუბერი-18 3 ადგილი- ჭალიმგელა-17 სპეციალური ნომინაცია: გამარჯვების ჟინი, მოიპოვა ნიკა რაზმაძემ მოკლედ, შეჯიბრმა ყოველგვარი ექსესების გარეშე ჩაიარა საკმაოდ მეგობრულ, მხიარულ და ქარიან ვითარებაში. ყველას დიდი მადლობა ამ მშვენიერი დღისთვის. წარმატებებს გისურვებთ ყველას. პატივისცემით: მე..... პ.ს. თუ რამე გამომრჩა, თქვენ მიამატეთ.... image uploader |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:05 |